1. საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის” საფუძველზე მონაწილის/მემკვიდრის მიერ ფონდისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პენსიის მიმღებისათვის პროგრამული გატანის საფუძვლით პენსიის გადაანგარიშებისას, ფონდი უზრუნველყოფს შემოწმებას. შემოწმების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული ხდება, ამ წესის შესაბამისად, არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის ან პენსიის გადაანგარიშების და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნისას/გაცემისას მონაწილეს/მემკვიდრეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა.
3. ამ მუხლის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული საპენსიო აქტივებისა და ასევე იმ საპენსიო აქტივების, რომლებიც მონიტორინგის შედეგად არ იქნა მიჩნეული ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო აქტივად, მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციით