1. თვითდასაქმებულის გაწევრიანება საპენსიო სქემაში ხდება ნებაყოფლობით, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესით“ ფონდისათვის მიმართვისა და აღნიშნულის შემდგომ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თვითდასაქმებული ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანი კანონით დადგენილი ოდენობით, ფონდისათვის აღნიშნული მიმართვის შემდგომ მიღებულ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში, რის შემდგომაც ის წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს.
3. საპენსიო ფონდი თვითდასაქმებულს საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშზე წვდომას ელექტრონულ სისტემაში თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდის მეშვეობით. თვითდასაქმებული ელექტრონულ გვერდზე წვდომისათვის ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-7 – მე-9 პუნქტებით დადგენილი წესი