1. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე ყველა პირი ვალდებულია შეეცადოს, შეაჩეროს სუიციდის მცდელობა.

2. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე პირი/მანდატური/უფლებამოსილი პირი/ სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს, ხოლო შემდგომ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.

3. დაუშვებელია სუიციდის მცდელობის შემსწრე პირის მიერ სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ მანდატურის/უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მოსვლამდე.

4. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ შემთხვევის ადგილას და უზრუნველყონ მოსწავლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არსებობს პირი, რომელმაც იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი).

5. სკოლის დირექტორი მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის რესურსცენტრს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

6. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს თვითმხილვევლი მოსწავლეების გარიდებას, მათზე მეთვალყურეობას, დამშვიდებასა და სხვა მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

7. დაუშვებელია სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება, კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მოსვლამდე.

8. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის კლასის დამრიგებელს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისთვის, რა დროსაც რეკომენდებულია კლასის დამრიგებელს საუბრისას ჰქონდეს მაქსიმალურად მშვიდი ტონი და კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

9. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს და თვითმხილველ მოსწავლეებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

10. მანდატური/უფლებამოსილი პირი სუიციდური აზრის მქონე მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სუციდის მცდელობის ფაქტის შემსწრე მოსწავლეს ამისამართებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში