მუხლი 36. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა:
ა) 1 წელში იმ დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) 3 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
გ) 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
დ) 7 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
…შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება არ წარმოადგენს კოდექსის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო დებულებას, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია მხოლოდ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სპეციფიკური ვადები, ხოლო, ვინაიდან ვადის დინების განსხვავებული…
…იმ საფუძვლით, რომ ბ--- ჯ---–--ე დღეის მდგომარეობით ნასამართლევი პირია, ვინაიდან, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დაკისრებულ სასჯელზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და მას სასჯელი არ მოუხდია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლი კი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სააღსრულებო წარმოება არ არის დაწყებული, შესაბამისად, ვადა, რომელიც აღნიშნულ მუხლშია…
…უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, რაც მძიმე დანაშაულისათვის…
…ანუ, ბ--- ჯ---–--ე, როგორც სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირობითი მსჯავრით ნასამართლევი პირი 2013 წლის 6 მარტიდან ითვლება ნასამართლობის არმქონე პირად. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი…