1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის სუიციდური აზრის შესახებ, ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას, რომლებიც ვალდებული არიან ინფორმაცია მიაწოდონ სუიციდური აზრის მქონე მოსწავლის კლასის დამრიგებელს.
2. ინფორმაციის მიღებისთანავე, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ესაუბრება და ამშვიდებს მოსწავლეს.
3. დაუშვებელია მოსწავლისათვის დაპირების მიცემა, რომ არ მოხდება მოსწავლის სუიციდური აზრის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მანდატურისთვის/უფლებამოსილი პირისათვის/სკოლის ადმინისტრაციისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის/ ფსიქოლოგისათვის/კლასის დამრიგებლისათვის.
4. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის სკოლაში გამოცხადებამდე დაუშვებელია მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ.
5. მოსწავლის სუიციდური აზრის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მანდატურის/უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/მოსწავლის კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.
6. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება მოსწავლესა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
7. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს სუიციდური აზრის მქონე მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში