1. დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდიდან.

2. სახელმწიფო დამსაქმებელი არ გადის რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში, რადგანაც საპენსიო შენატანების განხორციელებას და დასაქმებულების შესახებ საპენსიო ფონდში ინფორმაციის წარდგენას ახორციელებს სახაზინო სამსახური. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის საფუძველზე რეგისტრაციის გავლა არ გულისხმობს და არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული წესის ცვლილებას და სახაზინო სამსახურის მიერ ვალდებულების შესრულების ჩანაცვლებას.

3. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის იდენტიფიცირების მიზნით, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პირველ რიგში, შესაბამის ველებში შეიყვანოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად მოთხოვნილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი) და ამ სისტემაში წარმატებით იდენტიფიცირების შემთხვევაში მის სარეგისტრაციო გვერდზე ავტომატურად შეივსება დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი, დამსაქმებლის სახელი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. აღნიშნული ავთენტიფიკაციის პროცესის წარმატებულად გავლის შემდეგ, დამატებით, ელექტრონულ სისტემაში შემდგომში შესასვლელად დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი;

ბ) მის მიერ შერჩეული პაროლი;

გ) მობილური ტელეფონის ნომერი;

დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

4. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შედეგად დამსაქმებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება წვდომა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე და შესაბამის ელექტრონულ სამუშაო სივრცეზე.

5. დამსაქმებელი, რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე არ არის დარეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გაიაროს ამ მუხლის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად იქმნება დამსაქმებლის ელექტრონული გვერდი, რომლის პირველადი მომხმარებლის სახელი და პაროლი დამსაქმებელს გადაეცემა შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. დამსაქმებელი ვალდებულია პირველადი მომხმარებლის სახელის და პაროლის მიღებისთანავე უზრუნველყოს პირველადი პაროლის შეცვლა და ელექტრონულ გვერდზე შესვლა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ამ ინსტრუქციით ან/და მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ფონდის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოება