1. სკოლის დირექცია ვალდებულია, ყველა სართულზე უზრუნველყოს ანონიმური ყუთის განთავსება.
2. მოსწავლე, კანონიერი წარმომადგენელი და სკოლაში დასაქმებული პირები უფლებამოსილნი არიან სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარადგინონ ანონიმური ყუთის საშუალებით.
3. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველდღიურად, უზრუნველყოს ანონიმური ყუთის შემოწმება, შესაბამისი წერილების ამოღება და წერილებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მანდატურს/უფლებამოსილ პირს და გადასცეს შესაბამისი წერილი.
4. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან წერილების გაცნობის შემდგომ, წერილში იდენტიფიცირებული პრობლემის შესახებ უზრუნველყონ მრჩეველთა საბჭოს ინფორმირება.
5. სკოლის დირექცია/მრჩეველთა საბჭო ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ პრობლემის გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
6. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან ანონიმური წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ელექტრონული (დასკანერებული) ფორმით შეინახონ მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმით შენახულ დოკუმენტს აქვს მისი დედანის თანაბარი იურიდიული ძალ