გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210017002227621
# 2/271-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ------
სხდომის მდივანი და---- მე-–----ე
მოსარჩელე: ჰა-----–--მ ირ-–---ი
წარმომადგენელი: ნი--- დე--------ე
მოპასუხე: აბ---- ქთ-----ი
წარმომადგენლები: ნო-----ი გვარამაძე, სმ---- ხო-------ი
თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი
დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული ზიანის - მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე აბ---- ქთ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული ზიანის - მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება 4.783.35 (ოთხი ათას შვიდას ოთხმოცდასამი და ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
1.2. ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსაჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2015 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ თოთხამის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში მოპასუხე ამბარ ქთ-----მა ხელი დაარტყა მკერდში რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნების მოტეხილობა, რაც სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ამ მოქმედებისათვის მოპასუხე აბ---- ქთ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მოპასუხის ამ უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელემ მიიღო როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანი, დღემდე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, ყოველდღე ექიმის დახმარებას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჰა-----–--მ ირ-–---ი ითხოვს მოპასუხე აბ---- ქთ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული ზიანის - მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება 4.783.35 (ოთხი ათას შვიდას ოთხმოცდასამი და ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის 1.397 ლარით გაზრდის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თავის შესაგებელში არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ რადგანაც მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სარჩელში მოყვანილ გარემოებებს შესაბამისი მტკიცებულებებით მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი. კერძოდ, გაურკვეველია მოსარჩელის დიაგნოზი, არ არსებობს დასკვნა მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით. ნეკნების დაზიანებამ გამოიწვია თუ არა სხვა ორგანოების დაზიანება დადგენილი არ არის. ასევე დაუდგენელია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის რა თანხა დახარჯა, ვის მიერაა შეძენილი სამკურნალო საშუალებები და რა მიზნით. მის მიერ წარმოდგენილია გაურკვეველია შინაარსის გადახდის ქვითრები, რომელთა მიზნობრიობაც უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ თოთხამის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში მოპასუხე აბ---- ქთ-----მა ხელი დაარტყა მკერდში რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნების მოტეხილობა, რაც სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი ს.ფ. 83-90);
- სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნა #767/05/9-2 (ს.ფ. 18-19);
4.1.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2016 წლის 21 სექტემბრის, #1/51-16 განაჩენით, აბ---- ქთ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი ს.ფ. 83-90);
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2016 წლის 21 სექტემბრის, #1/51-16 განაჩენი (ს.ფ. 13-17).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელემ მიიღო როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანი, დღემდე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, ყოველდღე ექიმის დახმარებას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჰა-----–--მ ირ-–---ი ითხოვს მოპასუხე აბ---- ქთ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული ზიანის - მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება 4.783.35 (ოთხი ათას შვიდას ოთხმოცდასამი და ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 83-90);
- ცნობა #18115 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21);
- ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები (ს.ფ. 27-54);
- ხელშეკრულება #2/20-17 (ს.ფ. 55).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ჰა-----–--მ ირ-–---ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 30917-ე და 30920-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჰა-----–--მ ირ-–---ი მოითხოვს დანაშაულით მიყენებული ზიანის, კერძოდ კი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: ა) სახეზე უნდა იყოს ზიანი; ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; გ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი და დ) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. აღნიშნული პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას (გენერალურ დელიქტს). თუ არ არსებობს ზიანი, მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება, რადგან თუ ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.
ზიანის მიყენებისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ბრალის არსებობა. თუ ზიანის წარმოშობა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირის არსებობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის ატარებს ობიექტურ ხასიათს, ზიანის მიმყენებლის ბრალი ასახავს პირის მიმართებას ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ე.ი. ატარებს სუბიექტურ ხასიათს. სწორედ ქმედების სუბიექტური შეფასება განსაზღვრავს ბრალის ფორმებს: განზრახვას და გაუფრთხილებლობას. არც ძველად მოქმედი და არც დღეს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ბრალის თითოეული ფორმის შინაარს. ამ შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული განსაზღვრებით: - განზრახია ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას. სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს, რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ზიანი მოსარჩელის ფიზიკური (ჯანმრთელობის დაზიანება) რაც უდავოდ დასტურდება სასამართლო-სამედიცი--- დასკვნითა და გამამტყუნებელი განაჩენით. ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით რაც ასევე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. თუმცა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ მოქმედებასა და მატერიალურ ზიანს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი გაურკვეველია და დადგენილი არ არის. რამდენადაც რენდგენოლოგის დასკვნის მიხედვით „აღინიშნებოდა მარცხენა VI და VII ნეკნის მოტეხილობა არსებითი ცდომის გარეშე, მაგრამ არ არსებობს დასკვნა მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით. ნეკნების დაზიანებამ გამოიწვია თუ არა სხვა ორგანოების დაზიანება დადგენილი არ არის და არც რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგი---ს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არა-თანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს, თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, კერძოდ, 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა და წარმოადგინა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის, #1/51-16 განაჩენის ასლი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გადაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ შედგენილი დოკუმენტი,რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენითა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, დადასტურებული იქნა, რომ 2015 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ თოთხამის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში მოპასუხე ამბარ ქთ-----მა ხელი დაარტყა მკერდში რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნების მოტეხილობა, რაც სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2016 წლის 21 სექტემბრის, #1/51-16 განაჩენით, აბ---- ქთ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. სადავო არაა ის ფაქტი, რომ სახეზეა ზიანი მოსარჩელის ფიზიკური (ჯანმრთელობის დაზიანება) რაც უდავოდ დასტურდება სასამართლო-სამედიცი--- დასკვნითა და გამამტყუნებელი განაჩენით. ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით რაც ასევე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. თუმცა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი გაურკვეველია და დადგენილი არ არის. რენდგენოლოგის დასკვნის თანახმად „ჰა-----–--მ ირ-–---ს აღენიშნებოდა მარცხენა VI და VII ნეკნის მოტეხილობა არსებითი ცდომის გარეშე, მაგრამ არ არსებობს დასკვნა მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით. ნეკნების დაზიანებამ გამოიწვია თუ არა სხვა ორგანოების დაზიანება დადგენილი არ არის და არც რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამასთან, მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც დაზარალებულმა ჩაიტარა მხოლოდ რენდგენოლოგიური გამოკვლევა, რაშიც თანხა არ გადაუხდია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰა-----–--მ ირ-–---ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის გამოკვლევის დოკუმენტებითა და სააფთიაქო ქვითრებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიმართა სამედიცი--- დაწესებულებას და ჩაიტარა გამოკვლევები არა მოტეხილი ნეკნების, არამედ სხეულის სხვა ორგანოების მიმართ, შესაბამისად მის მიერ გაწეული ხარჯები, რაც მან გადაიხადა მკურნალობაში არ შეიძლება გამოწვეული იყოს მოპასუხის ქმედებით.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულს სასამართლო ვერ განსაზღვრავს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტურა წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მაგრამ განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს (მოსარჩელეს), სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მხოლოდ ზეპირ განმარტებას იმასთან დაკავშირებით რომ მას ცემის შედეგად დაუზიანდა ნეკნები და გულსისხლძაღვთა სისტემა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ქვითრები აფთიაქიდან, მგზავრობის ხარჯი, საწვავის ხარჯი, სხვადასხვა ორგანოების სამედიცი--- გამოკვლევები, გაურკვეველია აღნიშნული მტკიცებულებები რა კავშირშია ნეკნების მოტეხილობასთან, ანუ არ არსებობს სათანადო წესით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სამედიცი---, ან ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ნეკნების მოტეხილობის შედეგად გაუარესდა თუ არა ჰა-----–--მ ირ-–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ საჭირო გახდა სხვა ორგანოების გამოკვლევა. ამ გამოკვლევის შედეგად კი უნდა დასტურდებოდეს, რომ ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება გამოწვეულია ნეკნების მოტეხილობით.
მოსარჩელემ მის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა არაუფლებამოსილ პირთა მიერ გაცემული გაურკვეველი შინაარსის გადახდის ქვითრები. ამდენად, კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, ზიანის ოდენობას სასამართლო ვერ განსაზღვრავს მხოლოდ წარმოდგენილი სააფთიაქო ქვითრების საფუძველზე, რადგანაც ისინი ემყარება მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებას და გაურკვეველია მათი მიზნობრიობა. შესაბამისად გაურკვეველია რის სამკურნალოდ იძენდა მოსარჩელე სამედიცი--- საშუალებებს, გაურკვეველია ასევე მისი სამედიცი--- დიაგნოზი, შეძენილი სამკურნალო საშუალებები დანიშნულია თუ არა ექიმის მიერ და საერთოდ წარმოდგენილი ქვითრებით არ შეიძლება უდავოდ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ სამკურნალო საშუალებები მოსარჩელის მიერაა შეძენილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს (მოსარჩელეს), სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გადახდის ქვითრებს, ხოლო ზიანის მიყენების სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რომ აღარაფერი ვთქვათ უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ შედგენილ მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ რაიმე სახის დოკუმენტზე.
იმ საკითხის გარკვევა თუ ცემის შედეგად რა დიაგნოზი დაუდგინდა და რა სახის მკურნალობასა და დანიშნულებას იტარებდა მოსარჩელე, შეუძლებელია, რადგანაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჰა-----–--მ ირ-–---ს სასამართლოსთვის არანაირი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მკურნალობის ხარჯების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია. აღნიშნული გარემოებები ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ ახსნა-განმარტებას, ხოლო მას რაიმე სახის მტკიცებულებები აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას და შესაბამისად ჰა-----–--მ ირ-–---ის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული ზიანის, კერძოდ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მორალურ ზიანს მოსარჩელე ჰა-----–--მ ირ-–---ს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია.
8. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რადგანაც ჰა-----–--მ ირ-–---ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შესაბამისად არ არსებობს მოპასუხე აბ---- ქთ-----ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კერძოდ, იურიდიული მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 300 (სამასი) ლარი, რომელიც გაიღო მოსარჩელე მხარემ, იმის გამო რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული ხარჯი მოპასუხეს ვერ დაეკისრება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 30917-ე და 30920-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჰა-----–--მ ირ-–---ის (პ/ნ 2----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
ჰა-----–--მ ირ-–---ის (პ/ნ 2----------) სარჩელი აბ---- ქთ-----ის (პ/ნ 0----------) მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის - მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–---- ენ------