1. ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის განმეორების საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ განახორციელოს ძალადობის რისკების შეფასება მოსწავლეებში და მასწავლებლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანონიმურობა.
3. მოსწავლეებში ძალადობის რისკების შეფასება არის სკოლის მიერ ძალადობის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველ