1. იმ შემთხვევაში, თუ შედარების ფუნქციონალში მოცემული შედარების შედეგების მიხედვით 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის იდენტიფიცირდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ზედმეტობით ან/და განუხორციელებლობა ან/და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია დააინიციროს და წარადგინოს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს არაჯეროვანი შესრულების აღმოფხვრას, საპენსიო შენატანის განხორციელებას მისი დახურვისთვის აუცილებელია შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის არსებობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრას, დეკლარაციის დახურვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ა) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი დაუბრუნდება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს საბალანსო თანხის სახით. ხსენებულ საპენსიო შენატანზე ზარალის შემთხვევაში, დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დაუბრუნდება შესაბამისი ნაშთი. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს შეცდომით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან დასაქმებულის შესაბამისი წილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამის საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

ბ) სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა, გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე.  ხსენებულ საპენსიო შენატანზე ზარალის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე გადაირიცხება შესაბამისი ნაშთი. შესაბამის საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

გ) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დაუბრუნდება ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელის/ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ზედმეტობა გამოვლინდება საპენსიო ფონდის „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის” საფუძველზე პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის/გაცემის დროს მონიტორინგის წესის შესაბამისად მონიტორინგის განხორციელების შედეგად.

4. ამ მუხლის შესაბამისად, ინიცირებული და დახურული  წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად ითვალისწინებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მითითებულ კომენტარ(ებ)ს. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენისას დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიუთითოს ქართულ ენაზე.

5. ამ მუხლის შესაბამისად გენერირებულ წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი/თვითდასაქმებული და ასეთი დეკლარაცია შესაძლოა მონიტორინგის პროცესში გახდეს ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელების საგანი.

6. ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულის საპენსიო გვერდზე, არაუგვიანეს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღის