1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში.
2. უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამის დამსაქმებელს წერილობით, ზეპირი ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფორმით დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას.
3. თუ შემოწმების შედეგად, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე ფიქსირდება მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ როგორც არაჯეროვანი შესრულების, ისე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ დამსაქმებლის ვალდებულება კალენდარული წლის (სრული ან არასრული) ჭრილში განისაზღვრება არაჯეროვანი შესრულების შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით).
4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის შემოწმების შედეგად:
ა) გამოვლინდება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი ან არაჯეროვანი შესრულება და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების განუხორციელებლობას ან არაჯეროვან შესრულებას, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;
ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს, მონიტორინგის დასრულების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნი