1. ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენისას მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული არიან უზრუნველყონ:
ა) მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის შენობაში მყოფი სხვა პირების დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება;
ბ) „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება, ასევე რესურსცენტრის ინფორმირება.
2. თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს:
ა) იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
ბ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირებას, რა დროსაც რეკომენდებულია კლასის დამრიგებელს საუბრისას ჰქონდეს მაქსიმალურად მშვიდი ტონი და კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
3. მანდატური/უფლებამოსილი პირი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას კითხვარის გამოყენებით.
4. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში