1. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულია შედარების ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს შედარების შედეგებს 2025 წლის 01 მაისამდე პერიოდისთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული არ ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია, შედარების ფუნქციონალის ამისათვის გამოყოფილ გრაფებში მიუთითოს შესაბამისი კომენტარ(ებ)ი.

3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად მოახდინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის ინიცირებ