1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფონდი  უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.

2. მონიტორინგის შედეგად თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების, ვალდებულების შეუსრულებლობის  გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას ამ წესითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. არაჯეროვანი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, ფონდი თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა.

3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი იმოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისა