1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ  ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების  ფაქტის იდენტიფიცირების, ჯარიმის,  საურავის დაკისრების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ეს წესი ასევე ადგენს პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის წეს