1. მოსწავლეებს, მათ კანონიერ წარმომადგენლებს, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ:
ა) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან სატელეფონო კონსულტაციით;
ბ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან ონლაინ კონსულტაციით, ინტერნეტ პორტალის – befrie№d.mes.gov.ge საშუალებით;
გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან კონსულტაციით მობილური სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონლაინ კონსულტაცია და სატელეფონო აპლიკაცია უნდა იძლეოდეს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების ანონიმურობის დაცვის შესაძლებლობას.
3. ფსიქოლოგიური დახმარების ფარგლებში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და მასწავლებელს უწევს კონსულტაციას პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია პრობლემის გადაჭრის მიზნით ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, უწევს კონსულტაციას ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების გზებთან დაკავშირებით და უხსნის აღნიშნული სერვისის მნიშვნელობა