1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მონაწილეები/პენსიის მიმღებების ინფორმირების ან/და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულთან ერთად, საპენსიო გვერდზე წვდომის ალტერნატიული საშუალებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი გააფორმოს მესამე პირ(ებ)თან.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაამუშაოს პერსონალური მონაცემები მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის უზრუნველსაყოფა