1. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის  მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის  გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.

2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

3. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას.

4. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონიტორინგის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით.

5. მონიტორინგის ბრძანება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:

ე.ა) იმ დამსაქმებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს ფონდის მონიტორინგის სუბიექტს;

ე.ბ)  მონიტორინგის ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს;

ე.გ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით მონიტორინგის განხორციელებისას, გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლის შესახებ, რომლიც ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი. მონიტორინგის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ბრძანებით შესაძლოა განსაზღვროს რამდენიმე უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელებენ მონიტორინგს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს;

ზ) ინფორმაციას  გასაჩივრების უფლების შესახებ, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელებას, მისამართს და გასაჩივრების ვადას;

თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას.

6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ამ წესის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეასრულებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, ბრძანების საფუძველზე არ დაიწყოს ან/და ამ წესის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, შეწყვიტოს მონიტორინგის პროცესი.

7. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად  შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა, აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილი ვალდებულების დარღვევისათვის.

8. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო/პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა