1. ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ ანონიმური ზარების მიმღებმა პირმა აუცილებელია სატელეფონო საუბრის დროს შეინარჩუნოს მშვიდი ტონი და გაახანგრძლივოს საუბრის დრო, დროის მოგებისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით დამატებითი კითხვების დასმით. დროის მოგება ასევე შესაძლებელია შემდეგი გზებით: ზარის განმახორციელებელი პირის მონაცემების/გამონათქვამების ნაწილობრივ არასწორად/არასრულყოფილად გამეორებით (სიფრთხილით, გადაჭარბების გარეშე); ცუდი, უხარისხო კავშირის გათამაშებით; რაც შეიძლება ზუსტი მონაცემების მოთხოვნით (აღნიშნული წერილობით უნდა იქნეს ასახული).
2. იმ შემთხვევაში, თუ ანონიმური ზარის მიმღებს აქვს შესაძლებლობა, რეკომენდებულია ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმზე ჩართვა და საუბრის მიმდინარეობისას „112“-თან დაკავშირება.
3. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული არიან ანონიმური ზარის დასრულებისთანავე უზრუნველყონ:
ა) „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება, ასევე რესურსცენტრის ინფორმირება;
ბ) მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის შენობაში მყოფი სხვა პირების დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება.
4. თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს:
ა) იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
ბ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირებას, რა დროსაც რეკომენდებულია კლასის დამრიგებელს საუბრისას ჰქონდეს მაქსიმალურად მშვიდი ტონი და კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
5. მანდატური/უფლებამოსილი პირი, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას კითხვარის გამოყენებით.
6. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში