1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით,– მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.
3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 123. ვადის დამთავრება 1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით _– წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, _– მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. 3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(84)
საქმე №ას-1011-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2025
…კოდექსის 122-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. მომდევნო, 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 42. დადგენილია, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს…
საქმე №ბს-754(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
…დაადასტუროს ფაქტი ქ. გორში,... ქ. №8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შესახებ. „სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექურული საქმიანობის“ კოდექსის 93-ე მუხლზე, 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 123-ე და 124-ე მუხლებზე, მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს დ. გ-ის მიერ ქ. გორში,... ქ. №8/5-ში ნაწარმოები მშენებლობა არის თუ…
საქმე №ას-175-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
…მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლზე (თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო), ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილზე (დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად) და აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 2020 წლის 24…
საქმე №ბს-763(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
…კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მომენტსა და ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებებს, მოსარჩელის მოქმედების განხორციელება ექცევა 3-წლიან ხანდაზმულობის ვადაში, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით,…
საქმე №ას-502-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2023
…მდგომარეობით, წარმოადგენდა გ. პ–ძის კომლის წევრს. 13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელეების თანამესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122- 123-ე, 125-ე და 128-ე მუხლები, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის…
საქმე №ას-707-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-227-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
საქმე №ბს-1020(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
საქმე №ას-400-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2022
საქმე №ას-976-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2021
საქმე №ას-516-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021