პირი თავისუფლდება არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:

ა) 1 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;

ბ) 3 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

გ) 5 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

დ) 12 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან