1. ნებისმიერი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.
2. თუ მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
3. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მიზეზები, გაესაუბრონ ყველა ჩართულ მხარეს, დაადგინოს წინააღმდეგობები მონაყოლებს შორის და შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
4. დაუშვებელია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის იგნორირება. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია უზრუნველყოს სიტუაციის მიუკერძოებლად შეფასება და უზრუნველყოს მხარეებს შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
5. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია დააკვირდეს როგორც დისკრიმინაციის განმახორციელებელ მოსწავლეს, ასევე მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
6. უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დისკრიმინაციის განმახორციელებელი მოსწავლისა და იმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
7. მანდატური/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის შეფასებას კითხვარის გამოყენებით.
8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში