განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100117001999733
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001999733

საქმე №1/ბ-205-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე,თ---------- სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ------- ვ----------იას

ადვოკატის _ ა-–---------- თ-----–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ ბ--- ჯ---–--ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას და მსჯავრდებულ ბ--- ჯ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ--- ჯ---–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 2----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, რეგისტრირებულის ლ----------------------------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–----------–-–---–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ--- ჯ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 02:20 საათზე, დანით შეიარაღებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით ნასამართლევი ბ--- ჯ---–--ე, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ქ---------–----------–-----–--------–- მდებარე შპს „-----–-ს“ მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტებს - ს--–---- მ----------სა და ა-–--- ქ------–--ეს. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ბ--- ჯ---–--ე დაეუფლა შპს ,,-----–ის“ კუთვნილ 1635 (ათას ექვსას ოცდათხუთმეტ) ლარს.

 

ზემოაღნიშნულის გამო ბ--- ჯ---–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:

 

ბ--- ჯ---–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბ--- ჯ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ--- ჯ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

ბ--- ჯ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ბ--- ჯ---–--ის ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თითის შვიდი კვალი და ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 100 ლარიანი კუპიურა, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ქამარი, ორი შარვალი, მაისური, ფეხსაცმელი და დაზარალებულის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად, „------–-----------დან“ ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად, 2017 წლის 10 მაისს შპს „-----–-დან“ ამოღებული ჩანაწერები, „-------” ბანკიდან ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად და ბ--- ჯ---–--ის ამოცნობისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად, რომლებიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 23 აპრილს, 02:20 საათზე, დანით შეიარაღებული, ბ--- ჯ---–--ე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა, ქ---------–----------–-----–--------–- მდებარე შპს ,,-----–ის“ მაღაზიაში, მოლარე-კონსულტანტებს _ ს--–---- მ----------სა და ა-–--- ქ------–--ეს. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ბ--- ჯ---–--ე დაეუფლა შპს „-----–-ს“ კუთვნილ 1635 ლარს.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ----------იამ და მსჯავრდებულ ბ--- ჯ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- თ-----–-–---–მა.

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ----------იამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ--- ჯ---–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ ბ--- ჯ---–--ე დღეის მდგომარეობით ნასამართლევი პირია, ვინაიდან, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დაკისრებულ სასჯელზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და მას სასჯელი არ მოუხდია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლი კი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სააღსრულებო წარმოება არ არის დაწყებული, შესაბამისად, ვადა, რომელიც აღნიშნულ მუხლშია მითითებული, ბ--- ჯ---–--ის მიმართ არ ვრცელდება.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- თ-----–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ--- ჯ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და მისი დაკავებისას ბრალდებულს შეზღუდული ჰქონდა მხედველობა და სმენა, არ ჰქონდა გადაადგილების საშუალება, იმყოფებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. მას არ განმარტებია უფლება-მოვალეობები და პოლიციის თანამშრომლების მოქმედებებიდან გამომდინარე, მონაწილეობა ვერ მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, ვინაიდან, ხელბორკილდადებული პირქვე იყო იატაკზე მოთავსებული. ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ბინაში არ ჩატარებულა ჩხრეკა ან თუ ჩატარდა, მასში რაიმე სახის მონაწილეობა ბრალდებულს არ მიუღია.

 

პირის ამოცნობა ჩაატარა არაუფლებამოსილმა პირმა _ გამომძიებელმა გ-- ხ-------–---–მა. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილება. ამასთან, ამოსაცნობი პირები, რომლებიც ბ--- ჯ---–--ესთან ერთად წარედგინა ამომცნობს, ბრალდებულისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ გარეგნობით. ბ--- ჯ---–--ეს სახის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები, ხოლო მარჯვენა თვალის ქუთუთოზე აღენიშებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც აშკარად ემჩნეოდა. აღნიშნული დაზიანებები შეამჩნია კიდეც ამომცნობმა _ დაზარალებულმა ს--–---- მ----------მ, რის შესახებაც განაცხადა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას. კონკრეტულ ვითარებაში და სიტუაციაში წარმოუდგენელია დაზარალებულს ამოეცნო დამნაშავე, მაშინ, როდესაც მასზე ხორციელდებოდა მუქარა და იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ამასთან, დამნაშავეს სახე და თმა არ უჩანდა, რადგან თავზე კაპიუშონი ჰქონდა გადმოფარებული. ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულ ს--–---- მ----------ს დამნაშავისათვის სახეში არ შეუხედავს.

 

საქმის მასალებით არ არის დადგენილი ვისი ფოტოსურათი ამოიცნო ა-–--- ქ------–--ემ და გამოძიებამ რით დაადგინა უტყუარად, რომ ამოსაცნობი, ხოლო შემდეგ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი ბ--- ჯ---–--ეა. ამასთან, პირის ფოტოსურათით ამოცნობამდე, არ დაკითხულა დაზარალებული, თუ რა ნიშნით ამოიცნობდა იგი ბრალდებულს.

 

პოლიციის თანამშრომლებმა თ-------- თ----------ემ და შ----- ი--------მ გამოძიებას და სასამართლოს სავარაუდოდ მისცეს ცრუ ჩვენებები. კერძოდ, მათ მიერ მითითებული ინფორმაცია, რომ 2017 წლის 23 აპრილს, თითქოს, დაინახეს და ამოიცნეს დამნაშავე _ ბ--- ჯ---–--ე, არის მტკნარი სიცრუე და იგი არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ მაღაზია „-----–-ს“ წინ ქუჩაში მდგარ ავტომანქანაში ზის არა ორი, არამედ მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ აცვია. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, თუ ვისი მანქანა იდგა მაღაზია „-----–-ს“ წინ და ვინ იჯდა ამ მანქანაში. სიცრუეა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები იმ ნაწილში, რომ, თითქოს, დანაშაულის ჩადენისას მათ მაღაზიიდან გამოსული ბ--- ჯ---–--ე იცნეს, რადგან სასამართლოზე გამოკვლეული ვიდეო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ დამნაშავე ისე შედის მაღაზია „-----–-ში“ და გამოდის იქედან, რომ ავტომანქანაში მჯდომი პიროვნება საერთოდ ვერ ამჩნევს მას და მხოლოდ მაშინ ედევნება, როდესაც დაზარალებული გარეთ გამოდის და დახმარებას ითხოვს, რა დროსაც დამნაშავე დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზეა გაქცეული. ამასთან, თ-------- თ----------ე და შ----- ი-------- სრულიად განსხვავებულად აღწერენ ბრალდებულის დადევნების ეპიზოდს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებების ამოღება მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მათი კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაბამისად, უკანონოა ექსპერტიზის დასკვნების მოშველიება ბ--- ჯ---–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად, ვინაიდან, ნივთმტკიცებების ამოღება და დალუქვა განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებდა, რომ შეუძლებელი იყო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების და ს--–---- მ---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლის გამოცვლა ან/და ხელახლა დალუქვა. არ არსებობს ფოტოსურათები, თუ როგორ ხდებოდა ნივთმტკიცებების ამოღება და დალუქვა. ამოღებული ნივთმტკიცებები არ მოთავსებულა ისეთ პაკეტებში, რომლების გახსნა და ხელახლა დალუქვა გამორიცხული იქნებოდა. ამდენად, სახეზეა გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ. ამასთან, მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ბ--- ჯ---–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა, მაგრამ ამით არ დასტურდება, რომ ეს დანა დანაშაულის ჩადენის იარაღია. იმავე დასკვნით დადგენი-–--, რომ დაზარალებულის პერანგზე და ჟილეტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბ--- ჯ---–--ე 2017 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა მაღაზია „-----–-ში“, შესაძლებელია იგი წინა დღეებში ყოფილიყო აღნიშნულ მაღაზიაში და ს--–---- მ---------ის ტანისამოსზე აღმოჩენილიყო მისი გენეტიკური პროფილი.

 

საქმეზე დართული ნივთები _ კაპიუშონიანი ქურთუკი და დანა არც პოლიციის თანამშრომლებს ამოუცვნიათ და არც დაზარალებულებს. ვიდეოკამერის ჩანაწერებზე ჩანს ვიღაც პიროვნება, რომელიც თავზე კაპიუშოჩამოფარებული დადის ქუჩაში, შედის მაღაზია „-----–-ში“ და ჩადის დანაშაულს, თუმცა მისი სახე ჩანაწერებში არ ჩანს. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა იმის დასადასტურებლად, რომ ეს პიროვნება იყო ბ--- ჯ---–--ე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ----------იამ მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ბ--- ჯ---–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მსჯავრდებულ ბ--- ჯ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---- თ-----–-–---–მა კი მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ბ--- ჯ---–--ის გამართლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ არ იზიარებს ადვოკატის არგუმენტებს ბ--- ჯ---–--ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ--- ჯ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულ ს--–---- მ---------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ---------–----------–-----–------------–- მდებარე მარკეტ „-----–-ში“, კონსულტანტად. 2017 წლის 22 აპრილის დილის 10:00 საათიდან 23 აპრილის დილის 10:00 საათამდე ის და მოლარე ა-–--- ქ------–--ე იყვნენ ცვლაში. 23 აპრილს, ღამის 02:20 საათზე, მაღაზიაში შევიდა საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული. იგი დახლთან მივიდა და ჯერ ხელი გაუწოდა მას, მერე მკლავში მოკიდა ხელი და თავისკენ მიიზიდა, შემდეგ მარჯვენა მხარეს წელთან დანა მიაბჯინა, რის გამოც ძალიან შეეშინდა და წამოიკივლა, მაგრამ მამაკაცმა უთხრა, რომ არ ეხმაურა, გაჩუმებულიყო და ფული მიეცა სალაროდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დანის დარტყმით დაემუქრა. ა-–--- ქ------–--ემ 100 ლარიანი გაუწოდა და უთხრა, რომ სალაროში მეტი თანხა არ ჰქონდათ, თავი დაენებებინა მათთვის და არაფერი დაეშავებინა, მაგრამ მან ცინიკურად ჩაიცინა, რის შემდეგაც თავად მისწვდა სალაროს ხელით, ამოიღო იქედან ფული და მაღაზია დატოვა. როცა თავდამსხმელი გავიდა, მან ა-–---ს უთხრა სწრაფად დაეჭირა ხელი დაცვის ღილაკზე და შემდეგ თვითონაც გაჰყვა დამნაშავეს გარეთ, რადგან იცოდა, რომ იქვე ახლოს ხშირად მანქანით დგებოდნენ პოლიციელები და უნდოდა მათთვის დახმარება ეთხოვა. თავდამსხმელი თავიდან ნელა მიდიოდა, რადგან არ ფიქრობდა, რომ ვინმე დაედევნებოდა. გარეთ გასვლისას დაინახა BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც პოლიციელები ისხდნენ და დაუყვირა მათ _ გაგვძარცვეს და დაგვეხმარეთო. თან დაედევნა დამანაშავეს და მასთან ერთად მანქანით დაედევნენ პოლიციელებიც. როცა ჩიხში შევიდა, იქ დიდი გუბე იყო. თავდამსხმელმა ამ გუბეში გაიარა, თვითონ კი შეჩერდა გუბესთან, ხოლო პოლიციელებმა დევნა განაგრძეს. თან უძახოდნენ მობრუნებულიყო და გაჩერებულიყო. დაზარალებულის განმარტებით, ის ცოტა ხნის შემდეგ მაღაზიაში დაბრუნდა, სადაც მას პოლიციელები დახვდნენ მოსული. შემდეგ როცა დაითვალეს სალაროდან წაღებული თანხა, აღმოჩნდა 2000 ლარამდე დანაკლისი. თავდამსხმელი იყო საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭი, ჰქონდა მოკლედ მოშვებული წვერი, განათებისაგან თვალები ცისფერი უჩანდა. მას ეცვა ყვითელი სპორტული ზედა, რომელსაც მუქი ლურჯი კაპიუშონი ჰქონდა, ოდნავ ღია ფერის ჯინსის შარვალი და სპორტული სტილის შავი ფეხსაცმელი. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო თავდამსხმელი, რომელიც აღმოჩნდა ბ--- ჯ---–--ე. ადრე ის არცერთი მორიგეობის დროს არ უნახავს მაღზიაში.

 

დაზარალებულ ა-–--- ქ------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ქ---------–-------------------------–---ში მდებარე მაღაზია „-----–-ში“ მოლარე-ოპერატორად. მასთან ერთად მუშაობდა კონსულტანტი _ ს--–---- მ----------. 2017 წლის 22 აპრილს ის და ს--–---- მორიგეობდნენ. 23 აპრილს, ღამის 02:20 საათზე, მაღაზიაში შევიდა საშუალო ტანის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა ღია ფერის წვერი, ღია ფერის თვალები და ტანზე ეცვა ყვითელი ზედა, ლურჯი მკლავებით და ლურჯი კაპიუშონით. თავიდან ფიქრობდა, რომ ის ჩვეულებრივი კლიენტი იყო, მობილური გვერდზე გადადო და უცდიდა ეს ბიჭი რას ეტყოდა, რადგან სალაროსკენ იხედებოდა. ამ დროს იგი მივიდა დახლთან მდგომ ს--–---- მ----------სთან, ხელი გადახვია და დანა მიადო. ამაზე ს--–----მ იკივლა _ რას აკეთებო. შემდეგ აღნიშნული პიროვნება სალაროსთან მივიდა და ფული მოსთხოვა. მან 100 ლარიანი კუპიურა გაუწოდა და უთხრა _ ეს წაიღე და წადი, არაფერი დაგვიშავო და არავის არაფერს ვეტყვითო, მაგრამ თავდამსხმელმა ს--–----ს დანა უფრო ახლოს მიადო და გააფრთხილა ისინი, დაცვის ღილაკისთვის არ დაეჭირათ ხელი, თავად გადასწვდა გაღებულ სალაროს და ფული ამოიღო, რის შემდეგაც ს--–----ს ხელი ჰკრა და გაიქცა. ს--–---- გაეკიდა მას, თავად კი პოლიციას დაურეკა და დაცვის ღილაკსაც დააჭირა ხელი, მერე კი გარეთ გაიხედა. ს--–---- თავიდან არ ჩანდა, შემდეგ შენიშნა, რომ ქუჩის ბოლოს მირბოდა და მანქანაც მიჰყვებოდა. მალე იგი თვალს მიეფარა და 15-20 წუთი აღარ ჩანდა. რამდენიმე წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ. დამნაშავემ მაღაზიიდან იმ დღეს 2000 ლარამდე თანხა გაიტანა. დაზარალებულის განმარტებით, ამ მაღაზიაში მუშაობის პერიოდში მანამდე ეს პიროვნება არასდროს უნახავს. შემთხვევიდან გარკვეული ხნის შემდეგ დაიბარეს პოლიციაში და ამოსაცნობად წარუდგინეს რამდენიმე პიროვნების ფოტოსურათი, რომელთა შორისაც ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე, როგორც პირი, ვინც დააყაჩაღა ის და ს--–---- მ----------.

 

მოწმე შ----- ი-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 23 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ღამის საათებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ-------- თ----------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ---------–----------–-----–-------------- წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მაღაზია „-----–-”. ღამის 02:20 საათზე აღნიშნულ მაღაზიაში შევიდა ბ--- ჯ---–--ე, რომელიც პოლიციისათვის ცნობილი იყო, როგორც წარსულში ნასამართლევი პირი. რამდენიმე წუთში ბ--- ჯ---–--ე გამოვიდა მაღაზიიდან და გაიქცა ბ-----ს ქუჩის მარჯვენა მხარეს. მას მალე უკან მოჰყვა მაღაზიის კონსულტანტი ს--–---- მ----------, რომელიც უყვიროდა, რომ მათი ფული დააბრუნებია. მოწმე შ----- ი-------ის განმარტებით, ის და თ-------- თ----------ე დაუყოვნებლივ დაედევნენ ბ--- ჯ---–--ეს და თან ეძახდნენ, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მან შეუხვია ბ-----ს ქუჩიდან მარჯვნივ მ------–-–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც გაირბინა წყლით სავსე გუბეზე. რადგანაც გზა ვიწროვდებოდა, თ-------- თ----------ემ მანქანა გააჩერა და თვითონ (შ.ი--------) ფეხით დაედევნა გაქცეულს, თუმცა დაახლოებით 5-10 მეტრის გავლის შემდეგ შეწყვიტა დევნა, რადგან სიბნელის გამო კვალი დაკარგა და ბ--- ჯ---–--ე კორპუსებში გაუჩინარდა. თ-------- თ----------ემ სხვა შემოვლითი გზა აირჩია, მაგრამ ვერცერთმა მოახერხა ბ---ს დაკავება. ამის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, იკითხა თუ რა მოხდა და იქედან ფეხით წავიდა განყოფილებაში. გზაში თ-------- თ----------ე წამოეწია, რომელმაც ჩაისვა მანქანაში და ერთად მივიდნენ განყოფილებაში, რათა აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელობისათვის მოეხსენებინათ. მათთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ბ--- ჯ---–--ეს თავისი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში მ------–-–---–ის №-----ში, გაქირავებული ჰქონდა, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 20 დღის განმავლობაში თვითონ ცხოვრობდა ამ მისამართზე. აღნიშნული ფაქტების შესახებ მან პატაკით მოახსენა განყოფილების ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც შედგა საგამოძიებო ჯგუფი და ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

მოწმე თ-------- თ----------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2012 წლიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და 2017 წლის 22 აპრილიდან 23 აპრილის დილის ათ საათამდე იმყოფებოდა ცვლაში. ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათიდან იმყოფებოდა ა------–-----–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია „-----–-სთან’’ ახლოს, 5-7 მეტრის მოშორებით, თანამშრომელ შ----- ი--------სთან ერთად, საკუთარი BMW-ს მარკის ავტომობილით. 23 აპრილის დაახლოებით ღამის 2-3 საათზე შენიშნეს, რომ მაღაზიაში შევიდა მათთვის კარგად ნაცნობი ბ--- ჯ---–--ე, რომელსაც იცნობდნენ როგორც კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებას. მან მაღაზიაში დაჰყო გარკვეული პერიოდი, შემდეგ გამოვიდა და ხელმარჯვნივ გააგრძელა გზა. ბ--- ჯ---–--ეს მალე გამოჰყვა მაღაზია „-----–-ს“ თანამშრომელი, რომელმაც დაუძახა მათ და ხელით მიანიშნა დაგვაყაჩაღესო, რის შედეგადაც ისინი მანქანით დაედევნენ ბ--- ჯ---–--ეს. დაძახების შემდეგ იგი გაიქცა და რამდენიმე მეტრი გაირბინა. მ------–-–---–ის ქუჩამდე ბ---ს მაღაზია „-----–-ს“ თანამშრომელი ს--–----ც გამოჰყვა, თუმცა მათი მისვლის შემდეგ დევნა შეწყვიტა. მან და შ----- ი--------მ რამდენიმე მეტრი სდიეს ბ---ს, მაგრამ საითაც ის გაიქცა, სივიწროვის გამო გასვლა შეუძლებელი იყო. ამის გამო შ----- ჩამოვიდა მანქანიდან და ფეხით დაედევნა ბ--- ჯ---–--ეს სიბნელეში, ხოლო თავად სხვა ბინებიდან შემოუარა მანქანით, მაგრამ საბოლოოდ ორივემ დაკარგეს მისი კვალი. უკვე ძებნას აღარ ჰქონდა აზრი და რადგან იცოდნენ ვინ იყო, წავიდნენ სამსახურში, სადაც შ----- ი--------მ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას აღნიშნული ფაქტის შესახებ.

 

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, გ-- ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მან შემთხვევის მეორე დღესვე ჩაატარა პირის ამოცნობა. დაზარალებულმა ს--–---- მ----------მ წინასწარ აღწერა თავდამსხმელის გარეგნობა და თანხმობა გამოთქვა ამოცნობაზე, რის შემდეგაც ამოსაცნობად წარდგენილ 3 პირს შორის უყოყმანოდ ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე, როგორც მაღაზია „-----–-ში“ წინა დღეს განხორციელებული ყაჩაღობის ჩამდენი პირი.

 

მოწმე ი-–-- კ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ივლისს, ბ--- ჯ---–--ის ადვოკატთან, ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად მოძიებულ პირებთან და ამომცნობ ა-–--- ქ------–--ესთან ერთად გამოცხადდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბ--- ჯ---–--ის მიმართ საგამოძიებო მოქმედების _ ამოცნობის ჩასატარებლად. თუმცა ბრალდებულმა ბ--- ჯ---–--ემ და მისმა ადვოკატმა უარი განაცხადეს ამოცნობაში მონაწილეობაზე, იმ მოტივით, რომ ის და ა-–--- ქ------–--ე ნათესავები იყვნენ, რაც არ იყო სწორი ინფორმაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან უარი იყო ნათქვამი საქმიდან მისი ჩამოცილების შესახებ ადვოკატის შუამდგომლობაზე. შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ა-–--- ქ------–--ემ კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნებით ამოიცნო ბ--- ჯ---–--ის ფოტოსურათი, სპეციალური პროგრამით შერჩეული მსგავსი პირების ფოტოსურათებს შორის და მიუთითა, რომ ის იყო პირი, რომელიც 2017 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ყაჩაღურად დაესხა თავს მას და მის თანამშრომელს.

 

მოწმე ბ----- ე-–----ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს იყო მორიგე გამომძიებელი და ხელმძღვანელობის დავალებით, პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა მ------–-–---–ის ქუჩა №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც მისვლის დროს განუმარტეს, რომ ბინაში მყოფი მისი მეპატრონე, ბ--- ჯ---–--ე უნდა დაეკავებინა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შემდეგ. ბინის ჩხრეკას ატარებდნენ გამომძიებელი თ---------- ც-----–---–ი და უბნის ინსპექტორი მ-----– კ------, რომელმაც შემდგომ მასთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ა-------თან ერთად მონაწილეობა მიიღო პირის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მათ ბ--- ჯ---–--ე დააკავეს მისივე საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.ქუთაისში, მ------–-–---–ის №-----ში, ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ. დაკავებისას, როცა მას აცნობდა უფლება-მოვალეობებს და იმას, თუ რისთვის აკავებდნენ, ბ--- ჯ---–--ე აგრესიულად იქცეოდა და წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს, ასევე ცდილობდა, რაღაც ნივთებით საკუთარი თავისთვის მიეყენებინა თვითდაზიანება, რის გამოც მის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბ--- ჯ---–--ისათვის ხელბორკილების დადების თაობაზე, რაც აღწერილია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში. პირად ჩხრეკას უშუალოდ ახორციელებდნენ მ-----– კ------ და დ----- ა-------ი, ხოლო თავად აკავებდა ბრალდებულს და არ აძლევდა მას ზედმეტი მოქმედების შესაძლებლობას. მოწმე ბ----- ე-–----ს განმარტებით, ბრალდებულმა ბ--- ჯ---–--ემ უარი განაცხადა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ ოქმზე ხელის მოწერაზე.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენი-–--, რომ დაზარალებულმა ს--–---- მ----------მ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე, აღნაგობით, სიმაღლით, სახის ფერით, თმის და წვერის ფერით, თვალის ჭრილით, თვალის ფერით, ცხვირით, სახის ზოგადი მოყვანილობით და განაცხადა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი 2017 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, თავს დაესხა მას მაღაზია „-----––-“ და დანის მუქარით დაეუფლა ფულად თანხას.

 

ფოტოსურათით პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ა-–--- ქ------–--ემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით №3 სურათზე გამოსახული პიროვნება (ბ--- ჯ---–--ე) და მიუთითა, რომ სწორედ ის იყო მამამკაცი, რომელიც 2017 წლის 23 აპრილს, ქ---------–----------–-----–--------–- არსებულ მაღაზია „-----––-“ თავს დაესხა ყაჩაღურად მას და ს--–---- მ----------ს და დანის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ ბ--- ჯ---–--ემ პოლიციის თანამშრომლებს კატეგორიული უარი განუცხადა ბინაში შესასვლელი კარის გაღებაზე, რის შემდეგაც ე.წ. „გელას“ გამოყენებით გააღეს ფანჯრის გისოსი და შევიდნენ ბინაში, რა დროსაც ბ--- ჯ---–--ემ წინააღმდეგობა გაუწია მათ, რაც გამოიხატა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და თვითდაზიანების მიყენებაში. კერძოდ, ბ--- ჯ---–--ემ ფეხით ჩატეხა მისაღები ოთახის კარის შუშა, რა დროსაც იძულებით დააწვინეს იატაკზე და ზურგს უკან ხელბორკილები დაადეს. ამ დროს ბ--- ჯ---–--ემ თვითდაზიანების მიღების მიზნით სახე დაარტყა იატაკს, რითაც მიიღო დაზიანება სახის არეში. ამავე ოქმით დადგენი-–--, რომ ბ--- ჯ---–--ის თანდასწრებით გაჩხრეკილი იქნა მისივე საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ლოჯის ოთახის ქვემოთ განთავსებული სარდაფიდან, სადაც კიბით იყო ჩასასვლელი, ამოღებული იქნა ყვითელი ფერის გრძელმკლავიანი ქურთუკი ლურჯი მკლავებითა და კაპიუშონით. აღნიშნული ქურთუკის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა ღია ფერის ტარიანი დანა. საძინებელ ოთახში განთავსებული სკამიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN”, შავი ფერის ქამრით. საძინებელ ოთახში განთავსებული სკამიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური. სააბაზანო ოთახიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, უკანა მხარეს შიგნიდან წარწერით ,,TAILOR GARMENT” „AHCOTT & SUPPER”. მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა მუქი მორუხო ფერის ფეხსაცმელი. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკებში და დაილუქა. ბ--- ჯ---–--ემ გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ოქმის გაცნობაზე და მასზე ხელის მოწერაზე, რის შემდეგაც მას ხმამაღლა წაეკითხა ოქმი, თუმცა ოქმის ასლის ჩაბარებაზეც უარი თქვა.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურეს ოქმის შემდგენმა პირმა _ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ---------- ც-----–---–მა, ასევე ჩხრეკაში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მ-----– კ-----მა და დ----- ა-------მა.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აპრილს დაზარალებულ ს--–---- მ---------ისაგან ამოღებული იქნა მოლურჯო, მოწითალო და მოთეთრო ფერებში გაწყობილი, ქალის გრძელსახელოიანი პერანგი, ღილებიანი შესაკრავით და მომწვანო ფერის ჟილეტი, წარწერით ,,-----–ი“, რომლებიც მას ტანთ ეცვა ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამოღებული ტანსაცმელი მოათავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში, წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის ....ქურთუკი კაპიუშონით“, მოთავსებული ქურთუკის და პაკეტში წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN”, მოთავსებული ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება ბაცი მოწითალო და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება ღია მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ექსპერტიზაზე წარდგენილ ს--–---- მ---------ის პერანგის და ჟილეტის, ასევე პაკეტში, წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის ...დანა“, მოთავსებული დანის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებიც მსგავსია გვარობრივი ნიშნებით _ ბუნებით, ფერით, ელფერით, შეღებვის ხერხით და საღებავის ქიმიური კლასით პაკეტებში, წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN” და ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...” მოთავსებული ჯინსის შარვლების ქსოვილის ნართის შემადგენელი შესაბამისი ბოჭკოების.

 

ექსპერტ ლ---- მ-----–---–ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურებულია ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის მის მიერ ჩატარების ფაქტი და ზემოაღნიშნული დასკვნის წარმომავლობა და ავთენტურობა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–-- რომ პაკეტში, წარწერით: „ ...ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა...“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ბ--- ჯ---–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე დანის პირზე გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „...ს--–---- მ----------სთან ამოღებული ტანისამოსი...“ მოთავსებულ პერანგზე, ფლუორესცენტული ნათების მქონე დანაშრევზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ამავე პერანგის მარჯვენა სახელოს გარე ზედაპირზე, ქვედა (ობ.№4) და ზედა ნახევარზე (ობ. №4ა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.№4ა-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს; ამავე პაკეტში მოთავსებული ჟილეტის მარჯვენა გარე გვერდით ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს.

 

ექსპერტ ნ---- კ--–----ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურებულია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის მის მიერ ჩატარების ფაქტი და ზემოაღნიშნული დასკვნის წარმომავლობა და ავთენტურობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 აპრილს, 02:19:35 საათზე, მაღაზია „-----–-ში“ შედის საშუალო სიმაღლის პიროვნება, რომელსაც ტანთ აცვია ყვითელი ფერის ქურთუკი მუქი ლურჯი ფერის მკლავებით და კაპიუშონით, რომელიც თავზე აქვს წამოხურული. მაღაზიაში შესვლის შემდეგ იგი მარცხენა ხელით თავისკენ იზიდავს ს--–---- მ----------ს და ამავე ხელით იჭერს მის მარჯვენა ხელს, იმავდროულად ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან იღებს დანას და მისი დემონსტრირებით ემუქრება ორივე დაზარალებულს. მოლარე ა-–--- ქ------–--ე მას უწვდის ფულის კუპიურას, რომელსაც თავდამსხმელი არ იღებს. იგი ტანით იხრება სალაროსკენ და დანიანი ხელით აღებს მას, საიდანაც იღებს ფულის კუპიურებს და მიემართება გასასვლელისკენ. მაღაზიიდან გასვლისთანავე ბრალდებული სწრაფი ნაბიჯებით მიდის ტროტუარზე. იმავდროულად მაღაზიის კარებიდან გამოდის ს--–---- მ----------, რომელიც საშველად უხმობს ვიღაცას და მიუთითებს გაქცეულ პირზე, რის შემდეგაც სირბილით მისდევს თავდამსხმელს, რომელიც შენობის ბოლოს უხვევს ხელმარჯვნივ. ამ დროს კადრში ჩნდება დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მიემართება იმ მხარეს, სადაც თავდამსხმელმა შეუხვია.

 

საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:

 

პალატა მიუთითებს რომ დაზარალებულების _ ს--–---- მ---------ისა და ა-–--- ქ------–--ის ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ასახულ ინფორმაციასთან. მათ დეტალურად აღწერეს ბ--- ჯ---–--ის პიროვნება და დარწმუნებით მიუთითეს, რომ 2017 წლის 23 აპრილს სწორედ მათ მიერ ამოცნობილი პიროვნება _ ბ--- ჯ---–--ე იმყოფებოდა მაღაზიაში, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ 2017 წლის 23 აპრილს მსჯავრდებული მაღაზია „-----–-ში“ საერთოდ არ ყოფილა და ვიდეოზე ასახულია ვიღაც სხვა პიროვნება.

 

დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს ვიდეოჩანაწერებზე არ ჩაუტარებია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რის გამოც ვერ დადგინდა, აღნიშნულ ჩანაწერებზე ასახულია თუ არა ბ--- ჯ---–--ე. ამის თაობაზე პალატა მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე ბ--- ჯ---–--ის ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე პოლიციელების _ შ----- ი-------ისა და თ-------- თ----------ის ჩვენებები, ასევე დაზარალებულების _ ს--–---- მ---------ისა და ა-–--- ქ------–--ის ჩვენებები და მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ვიდეოზე ასახული პირი ბ--- ჯ---–--ეა. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არათუ რაიმე მტკიცებულება, არამედ რაიმე ლოგიკური არგუმენტიც კი არ წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ცრუობდნენ ზემოთ ხსენებული მოწმეები და დაზარალებულები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას პირის ამოცნობის ოქმის დაუშვებლობის შესახებ, იმ მოტივით, რომ ამოსაცნობად წარდგენილი დანარჩენი პირებისაგან განსხვავებით, ბ--- ჯ---–--ეს მარჯვენა თვალის ქუთუთოზე აღენიშებოდა სისხლნაჟღენთი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ როგორც ამოცნობის ოქმიდან ირკვევა, ამომცნობმა პირმა, მხოლოდ ამოცნობის დასრულების შემდეგ დააფიქსირა ბ--- ჯ---–--ის თვალის ქუთუთოზე სილურჯის არსებობა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ადვოკატმა ყურადღება გაამახვილებია მასზე. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს ამოცნობის დაწყებამდე ამ გარემოებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ წარმოუდგენელია დაზარალებულს ამოეცნო დამნაშავე, რადგან მას თავზე კაპიუშონი ჰქონდა გადმოფარებული და სახე და თმა არ უჩანდა, პალატა მიუთითებს, რომ ვიდეო ჩანაწერებზე ნათლად ჩანს, რომ 2017 წლის 23 აპრილს, მაღაზია „-----–-ში“ შესულ თავდამსხმელს დაზარალებულები ახლო ხედით აკვირდებიან შეუნიღბავ სახეზე, რის გამოც მათ მიერ ბ--- ჯ---–--ის ამოცნობა სრულიად ბუნებრივია და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

დაზარალებულების ჩვენებებს და ამოცნობის შედეგებს სარწმუნოს ხდის ბიოლოგიური (გენეტიკური) და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ს--–---- მ---------ის პერანგზე და ჟილეტზე, რომლებიც მას ყაჩაღური თავდასხმის დროს ეცვა, აღმოჩნდა ბ--- ჯ---–--ის გენეტიკური პროფილი, ხოლო ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ--- ჯ---–--ის კაპიუშონიანი ქურთუკის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნებოდა ბაცი მოწითალო და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნებოდა ღია მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ამასთან, ს--–---- მ---------ის პერანგის და ჟილეტის და ბ--- ჯ---–--ის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული დანის ზედაპირზე აღინიშნებოდა არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებიც მსგავსია გვარობრივი ნიშნებით ბ--- ჯ---–--ის ჯინსის შარვლების ქსოვილის ნართის შემადგენელი შესაბამისი ბოჭკოების.

 

ბ--- ჯ---–--ის ბრალეულობას ადასტურებს ის გარემოებებიც, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დაფიქსირებულ თავდამსხმელს აცვია ყვითელი ფერის გრძელმკლავიანი ქურთუკი ლურჯი ფერის მკლავებითა და კაპიუშონით და იგი დანის დემონსტრირებით ემუქრება დაზარალებულებს, ასეთივე ქურთუკი იქნა ამოღებული ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს, რომლის მარჯვენა გარე ჯიბეში აღმოჩნდა ღია ფერის ტარიანი დანა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კაპიუშონიანი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული დანის ტარზე აღმოჩნდა ბ--- ჯ---–--ის გენეტიკური პროფილი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეზე ნივთმტკიცებების ამოღება და დალუქვა განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით და, შესაბამისად, ვინაიდან, აღნიშნულ ნივთმტკიცებებს ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნები, ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული. პალატა მიუთითებს, რომ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები ადგილზევე დაილუქა გამომძიებლის მიერ, რაც ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა და როგორც ექსპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, ისინი დალუქული სახითვე გადაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის, რაც გამორიცხავს ეჭვს ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის, მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მათზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის მითითება აღნიშნული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვების თაობაზე, უსაფუძვლოა.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლება გამოძიებას და სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები ბ--- ჯ---–--ის წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნდათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენება სასამართლოსათვის და ბ--- ჯ---–--ისთვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო მიზეზზე არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარშია მითითებული. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებს, პალატის შეფასებით, ისინი უკავშირდება მხოლოდ ისეთ დეტალებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ და გავლენას ვერ მოახდენენ ბ--- ჯ---–--ის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე. საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, არ გამოვლენილა. მტკიცებულებათა მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც მათი დაუშვებლად მიჩნევის საფუძველი იქნებოდა, ხოლო ბრალდებულის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ხელმოუწერლობა არ მიუთითებს ამ მოქმედებების უკანონობაზე.

 

ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ბ--- ჯ---–--ის უდანაშაულობის შესახებ უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ--- ჯ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მისი ამ კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ--- ჯ---–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება იმით დაასაბუთა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, მოცემულ შემთხვევაში ეს ვადა გავიდა 2014 წელს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, საკითხი შეეხება არასრულწლოვნისათვის 8 წლის წინათ დანიშნული დამატებითი სასჯელის _ ჯარიმის გადაუხდელობას და არ დასტურდება ამ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება ბრალდებულის მიერ, სახეზეა გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა ამ სასჯელთან მიმართებაში და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება _ არაერთგზისობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით არასრულწლოვანი ბ--- ჯ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იგივე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 აპრილის წერილის თანახმად, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით გადახდილი არ არის და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას.

 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე შეეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეფარდებულ არასაპატიმრო სასჯელს _ ჯარიმას, გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის იმგვარად შეფასება, როგორც გასაჩივრებულ განაჩენშია მოცემული, არასწორია. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის და აღსასრულებლად მიქცევის წესს. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა ევალება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც მისი აღსრულება ევალება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, თუ სასამართლო არ აღასრულებს განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში, რა თქმა უნდა, სახეზე იქნება ხანდაზმულობის ვადის გასვლა, მაგრამ როცა სასამართლოს მიერ ამ ვადის გასვლამდე გაცემულია შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში აქვს მიღებული, ითვლება, რომ განაჩენი სასამართლოს მიერ აღსრულებულია. ასეთ შემთხვევაში კი აღსრულების დამთავრებას, ანუ ჯარიმის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, ხანდაზმულობის მიზნებისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს.

 

რაც შეეხება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას, საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენი მისი მიმღები სასამართლოს მიერ განაჩენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მიექცა აღსასრულებლად. კერძოდ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 აპრილის წერილში მითითებული არ არის როდისაა გაცემული ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი ან/და როდის მიიღო იგი წარმოებაში სააღსრულებო ბიურომ. საქმეში წარმოდგენილი არ არის ამ გარემოების დამადასტურებელი არც სხვა რაიმე მტკიცებულება (სააღსრულებო ფურცლის ასლი ან სხვა სახის დოკუმენტი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენს ვერ მიიჩნევს არაერთგზისობის დამადასტურებლად.

 

ამდენად, ის პოზიციები, რომლებიც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მიუთითეს თავიანთ საჩივრებსა და სააპელაციო პალატის სხდომაზე, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი ბ--- ჯ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ----------იას და მსჯავრდებულ ბ--- ჯ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი ბ--- ჯ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ--- ჯ---–--ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.ბ--- ჯ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

5.ბ--- ჯ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

6.ბ--- ჯ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ბ--- ჯ---–--ის ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თითის შვიდი კვალი და ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 100 ლარიანი კუპიურა, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ქამარი, ორი შარვალი, მაისური, ფეხსაცმელი და დაზარალებულის ტანსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად, „------–-----------დან“ ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად, 2017 წლის 10 მაისს შპს „-----–-დან“ ამოღებული ჩანაწერები, „-------” ბანკიდან ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად, ბ--- ჯ---–--ის ამოცნობისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად, რომლებიც რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/