1. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება შესრულდება ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის სისტემასა და ელექტრონულ სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლის გზით, დამსაქმებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე.
2. დამსაქმებელი ვალდებულია კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი განახორციელოს არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭიროა დამსაქმებელმა არაუგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხოს საბალანსო თანხა, არანაკლებ შესაბამის საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული დასაქმებულისათვის/დასაქმებულებისათვის (რომლებიც სავალდებულო წესით მონაწილეობენ საპენსიო სქემაში ან ნებაყოფლობით/ხელახლა გაწევრიანდნენ) საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 % + 2 %-ის ოდენობით.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღემდე არსებულ ნებისმიერ რიცხვში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო დეკლარაცია, თუ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული იქნება საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღემდე, დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო დეკლარაციაში ყოველი ცვლილება გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მონიტორინგის წესის საფუძველზე ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების საფუძველს, თუ დადგენილ ვადამდე ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და ჯეროვნად განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი.
6. ამ მუხლის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულის საპენსიო გვერდზე, არაუგვიანეს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღისა.
7. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისათვის, თვითდასაქმებული ვალდებულია შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა ბოლო დღის 24:00 საათამდე, უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის (საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 %-ის ოდენობით) ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.
8. თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვადამდე, შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილება გამოიწვევს საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე არსებული/განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ცვლილების საჭიროებას. ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო დეკლარაცია, თუ თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული იქნება საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხ