1. მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება დაუშვებელია შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე.

2. მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე კლასის ან/და სკოლის დატოვების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საგნის მასწავლებელი/ნებისმიერი პირი დაუყოვნებლივ აწვდის მანდატურს/უფლებამოსილ პირს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კლასის დამრიგებლისთვის.

3. მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე კლასის ან/და სკოლის დატოვების შესახებ კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის/მანდატურის/უფლებამოსილი პირის მხრიდან ვერ ხორციელდება მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.

5. მოსწავლის ადგილსამყოფლის იდენტიფიცირებისა და მისი სკოლაში გამოცხადების შემდგომ, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან გასაუბრებასა და სიტუაციის მართვას.

6. მანდატური/უფლებამოსილი პირი, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის შეფასებას კითხვარის გამოყენებით.

7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში