1. სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ანონიმურობის დაცვით.

2. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების კითხვარი (შემდგომში – შეფასების კითხვარი) უნდა იძლეოდეს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მისი შემვსები პირის მიერ პრობლემის გადაწყვეტის გზების შეთავაზების შესაძლებლობას.

3. შეფასების კითხვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მანდატურის სამსახურის უფროსი.

4. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასება ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ და უნდა დასრულდეს ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

5. მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ შეფასების კითხვარის შევსებას უზრუნველყოფენ კლასის დამრიგებლები, ხოლო მასწავლებლების მიერ შეფასების კითხვარის შევსებას უზრუნველყოფს სკოლის დირექცია.

6. შეფასების კითხვარის წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ შევსებულ შეფასების კითხვარებში ასახული ინფორმაციის განზოგადებას სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით, მათ დაჯგუფებას შემვსები პირების სტატუსის გათვალისწინებით (მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები) და განზოგადებული ინფორმაციის მიწოდებას სკოლის დირექციისათვის ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 23 კალენდარული დღით ადრე.

7. შეფასების კითხვარის წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მასწავლებლების მიერ შევსებული შეფასების კითხვარების განზოგადებას სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით, ასევე სხვადასხვა კლასის დამრიგებლების მიერ მიწოდებული განზოგადებული ინფორმაციის დაჯგუფებას შემვსები პირების სტატუსის და სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული განზოგადებისას დაუშვებელია სკოლის ადმინისტრაციის მიერ რომელიმე პრობლემის უგულებელყოფა.

9. შეფასების კითხვარის ელექტრონული ფორმით შევსების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული განზოგადება ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

10. სკოლის დირექცია ამ მუხლის მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ ერთიანი ანგარიშის მომზადებასა და მის წარდგენას მრჩეველთა საბჭოსთვის და მანდატურის სამსახურისთვის ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრ