თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 118. თვითდახმარება
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-1081(კ-24)
…პროკურორის შუამდგომლობის თანახმად: 2022 წლის 8 სექტემბერს, შსს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №045080922002 საქმეზე, მ. ღ-ის მიერ ზურაბ დარჯანიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ბრალდებული მ. ღ-ი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დაკავებული. მოცემულ…
- საქმე №ას-665-2024
…გამომდინარე, საჭიროა მოხდეს სახლიდან 3-5 მეტრის რადიუსში ფერდის მოჭრა და საყრდენი კედლის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც მოხდება სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების განვითარების თავიდან აცილება. 4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს…
- საქმე №ას-192-2023
…მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ( სსკ-ის 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის ( სსკ-ის 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების ( სსკ-ის 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია სსკ-ის 170-ე მუხლით. საგულისხმოა, რომ…
- საქმე №ას-601-2022
…ხელყოფას მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ( სსკ 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის ( სსკ 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების ( სსკ 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე…
- საქმე №ა-704-შ-24-2019
…აღინიშნა, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერვე მითითებული მისამართი, ხოლო საქმისწარმოების განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, როგორც საქართველოს ( სსსკ-ის 76-ე მუხლის), ისე - რუსეთის ფედერაციის (რფ სსკ-ის 118-ე მუხლის) საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარე ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება სასამართლოსათვის ცნობილ…
- საქმე №ას-1002-923-2017
- საქმე №ას-1057-1012-2014
- საქმე №ას-607-572-2011
- საქმე №ბს-89-88(კ-11)
- საქმე №ას-1231-1475-05
- საქმე №ას-188-874-03
- საქმე №ას-159-867-03
- საქმე №3გ-ად-53-კ-03
- საქმე №3კ/468-03
- საქმე №3გ/ად-178-კ-01
- საქმე №330210019002931846
- საქმე №330210017002151153
- საქმე №140310018002749129
- საქმე №140210117002232775
- საქმე №330210118002382013
- საქმე №150210017002227621
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება
- მუხლი 18. თვითდასაქმება
- მუხლი 4. თვითდასაქმებულის მონიტორინგი
- მუხლი 18. თვითდაზიანება
- მუხლი 5. თვითდასაქმებულის გაწევრიანება და რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში
- მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე
- მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
- მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას
- მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
- მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი
- მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი
- მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები
- მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
- მუხლი 123. ვადის დამთავრება
- მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით
- მუხლი 127. გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 118, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-118/