1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას, რომლებიც თავის მხრივ ვალდებული არიან ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლის კლასის დამრიგებელს.

2. ინფორმაციის მიღებისთანავე, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/ კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს და იკვლევს თვითდაზიანების მიზეზს.

3. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას.

4. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, თვითდაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება თვითდაზიანების განმახორციელებელ მოსწავლესა და კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

5. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს თვითდაზიანების განმახორციელებელ მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).

6. მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მანდატურის/უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/მოსწავლის კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვი