1. წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობით გაწევრიანებასთან და საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი ან ფონდი) მიერ დამტკიცებულ წესებს, ინფორმაციის წარდგენის ფორმებს, ზედმეტად ან/და არასწორად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის წესებსა და პროცედურებს.
2. ინსტრუქცია ვრცელდება:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან გამომუშავებულ ხელფასზე და თვითდასაქმებულის შემოსავალზე, საიდანაც კანონით დადგენილ შემთხვევაში გამოითვლება და გადახდას/განხორციელებას ექვემდებარება საპენსიო შენატანები;
ბ) კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირები 2019 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ ქმედებებს უზრუნველყოფენ წინამდებარე ინსტრუქციის საფუძველზე, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ გამომუშავებულ ხელფასზე/თვითდასაქმებულის შემოსავალზე საპენსიო შენატან(ებ)ს განახორციელებენ ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
გ) კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე;
დ) დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანებულ დასაქმებულებზე და ნებაყოფლობით გაწევრიანებულ თვითდასაქმებულზე;
ე) კანონით და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა პირებზე.
3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების შესრულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულ სისტემაში საპენსიო დეკლარაციის შევსების გარეშ