განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
080100117001999733
დავის ტიპი
179 3 ა
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/547-2017წ. (N041230417001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

22.01.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ბ--- ჯ---–--ე

მამის სახელი: გ-------–ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჯ-----

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ------–-–---–ის ქ. N7/23

 

ადვოკატი - ა-–---------- თ-----–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ--- ჯ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 02:20 საათზე, დანით შეიარაღებული, 177-ე მუხლის მესამე ნაწილით ნასამართლევი ბ--- ჯ---–--ე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა, ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. N3-ში მდებარე შპს ,,დეილის“ მაღაზიაში, მოლარე-კონსულტანტებს - ს--–---- მ---------ესა და ა-–--- ქ------–--ეს. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ბ--- ჯ---–--ე დაეუფლა შპს ,,დეილის“ კუთვნილ 1635 (ათას ექვსას ოცდათხუთმეტ) ლარს.

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო რომ:

 

2017 წლის 23 აპრილს, 02:20 საათზე, დანით შეიარაღებული, ბ--- ჯ---–--ე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა, ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. N3-ში მდებარე შპს ,,დეილის“ მაღაზიაში, მოლარე-კონსულტანტებს - ს--–---- მ---------ესა და ა-–--- ქ------–--ეს. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ბ--- ჯ---–--ე დაეუფლა შპს ,,დეილის“ კუთვნილ 1635 ლარს.

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

 

2017 წლის 23 აპრილს გ----------– დ----- შ----ის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომლითაც დადგენილია შემდეგი: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. N3-ში განთავსებულ შპს "პრაიმ მარკეტ გრუპის" კუთვნილ სასურსათო მაღაზია "დეილიში", რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება "რივალკრედიტისა" და "ვითიბი“ ბანკის ფილიალები. სამხრეთ მხარეს ესაზღვრება სასურსათო მაღაზია "დანამა". მაღაზია მდებარეობს ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც შესასვლელია მეტალოპლასტმასის შემინული ორფრთიანი კარით, რომელსაც რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება. შესასვლელის წინ იქვე არის დამონტაჟებული მომხმარებელთა ლითონის კონსტრუქციის შესასვლელ-გასასვლელი ბარიერი. შესასვლელი კარების წინ პირდაპირ დარბაზში განთავსებულია სურსათის სექციები, სადაც არეულობის კვლები არ შეინიშნება. შესვლიდან პირდაპირ, ოდნავ მარჯვენა მხარეს განთავსებულია ალკოჰოლური სასმელების სექცია, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ დგას სალარო დახლი, რომლის ზედაპირზე დგას ტკბილეულობის პატარა ზომის დახლები, სალაროს დახლზე დევს ასლარიანი კუპიურა, რომელზეც ა-–--- ქ------–--ემ განმარტა, რომ ის დადო დახლის ზედაპირზე, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მას მოთხოვა ფული. კუპიურა ამოღებულია ექსპერტის მიერ, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, პაკეტი FCD 687584. ასევე ა-–--- ქ------–--ემ მიუთითა სალაროს დახლის სათავსოზე, საიდანაც დამნაშავემ გაიტაცა ფულადი თანხა. სალაროს დახლის სათავსოს ზედაპირი დამუშავებული იქნა ექსპერტების მიერ სპეციალური დაქტილო ფხვნილით, რომლის ზედაპირიდანაც ამოიღეს ხელის შვიდი კვალი, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ ერთ პაკეტად, პაკეტი FCD 687583. მოხდა შიგა და გარე პერიმეტრის დათვალიერება, რა დროსაც აღმოაჩინეს სათვალთვალო კამერის არსებობა. ექსპერტის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა კვალი ან ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა (ტ.1. ს.ფ. 4-10).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა დ----- შ----ემ, მ--------მა თ--- რ------ემ, მოლარე ოპერატორმა ა-–--- ქ------–--ემ და ექსპერტებმა გ------ კ------მ და ზვიად რობაქიძემ(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის 2017 წლის 23 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად ბინა მდებარეობს ქ. ქუთაისი, მ------–-–---–ის ქ. N7/23-ში. ბ--- ჯ---–--ეს განემარტა მისი საცხოვრებელი ბინის გადაუდებელი აუცილებლობის წესით გაჩხრეკის შესახებ და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გაეღო ბინაში შესასვლელი კარი, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ კარის გასაღებად გამოიყენეს ე.წ ,,გელა“, რაც ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც, ისევ ,,გელას“ გამოყენებით გააღეს ფანჯრის გისოსი, საიდანაც შევიდნენ ბინაში. შესვლისას ბ--- ჯ---–--ემ მათ გაუწია წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და თვითდაზიანების მიყენებაში. კერძოდ, ბ. ჯ---–--ემ ფეხით ჩატეხა მისაღები ოთახის კარის შუშა, რა დროსაც იატაკზე იძულებით დააწვინეს და ზურგს უკან ხელბორკილები დაადეს. ამ დროს ბ. ჯ---–--ემ თვითდაზიანების მიღების მიზნით სახე დაარტყა იატაკს, რითაც მიიღო დაზიანება სახის არეში. ბ. ჯ---–--ის თანდასწრებით გაიჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა, რის შედეგადაც საცხოვრებელი ბინის ლოჯის ოთახის ქვემოთ განთავსებული სარდაფიდან, სადაც ჩასასვლელია კიბით, ამოიღეს: ყვითელი ფერის, გრძელმკლავიანი ქურთუკი, ლურჯი მკლავებითა და „კაპიუშონით“. აღნიშნული ქურთუკის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოიღეს ღია ფერის ტარიანი დანა. ქურთუკი მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N1 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. დანა მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N2 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში განთავსებული სკამიდან ამოიღეს ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN” შავი ფერის ქამრით. ჯინსის შარვალი და ქამარი მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N2 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში განთავსებული სკამიდან ამოიღეს შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N4 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახიდან ამოიღეს ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი უკანა მხარეს შიგნიდან წარწერით ,,TAILOR GARMENT”, AHCOTT & SUPPER”, რაც მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N5 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. მისაღები ოთახიდან ამოიღეს მუქი მორუხო ფერის ფეხსაცმელი, რომელიც მოათავსეს პოლიეთილენის პარკში, პაკეტი N6 და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ჩხრეკა, თუმცა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი არ ამოღებულა. ბ--- ჯ---–--ემ გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ოქმის გაცნობაზე და ხელის მოწერაზე, რის შემდეგაც მას ხმამაღლა, მისთვის გასაგებ ენაზე წაეკითხა ოქმი, თუმცა ოქმის ასლის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა. (ტ.1. ს.ფ. 16-24).

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება შემოწმდა სასამართლოს მიერ და 2017 წლის 23 აპრილის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ქ. ქუთაისი, მ------–-–---–ის ქ. N7/23-ში მდებარე ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა (ტ.1. ს.ფ. 117-118). საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა თ---------- ც-----–---–მა, მ-----– კ-----მა და დ----- ა-------მა(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულ ს--–---- მ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დროს ის მუშაობდა ა------–-----–ის ქუჩა N3-ში მდებარე მარკეტ „დეილიში“, კონსულტანტად. 22 აპრილის დილის 10:00 საათიდან 23 აპრილის დილის 10:00-მდე ის და მოლარე ა-–--- ქ------–--ე იყვნენ ცვლაში. 23 აპრილის ღამის 02:20 საათზე, როცა ისინი ორივე, იყვნენ სალაროსთან, მაღაზიაში შემოვიდა ერთი მოხუცი მთვრალი, რომელსაც არაფერი არ უყიდია, არც არაფერი უთქვამს, უცნაურად იყურებოდა და მერე გავიდა გარეთ, თავადაც გაჰყვა მას გარეთ, რადგანაც მთვრალს არ დაეზიანებინა კარი ან ვიტრინა. იმ კაცის წასვლის შემდეგ ს--–---- მაღაზიაში შესვლას აპირებდა, მაგრამ მასზე წინ ერთი საშუალო ტანის აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც „კაპიუშონი“ თავზე ჰქონდა წამოფარებული, ს--–---- შებრუნდა მაღაზიაში და უნდოდა უცნობი მამაკაცისთვის ეთქვა, „კაპიუშონი“ მოეხადა, რათა კამერას კარგად დაეფიქსირებინა. როცა შევიდა მაღაზიაში, დახლთან დადგა, სადაც მოვიდა ის მამაკაცი, ჯერ ხელი გაუწოდა, მერე მკლავში მოკიდა და მისკენ მიიზიდა, შემდეგ მარჯვენა მხარეს წელთან დანა მიაბჯინა, მას ძალიან შეეშინდა, წამოიკივლა კიდეც, მაგრამ მან უთხრა, რომ არ ეხმაურა, გაჩუმებულიყო და ფული მიეცა სალაროდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დანის დარტყმით დაემუქრა. თავიდან ა-–---მ მას 100 ლარიანი გაუწოდა და უთხრა მეტი სალაროში არ გვაქვსო, წადი თავი დაგვანებე არაფერი დაგვიშავოო, მაგრამ მან ცინიკურად ჩაიცინა და შემდეგ თავად მისწვდა სალაროს ხელით, ამოიღო იქიდან ფული და მაღაზია დატოვა ისე, რომ ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია. როცა თავდამსხმელი გავიდა, ა-–---ს უთხრა სწრაფად მიეჭირა ხელი დაცვის ღილაკისათვის და თვითონაც გარეთ გაჰყვა დამნაშავეს, რადგან იცოდა, რომ იქვე ახლოს ხშირად დგებოდნენ მანქანით პოლიციელები და უნდოდა მათთვის დახმარება ეთხოვა. თავდამსხმელი თავიდან ნელა მიდიოდა, რადგან ის არ ფიქრობდა, რომ ვინმე დაედევნებოდა. გარეთ გასვლისას დაინახა BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც პოლიციელები ისხდნენ და მათ დაუყვირა, „გაგვძარცვეს და დაგვეხმარეთო“. თან დაედევნა დამანაშავეს და მასთან ერთად მანქანით დაედევნენ პოლიციელებიც. როცა ჩიხში შევიდა, იქ იყო დიდი გუბე. თავდამსხმელმა ამ გუბეში გაიარა, ს--–---- შეჩერდა გუბესთან, ხოლო პოლიციელებმა განაგრძეს დევნა. თან უძახოდნენ მობრუნებულიყო და გაჩერებულიყო. ს--–---- ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მაღაზიაში, სადაც მას იქ პოლიციელები მოსული დახვდნენ. შემდეგ როცა დაითვალეს სალაროდან წაღებული თანხა, აღმოჩნდა 2000 ლარამდე დანაკლისი. თავდამსხმელი იყო საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭი, მოკლედ მოშვებული წვერი ჰქონდა, განათებისაგან თვალები ცისფერი უჩანდა, თმა არც შავი ჰქონდა და არც ძალიან ღია, რომელსაც ეცვა ყვითელი სპორტული ზედა, რომელსაც ჰქონდა მუქი ლურჯი „კაპიუშონი“, ეცვა ჯინსის შარვალი, ოდნავ ღია ფერის და შავი ფეხსაცმელი სპორტული სტილის. სახეზე რაიმე განსხვავებული ნიშანი, ხალი ან ნაიარევი მას არ შეუნიშნავს. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან ამოიცნო პიროვნება, რომლის ვინაობა იყო ბ--- ჯ---–--ე. დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრალდებულის სკამზე მყოფმა პირმა დააყაჩაღა. როცა დაკითხა, გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი ტანსაცმელი გადასაგზავნი იყო კვლების ასაღებად და მან ჩააბარა ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ პარკში ჩადეს და ხელი მოაწერეს ბეჭედზე. მას იმ დღეს ეცვა შავი შარვალი, „საროჩკა“ და დეილის ფორმის მწვანე ჟილეტი. თავდამსხმელი მას არ უნახავს ადრე არცერთი მორიგეობის დროს, იმ დღეს პირველად ნახა. მოწმემ განმარტა, რომ როცა პოლიციელები მასთან ერთად დაედევნენ თავდამსხმელს, თავდაპირველად მანქანით მისდევდნენ, როცა ჩიხში მივიდნენ წყლის გუბესთან, იქ მანქანა ფიზიკურად ვერ გავიდოდა, ამიტომ ერთი პოლიციელი გადმოვიდა მანქანიდან და ფეხით გაეკიდა, ხოლო მეორე მანქანით გავიდა შემოვლითი გზით (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2017 წლის 23 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ს--–---- მ---------ედან ამოიღეს მოლურჯო მოწითალო და მოთეთრო ფერებში გაწყობილი გრძელსახელოიანი ქალის პერანგი, ღილებიანი შესაკრავით, მარცხენა მხარეს ჯიბით, საყელოსთან წარწერით ,,DEVIDED”, ზომა 38 და მომწვანო ფერის ჟილეტი, თეთრი ფერის ღილები, მწვანეზე თეთრად შესრულებული წარწერით ,,დეილი“. რაც მოათავსეს პოლიეთილენის პარკში ერთ პაკეტად და დაილუქა 33/5/1/3 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (ტ.1. ს.ფ. 55-58). საგამოძიებო მოქმედების კანონიერება შემოწმდა სასამართლოს მიერ და 2017 წლის 23 აპრილის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ს--–---- მ---------ესთან ჩატარებული (ტანსაცმლის) ამოღება (ტ.1. ს.ფ. 119-120). ამოღების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა დ----- შ----ემ და დაზარალებულმა ს--–---- მ---------ემ (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2017 წლის 24 აპრილის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ს--–---- მ---------ემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე, გარეგნობით, სიმაღლით, სახის ფერით, თმის და წვერის ფერით, თვალის ჭრილით, თვალის ფერით, ცხვირით და სახის ზოგადი მოყვანილობით, რომელიც 2017 წლის 23 აპრილს ღამის საათებში თავს დაესხა მას მაღაზია ,,დეილში“ და დანის გამოყენებით დაეუფლა ფულად თანხას (ტ.1. ს.ფ. 146-151). პირის ამოცნობის ოქმში მითითებული ფაქტი ასევე დადასტურებულია ოქმის შემდგენი დ----------გ-----------– გ-- ხ-------–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის მეორე დღესვე ჩაატარა პირის ამოცნობა. ს--–---- მ---------ემ წინასწარ აღწერა თავდამსხმელის გარეგნობა და გამოთქვა თანხმობა ამოცნობაზე, რის შემდეგაც ამოსაცნობად წარდგენილ 3 პირს შორის უყოყმანოდ ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე, როგორც „დეილის“ მაღაზიაში წინა დღეს განხორციელებული ყაჩაღობის ჩამდენი პირი.

 

დაზარალებულ ა-–--- ქ------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობდა „დეილის“ მაღაზიაში ორი წლის განმავლობაში, რომელიც მდებარეობს ავტოქარხანაში. იქ ის მუშაობდა მოლარე - ოპერატორად 24 საათიანი გრაფიკით, დილის 9 საათიდან მეორე დღის, დილის 9 საათამდე. მასთან ერთად მუშაობდა ერთი კონსულტანტი - ს--–---- მ---------ე იგივე გრაფიკით. 2017 წლის 22 აპრილს ის და ს--–---- მორიგეობდნენ, უკვე 23 აპრილს ღამის 02:20 საათზე, მაღაზიაში ერთი კაცი შემოვიდა, რომელიც უცნაურად იხედებოდა, ეს კაცი ადრეც იყო მაღაზიაში შემოსული და უცნაურ კითხვებს სვამდა. როცა მათ ეს გაიხსენეს, დაეჭვდნენ და როცა ის კაცი გარეთ გავიდა, ს--–---- უკან გაჰყვა. ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა ს-–----–-- ტანის ბიჭი, თავზე ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, ღია ფერის წვერი ჰქონდა მოშვებული, თვალებიც ღია ფერის ჰქონდა, უფრო ცისფერი, რომელსაც ტანზე ეცვა ყვითელი ზედა, ლურჯი მკლავებით და ლურჯი „კაპიუშონით“. თავიდან ფიქრობდა, რომ ის ჩვეულებრივი კლიენტი იყო, მობილური გვერდზე გადადო და უცდიდა, ეს ბიჭი რას ეტყოდა, რადგანაც ის სალაროსკენ იხედებოდა, მერე შემოვიდა ს--–---- და დახლთან მივიდა. ის ბიჭი მივიდა ს--–----სთან, ხელი გადახვია და დანა მიადო, ამაზე ს--–----მ იკივლა რას აკეთებო, მერე სალაროსთან მივიდა და ფული მოთხოვა. მან ას ლარიანი კუპიურა გაუწოდა და უთხრა ‘“ეს წაიღე და წადი, არაფერი დაგვიშავოო და არავის არაფერს ვეტყვითო’’, მაგრამ თავდამსხმელმა ს--–----ს დანა უფრო ახლოს მიადო და ისინი გააფრთხილა, დაცვის ღილაკისათვის არ დაეჭირათ, გაღებულ სალაროს თავად გადაწვდა და ფული აიღო, შემდეგ ს--–----ს ხელი ჰკრა და გაიქცა. ს--–---- გაეკიდა, თავად კი პოლიციას დაურეკა, ასევე დაცვის ღილაკსაც დააჭირა ხელი და მერე გარეთ გაიხედა. ს--–---- თავიდან არ ჩანდა, მერე შენიშნა ქუჩის ბოლოს მირბოდა, მანქანაც მიყვებოდა, მალე თვალს მოეფარა და 15-20 წუთი არ ჩანდა. რამდენიმე წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ. მას ამ მაღაზიაში მუშაობის განმავლობაში, ეს პიროვნება არასდროს ენახა. დამნაშავემ მაღაზიიდან იმ დღეს 2000 ლარამდე თანხა გაიტანა. პოლიციელები მას კითხვებს უსვამდნენ, ექსპერტებიც მოვიდნენ, რომელთაც იქ მყოფებს თხოვეს მაღაზია დაეტოვებინათ, რადგან თითის ანაბეჭდების აღებას აპირებდნენ. გარკვეული დროის მერე ის მ----------------–---ში გადაიყვანეს და იქ დაკითხეს, მასთან ერთად ს--–----ც მიიყვანეს და ისიც დაკითხეს. შემდეგ ის დაიბარეს პოლიციაში, რამდენიმე პიროვნების ფოტოსურათი ანახეს ამოსაცნობად, რა დროსაც ბ--- ჯ---–--ის ფოტოსურათი ამოიცნო როგორც პირი, ვინც დააყაჩაღა შემთხვევის დროს (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ი-–-- კ--------ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად ის მუშაობს პ---–-–-------- განყოფილების დ---------ის თანაშემწე-გ----------–ის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ივლისს ის გამოცხადდა პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთან, ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად მოძიებულ პირებთან და ამომცნობ დაზარალებულ ა-–--- ქ------–--ესთან ერთად ბ--- ჯ---–--ის მიმართ საგამოძიებო მოქმედების ამოცნობის ჩასატარებლად. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა უარი განაცხადეს ამოცნობაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ის იყო ა-–--- ქ------–--ის ნათესავი, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომ ის ჩამოეცილებინათ აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მხრიდან უარი იყო ნათქვამი. თავიდან ბ--- ჯ---–--ემ თანხმობა განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, მან დაიწყო კიდეც პირის ამოცნობის ოქმის შედგენა, თუმცა ოქმის იმ გრაფის განმარტებისას, სადაც მითითებული იყო, რომ მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბ--- ჯ---–--ემ უარი განაცხადა ხელმოწერაზე და ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. მიზეზად დაასახელა, რომ დაკითხვისას მიუთითა მისი აცილების შესახებ, ამომცნობთან ნათესაური კავშირის გამო, თუმცა, წყაროს ვერ ასახელებდა, არც არანაირი დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება წარმოუდგენია. ეს არ იყო სწორი ინფორმაცია. ამის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა პოლიციის მ----------------–---ში, მის სამუშაო ოთახში ისე, რომ დაზარალებულსა და ამოსაცნობ პირს ერთმანეთი არ უნახავთ. ამოცნობას ესწრებოდა ამომცნობი პირი და ერთ-ერთი დ---------ის თანაშემწე-გ-----------–ი თ---------- ც-----–---–ი, მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, რა დროსაც დაზარალებულმა კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნებით ამოიცნო ბ--- ჯ---–--ის ფოტო სპეციალური პროგრამით შერჩეულ მსგავსი პირების ფოტოსურათებს შორის და მიუთითა როგორც მასზე და მის თანამშრომელზე 2017 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში განხორციელებულ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენზე (ტ.2.ს.ფ.292-297; 304-308. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ი-–-- კ--------ის ჩვენება თანხვედრაშია 2017 წლის 03 ივლისის ფოტოსურათით პირის ამოცნობის ოქმთან, რომლითაც დადგენილია, რომ ა-–--- ქ------–--ემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით N3 სურათზე გამოსახული პიროვნება (ბ--- ჯ---–--ე) და მიუთითა, რომ ეს სწორედ ის მამამკაცია, რომელიც 2017 წლის 23 აპრილს ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქ. N3-ში არსებულ მაღაზია ,,დეილში“ თავს დაესხა ყაჩაღურად მას და ს--–---- მ---------ეს და დანის გამოყენებით გაიტაცა ფულადი თანხა. ბ. ჯ---–--ე ამოიცნო შემდეგი კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნებით: თეთრი პირისახით, ღია ფერის თმით, მოცისფრო თვალებით, სწორი ცხვირით და სახის ზოგადი მოყვანილობით (ტ.2. ს.ფ. 304-308).

 

მოწმე თ-------- თ----------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლიდან ის მუშაობს პოლიციის მ----------------–---ში. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაზარალებულებს ის შორიდან იცნობდა, რადგან ხშირად უწევდა მათ სამსახურთან გაჩერება, ვინაიდან ეს მაღაზია სადღეღამისოა და პრევენციის მიზნით ხშირად აკონტროლებდნენ. ზოგჯერ სამსახურეობრივი მანქანით მიდიოდნენ, ზოგჯერ საკუთარი მანქანით. 22 აპრილიდან 23 აპრილის დილის ათ საათამდე იმყოფებოდა ცვლაში. ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათიდან იმყოფებოდა ა------–-----–ის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია ‘’დეილის’’ ახლოს, 5-7 მეტრის მოშორებით, თანამშრომელ შ----- ი-------ესთან ერთად, საკუთარი BMW-ს მარკის ავტომობილით. 23 აპრილის დაახლოებით ღამის 2-3 საათზე შენიშნეს, რომ მაღაზიაში შევიდა მათთვის კარგად ნაცნობი ახალგაზრდა პიროვნება, ბ--- ჯ---–--ე, რომელსაც ისინი იცნობდნენ როგორც კრიმინალური წარსულის მქონეს. მან მაღაზიაში დაჰყო გარკვეული პერიოდი, შემდეგ გამოვიდა და ხელმარჯვნივ გააგრძელა გზა. მას მალე გამოჰყვა „დეილის“ თანამშრომელი, რომელმაც დაუძახა მათ და ხელით მიანიშნა დაგვაყაჩაღესო, რის შედეგადაც ისინი ბ--- ჯ---–--ეს გაეკიდნენ მანქანით. დაძახების შემდეგ ბ--- გაიქცა და გაირბინა რამდენიმე მეტრი. „დეილის“ გვერდით სადღეღამისო მარკეტია „დანამა“ და ამ მაღაზიის მარჯვენა კუთხიდან გაიქცა, სადაც უკვე მუსხელიშვილის ქუჩა იწყება. ამ ქუჩამდე ბ---ს „დეილის“ თანამშრომელი ს--–----ც გამოჰყვა, თუმცა, მათი მისვლის შემდეგ დევნა შეწყვიტა. მან და მისმა კოლეგამ რამდენიმე მეტრი სდიეს ბ---ს, მაგრამ წუმპეს შემდეგ, საითკენაც ის გაიქცა, სივიწროვის გამო გასვლა შეუძლებელი იყო. თავად თ--------მ სხვა ბინებიდან შემოუარა მანაქანით, ხოლო მისი თანამშრომელი შ----- ჩამოვიდა მანქანიდან და ბ---ს ფეხით დაედევნა სიბნელეში. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ორივემ დაკარგეს ბ---ს კვალი. უკვე ძებნას აღარ ჰქონდა აზრი და რადგანაც იცოდნენ ვინ იყო, წავიდნენ სამსახურში, სადაც შ-----მ მოახსენა ხელმძღვანელობას აღნიშნულ ფაქტზე პატაკით. ბ--- ჯ---–--ე ცხოვრობდა მ------–-–---–ის N7-ში, სადაც ცხოვრობდა ადრე, მაგრამ გარკვეული პერიოდი მას ეს ბინა გაქირავებული ჰქონდა, ამ ინფორმაციას ისინი ფლობდნენ იმ მომენტშიც, როცა ბ---ს მისდევდნენ, მაგრამ მაშინვე იმ ბინაში არ წასულან, რადგანაც არ იცოდნენ იმ ბინაში ბ--- ცხოვრობდა თუ მდგმურები. შემდეგ მათ გაარკვიეს, რომ ამ ბინის დამქირავებელი წასული იყო 20 დღის წინ და შემთხვევის დროს ბ--- ცხოვრობდა ამ ბინაში (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე შ----- ი-------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად 2017 წლის 23 აპრილს ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მ----------------–---ში, უ---- ი------------გ----------–ის თანამდებობაზე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ღამის საათებში ის და უ---- ი------------გ-----------–ი თ-------- თ----------ე ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისში, ა------–-----–ის ქუჩა N3-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მაღაზია “დეილი” და სხვა საკრედიტო დაწესებულებებია განლაგებული რამდენიმე მეტრის მოშორებით. ღამის 02:20 საათზე მაღაზიაში შევიდა ბ--- ჯ---–--ე, რომელიც პოლიციისათვის ცნობილია, რამდენადაც წარსულში ნასამართლევი პირია. რამდენიმე წუთში ბ--- გამოვიდა მაღაზიიდან და გაიქცა ბუკიას ქუჩის მარჯვენა მხარეს, მას მალე მოჰყვა მაღაზიის კონსულტანტი ს--–---- მ---------ე, რომელიც მიყვებოდა ბ---ს და უყვიროდა „ჩვენი ფული დააბრუნეო“. ის(შ-----) და თ-------- თ----------ე დაუყოვნებლივ დაედევნენ ბ---ს და თან ეძახოდნენ შეჩერებულიყო, მაგრამ ბ---მ შეუხვია ბუკიას ქუჩიდან მარჯვნივ მუსხელიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც გაირბინა წყლით სავსე გუბეზე. რადგანაც გზა ვიწროვდებოდა, თ--------მ მანქანა გააჩერა და შ----- ი-------ე ბ---ს ფეხით დაედევნა, თუმცა, დაახლოებით 5-10 მეტრის გავლის შემდეგ მან შეწყვიტა დევნა, რადგანაც სიბნელის გამო კვალი დაკარგა და ბ--- კორპუსებში გაუჩინარდა. თ--------მ სხვა შემოვლითი გზა აირჩია, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა ბ---ს დაკავება. ამის შემდეგ შ----- შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, იკითხა თუ რა მოხდა, რის შემდეგაც ფეხით წავიდა განყოფილებაში. ამ დროს გზაში თ-------- თ----------ე წამოეწია, ჩაისვა მანქანაში და ერთად წავიდნენ განყოფილებაში, რათა აღნიშნულის შესახებ მოეხსენებინათ ხელმძღვანელობისათვის. მათთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ბ--- ჯ---–--ეს თავისი საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში მ------–-–---–ის N7/23-ში, გაქირავებული ჰქონდა და ჰყავდა მდგმურები. მათ უნდოდათ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ და დაეზუსტებინათ, რის შესახებაც განყოფილებაში მისვლისთანავე უფროსობას სიტყვიერად მოახსენეს. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბ---ს ბინა გაქირავებული აღარ ჰქონდა და ბოლო 20 დღის განმავლობაში თვითონ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ მან პატაკით მოახსენა განყოფილების ხელმძღვანელობას, შედგა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც განახორციელეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები(ტ.1. ს.ფ.11.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ბ----- ე-–----ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს ის მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–------------ განყოფილებაში, დ---------ის თანაშემწე - გ----------–ის თანამდებობაზე. ის იყო მორიგე გ-----------–ი, როცა გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, მას დაუკავშირდა სამმართველოს ხელმძღვანელი საგამოძიებო ხაზით(თ-------) და უთხრა, რომ მ----------------–---ს ესაჭიროებოდა დახმარება გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. კერძოდ, დასაკავებელი ჰყავდა ერთი პირი, რომელზეც არსებობდა ვარაუდი, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობა. მესამე განყოფილების თანამშრომლებთან ერთად ის წავიდა მ------–-–---–ის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც ამ დროს ტარდებოდა სხვა საგამოძიებო მოქმედება, სადაც მისვლის დროს მას განუმარტეს, რომ ბინაში მყოფი პირი, ბინის მეპატრონე ბ--- ჯ---–--ე უნდა დაეკავებინა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შემდეგ. ბინის ჩხრეკას ატარებდა გ-----------–ი თ---------- ც-----–---–ი და ერთ-ერთი უ---- ი-----------ი მ-----– კ-----ი, რომელმაც შემდგომ მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პირის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკაში. პირის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო ასევე უ---- ი------------გ-----------–მა დ----- ა-------მა. მათ ბ--- ჯ---–--ის დაკავება მოახდინეს მისივე საცხოვრებელ ბინაში, მუსხელიშვილის N 7/23-ში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დასრულების შემდეგ. დაკავებისას, როცა მას აცნობდა უფლება - მოვალეობებს და იმას თუ რისთვის აკავებდნენ, ბ--- ჯ---–--ე აგრესიულად იქცეოდა და წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს, ასევე ცდილობდა, რაღაც ნივთებით საკუთარი თავისთვის მიეყენებინა თვითდაზიანება, რის გამოც მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბ--- ჯ---–--ისათვის ხელბორკილების დადების თაობაზე, რაც არის აღწერილი მის მიერ შედგენილ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში და დადასტურებულია შესაბამისი პირების ხელმოწერებით. ბრალდებულმა ბ--- ჯ---–--ემ უარი განაცხადა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ნახვასა და მასზე ხელის მოწერაზე. პირადი ჩხრეკისას უშუალოდ ჩხრეკას ახორციელებდნენ მ-----– კ-----ი და დ----- ა-------ი, ხოლო თავად აკავებდა ბრალდებულს და არ აძლევდა შესაძლებლობას ზედმეტი მოქმედებები შეესრულებინა. ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის მ----------------–---ში 06:40 საათზე. განყოფილებაში მან ოქმი ჩააბარა საქმის მწარმოებელ გ-----------–ს, ელექტრონულ სისტემაში შეიყვანა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც დაბრუნდა მეოთხე განყოფილებაში(ტ.1. ს.ფ.27-34, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ---- მ-----–---–ის ჩვენებით და მისი მიერ გაცემული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N003863617 დასკვნით დადგენილია შემდეგი:

 

. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის....ქურთუკი კაპიუშონით“, მოთავსებული ქურთუკის და პაკეტში წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN”, მოთავსებული ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება ბაცი მოწითალო და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება ღია მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს--–---- მ---------ის პერანგის და ჟილეტის; ასევე პაკეტში წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის...დანა“, მოთავსებული დანის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებიც მსგავსია გვარობრივი ნიშნებით - ბუნებით, ფერით, ელფერით, შეღებვის ხერხით და საღებავის ქიმიური კლასით პაკეტებში წარწერით: ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...უკანა ჯიბეზე წარწერით ,,DESIGN” და ,,ბ--- ჯ---–--ის...ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი...” მოთავსებული ჯინსის შარვლების ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამისი ბოჭკოების. ვინაიდან გამოსაკვლევად წარდგენილი ორივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე და აღნიშნული სახის ბოჭკოები არიან ფართოდ გავრცელებული, მათ გააჩნიათ ნაკლები საიდენთიფიკაციო მნიშვნელობა(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხული გ-----------– დ----- შ----ის ჩვენებით და ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინების საფუძველზე გ-----------–მა დ----- შ----ემ ექსპერტ გ------- ქ---------ის მონაწილებით ბ--- ჯ---–--ისაგან მისი ადვოკატის თანდასწრებით ნებაყოფლობით პირის ღრუდან აიღო ნერწყვის დნმ-ის ნიმუში, რომელიც მოთავსდა შსს-ს პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში, დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები(ტ.2.ს.ფ. 5-8, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ---- კ--–----ის ჩვენებით და მისი მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის N003276717 დასკვნით დადგენილია შემდეგი:

 

პაკეტში, წარწერით: „ ...ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა...“ მოთავსებული დანის ტარზე არსებული ბიომასალის ( ობ. N2 ) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ბ--- ჯ---–--ის (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: „ ...ბრალდებულ ბ--- ჯ---–--ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე დანის პირზე ( ობ. N1), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში, წარწერით: „ ...ს--–---- მ---------ესთან ამოღებული ტანისამოსი...“ მოთავსებულ პერანგზე, ფლუორესცენტრული ნათების მქონე დანაშრევზე არსებული ბიომასალის (ობ. N3 ) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ამავე პერანგის მარჯვენა სახელოს გარე ზედაპირზე, ქვედა (ობ. N4 ) და ზედა ნახევარზე (ობ. N4ა ) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N4ა-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული ( ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს (ობ. N7). ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟილეტზე, ფლუორესცენტრული ნათების მქონე დანაშრევებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე ჟილეტის მარჯვენა გარე გვერდით ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N6 ) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს (ობ. N7 ). მსგავსების ალბათობა არის 1019 (ტ. 2 ს.ფ. 257-262. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ბ--- ჯ---–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბოლო სამი წელი ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-----ში. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა ქუთაისში, მისი ჩამოსვლა დააფიქსირეს პოლიციის მუშაკებმა. 2017 წლის 23 აპრილის ღამეს ჩვეულებრივ ეძინა სახლში ქ. ქუთაისი, მ------–-–---–ის ქ. N7/23-ში. ღამის 3-დან 4 საათმდე პოლიციელებმა შემოამტვრიეს სახლის კარები, რა დროსაც ხელში ეჭირათ ყვითელი ფერის ქურთუკი ლურჯი ფერის სახელოებით და „კაპიუშონით“. მას დაადეს ხელბორკილები და ძირს დააწვინეს. მისი ბინის სარდაფში ჩხრეკისას არავინ ჩასულა. ამ დროს ცემეს პოლიციელებმა, თუმცა ექსპერტს ეს ფაქტი დაუმალა და უთხრა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები ადრე ჰქონდა მიღებული. დაკავებამდე „დეილის“ მაღაზიაში ერთხელ შევიდა და ღვინო იყიდა. 2013 წელშიც იყო ქურდობის საქმეზე დაპატიმრებული, მაგრამ პროკურორმა დ------- ვ------------მ 9 თვის შემდეგ ბრალდებაზე უარი თქვა და გამოუშვეს. მაშინ პოლიციის მუშაკებმა გააფრთხილეს, რომ ქუთაისიდან წასულიყო. პროკურორის შეკითხვაზე, ბრალდებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ა-–--- ქ------–--ესთან ამოცნობის ჩატარებაზე სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე განაცხადა უარი(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ გამოიკვლია შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სხვადასხვა რაკურსით, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 23 აპრილს 02:19:35 საათზე „დეილის“ მაღაზიაში შედის საშუალო სიმაღლის პიროვნება, რომელსაც ტანთ აცვია ყვითელი ფერის ქურთუკი მუქი ლურჯი ფერის მკლავებითა და „კაპიუშონით“(თავზე აქვს წამოხურული). მას ორივე ხელი უდევს ქურთუკის ჯიბეებში და ჩერდება სალაროსთან, სადაც ზის ა-–--- ქ------–--ე. შესვლიდან 15 წამში თავდამსხმელი მარცხენა ხელით თავისკენ იზიდავს მაღაზიაში მყოფ ს--–---- მ---------ეს და ამავე ხელით იჭერს ს--–----ს მარჯვენა ხელს, იმავდროულად ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან იღებს დანას და მისი დემონსტრირებით გამოხატავს მუქარას ორივე დაზარალებულის მიმართ. მოლარე ა-–--- ქ------–--ე მას გაუწოდებს ფულის კუპიურას, რომელსაც არ იღებს თავდამსხმელი, რა დროსაც ტანით გადაიხრება სალაროსაკენ, დანიანი ხელით აღებს მას, საიდანაც იღებს ფულადი კუპიურების დასტას და 02:20:20 საათზე მიემართება გასასვლელისკენ. თავდასხმა გრძელდება სულ 30 წამი, მთელი ამ დროის განმავლობაში დამნაშავეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ს--–----ს მ---------ის მარჯვენა ხელთან და გვერდთან, რომელსაც აცვია მოლურჯო და მოთეთრო ფერის გრძელსახელოიანი პერანგი და მომწვანო ფერის ჟილეტი. ამასთან, ორივე დაზარალებული ძალიან ახლო ხედით პერიოდულად უყურებს სახეზე შეუნიღბავ თავდამსხმელს. მაღაზიიდან გასვლისთანავე 02:20:26 საათზე ბრალდებული მარჯვენა მხარეს სწრაფი ნაბიჯებით მიდის ტროტუარზე. იმავდროულად კარებიდან გამოდის ს--–---- მ---------ე, რომელიც საშველად უხმობს ხელმარცხნივ ვიღაცას და მიუთითებს გაქცეულ პირზე, რის შემდეგაც სირბილით გაეკიდება თავდამსხმელს, რომელიც შენობის ბოლოს უხვევს ხელმარჯვნივ. ამ დროს კადრში ჩნდება დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მიემართება იმ მხარეს სადაც თავდამსხმელმა შეუხვია(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბ--- ჯ---–--ის მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ:

 

დაზარალებულმა ს--–---- მ---------ემ შემთხვევის მეორე დღესვე ჩატარებული ამოცნობისას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე კონკრეტულ ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით (თავდამსხმელი იყო საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭი, მოკლედ მოშვებული წვერი ჰქონდა, განათებისაგან თვალები ცისფერი უჩანდა, თმა არც შავი ჰქონდა და არც ძალიან ღია), ამოიცნო ბრალდებული ბ--- ჯ---–--ე გარეგნობით, სიმაღლით, სახის ფერით, თმის და წვერის ფერით, თვალის ჭრილით, თვალის ფერით, ცხვირით და სახის ზოგადი მოყვანილობით და დამაჯერებლად მიუთითა მასზე როგორც თავდამსხმელზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ ბ--- ჯ---–--ეს დანარჩენი პირებისაგან განსხვავებით მარჯვენა თვალის ქუთუთოზე ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი ე.წ. „სინიაკი“, ვინაიდან ამოცნობის პროცესში რაიმე მკვეთრი განმასხვავებელი ნიშანის არსებობა ბ--- ჯ---–--ის სახეზე არ დასტურდება არც ამოცნობაში მონაწილე პირთა ჩვენებით და არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული დასკვნით(ტ.1.ს.ფ.232-234). აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა და, რაც მთავარია ამომცნობმა პირმა, მხოლოდ ამოცნობის დასრულების შემდეგ დააფიქსირეს ბ--- ჯ---–--ის თვალის ქუთუთოზე სილურჯის არსებობა(შეინიშნებოდა მხოლოდ თვალის დახუჭვის მომენტში), მას შემდეგ რაც ბრალდებულის ადვოკატმა ყურადღება გაამახვილებია მასზე. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს ამოცნობის დაწყებამდე არ გაუპროტესტებია ეს გარემოება. ამასთან, ს--–---- მ---------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ასეთივე კატეგორიულობით მიუთითა ბ--- ჯ---–--ეზე როგორც თავდამსხმელზე.

 

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს - ა-–--- ქ------–--ეს, დაცვის მხარემ სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ განაცხადა უარი მასთან ამოცნობის ჩატარებაზე, რაც ბრალდებულმაც დაადასტურა თავის ჩვენებაში. ამის გამო ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ამოცნობის პროცესში მსგავს ფოტოსურათებს შორის დაზარალებულმა კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნებით: თეთრი პირისახით, ღია ფერის თმით, მოცისფრო თალებით, სწორი ცხვირით და სახის ზოგადი მოყვანილობით დამაჯერებლად ამოიცნო ბ--- ჯ---–--ე როგორც ყაჩარობის ჩამდენი.

 

სასამართლოს არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს დაზარალებულთა ჩვენებებში, რომელთაც არავითარი პირადი დაინტერესება არ აქვთ ბრალდებულისადმი. სასამართლოს შინაგან რწმენას ზრდის ვიდეო კადრებში აღბეჭდილი ის უდავო ფაქტიც, რომ თავდამსხმელის ფიზიკური აღნაგობა მსგავსია ბ--- ჯ---–--ის და მას 30 წამის განმავლობაში ძალიან ახლო ხედით აკვირდებიან დაუფარავ სახეზე დაზარალებულები.

 

შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოკვლევის შედეგად სასამართლოსათვის მეტად სარწმუნო გახდა როგორც დაზარალებულ ს--–---- მ---------ის და ა-–--- ქ------–--ის, ასევე მოწმეების: თ-------- თ----------ის და შ----- ი-------ის ჩვენებები, ვინაიდან მათ შორის სრული თანხვედრაა. შესაბამისად, სასამართლოს ასევე დამაჯერებლად მიაჩნია მათი ჩვენებები, რომ ბ--- ჯ---–--ემ „დეილის“ მაღაზიაში შესვლამდე მათ მანქანასთან ახლოს გაიარა და იცნეს ის როგორც ადრე დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირი. მართლაც, ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბ--- ჯ---–--ე სწორედ იმ მხრიდან შედის მაღაზიაში, სადაც მათი BMW-ს მარკის ავტომობილი იდგა და ისინი ბ---ს და ს--–----ს გამოსვლის და მის მიერ საშველად მოხმობის შემდეგ დაუყოვნებლივ დაედევნებიან მოსახვევში გაუჩინარებულ თავდამსხმელს.

 

სასამართლოს შინაგან რწმენას ბ--- ჯ---–--ის ბრალეულობის შესახებ აძლიერებს ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის ვიდეო კადრებში ასახულ დამნაშავის ქურთუკი არის ზუსტად ისეთი(ყვითელი ფერის, გრძელმკლავიანი ქურთუკი, ლურჯი მკლავებითა და „კაპიუშონით“), რომელიც თავდასხმიდან დაახლოებით 2 საათში ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელ ბინაში მისულმა პოლიციელებმა ამოიღეს მისივე ბინის სარდაფიდან და მის ჯიბეში მოთავსებული იყო ისეთივე დანა, როგორიც თავდამსხმელს ეკავა მარცხენა ხელში პრიალა პირით, ღია ფერის ტარით და ოდნავ მუქი მოცისფრო ორნამენტებით. მართალია, ბრალდებული უარყოფს ქურთუკისა და დანის მისი სახლიდან ამოღების ფაქტს და მიუთითებს, რომ ისინი ჩხრეკის დაწყებამდე მოიტანეს პოლიციელებმა, მაგრამ ეს ვერსია არადამაჯერებელია, ვინაიდან აუხსნელი რჩება დროის ამ მცირე მონაკვეთში საიდან მოიძიეს პოლიციელებმა ჯერ კიდევ მათთვის უცნობ ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილი ანალოგიური სახის ქურთუკი და დანა.

 

ბ--- ჯ---–--ის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის ავტორის ნ---- კ--–----ის ჩვენებაც, რომლის თანახმად ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კაპიუშონიანი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილში ვლინდება ბრალდებულ ბ--- ჯ---–--ის ნერწყვის ნიმუში, ხოლო ს--–---- მ---------ესთან ამოღებული პერანგის მარჯვენა სახელოს გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს. ასევე, ს--–---- მ---------ესთან ამოღებულ ჟილეტის მარჯვენა გარე გვერდით ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ--- ჯ---–--ეს.

 

სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის პროფესიონალიზმში, რომელსაც აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი ბიოლოგიაში, ხოლო გენეტიკური პროფილების მსგავსების ალბათობა შეადგენს 1019 და იძლევა ზუსტი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

 

დაცვის მხარის მოსაზრება, რომ აღნიშნული ნივთმტკიცებები გაყალბებულია და მასზე ხელოვნურად არის დატანილი ბ--- ჯ---–--ის გენეტიკური პროფილები, სრულიად დაუსაბუთებელია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ისევე როგორც დაცვის მხარის იმ მოსაზრებას, რომ ბრალდებული შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა ამ მაღაზიაში ღვინის შესაძენად, რა დროსაც ს--–---- მ---------ესთან შესაძლებელია ჰქონდა შემთხვევითი კონტაქტი და ამ დროს დარჩა მისი გენეტიკური პროფილი დაზარალებულის ტანსაცმელზე. გარდა იმისა, რომ ორივე დაზარალებული მიუთითებს შემთხვევის დღეს ბრალდებულის პირველად ნახვის შესახებ, გენეტიკური პროფილის შემთხვევითი კონტაქტით ქსოვილზე გადასვლის ალბათობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამას სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ იმ მხარეს(მარჯვენა) და იმ ადგილას აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ-ის ორივე კვალი, რომლითაც ვიდეო ჩანაწერების თანახმად ბ--- ჯ---–--ე მჭიდრო კონტაქტში იყო ს--–---- მ---------ესთან.

 

საქმეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ექსპერტ ლ---- მ-----–---–ის ჩვენებაც, რომლის თანახმად ბ--- ჯ---–--ის ბინიდან ამოღებული ქურთუკის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე(რომელთა ფლობას ბრალდებულიც არ უარყოფს) აღინიშნება ბაცი მოწითალო და მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება ღია მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ს--–---- მ---------ის ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვებისას არ ჰქონია ადგილი საპროცესო კანონმდებლობის ისეთ არსებით დარღვევებს, რაც გამოიწვევდა მათ დაუშვებლად ცნობას. თავისთავად ბრალდებულის მიერ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ან საპროცესო დოკუმენტების ხელმოუწერლობა არ მიუთითებს ამ მოქმედებების უკანონობაზე, არამედ ამით ის გამოხატავს უნდობლობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. საგულისხმოა, რომ ბრალდებული არც სასამართლო სხდომაზე აწერდა ხელს წარდგენილ დალუქულ პაკეტებზე.

 

ზემოაღნიშნული უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერცხული ქმედება.

 

ყაჩაღობა:

 

სსკ-ის 179-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია დანაშაულზე - ყაჩაღობაზე, რაც ობიექტური მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლება და აგრეთვე, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რასაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს თავდასხმის ობიექტის ფიზიკური დაზიანება ან/და შიშით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმა. თავდასხმა წარმოადგენს ადამიანის მიმართ განხორციელებული უეცარ, ხშირად ძალადობაში გამოხატულ აგრესიულ აქტს, რომელსაც გააჩნია მოულოდნელობის ეფექტი და მიმართულია დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური პარალიზებისაკენ, რათა ამ უკანასკნელმა გაათვითცნობიეროს მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისაკენ მომდინარე იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, ამ უკანასკნელის მიერ აღქმულ იქნეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურ, განხორციელებად საფრთხედ, რომლის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზებით, წინააღმდეგობის გადალახვის გზით დაეუფლოს მატერიალურ სიკეთეს. ყაჩაღობა, შესაძლოა ჩადენილ იქნეს ფიზიკური ძალადობის გარეშეც. კერძოდ, ადამიანზე თავდასხმისას გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ფსიქიკური იძულება, გამოხატული, როგორც სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, ასევე უსიტყვოდ, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად გამოყენებული სხვა ნივთის დემონსტრირებაში, რათა ასეთი მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნეს ობიექტურად რეალიზებად საფრთხედ. სუბიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რადგან დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებითა და სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სიღრმისეული ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულ ბ--- ჯ---–--ის ქმედება სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის თეორიასა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმზეც. კერძოდ მასზედ, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი პირობა არ არის თავდამსხმელი ვერბალურად გამოხატავდეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, არამედ დაზარალებულის მხრიდან ძალადობის შესაძლო განხორციელების რეალურად აღსაქმელად საკმარისია იარაღის, დანის ან მისი მსგავსი საგნის დემონსტრირებაც კი.

 

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელი პირის თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ - მოულოდნელი თავდასხმა ს--–---- მ---------ის მიმართ; დაზარალებულის მხრიდან მისი ჯანმრთელობასა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების იმწუთიერი საფრთხის რეალურად აღქმა და იარაღის დემონსტრირებით, ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით ს--–---- მ---------ისა და ა-–--- ქ------–--ის ნების პარალიზება, რათა უსიტყვოდ შეასრულოს თავდამსხმელის მითითებანი, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის გადაცემის მოთხოვნასა და დაუფლებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღობა ფორმალური ხასიათის დანაშაულია და დამთავრებულია თავდასხმის მომენტისთანავე, განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი ობიექტურად დადგა და თავდამსხმელი დაეუფლა შპს ,,დეილის“ კუთვნილ ფულად თანხას.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კვალიფიკაციის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ბ--- ჯ---–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება(დანაშაულის ჩადენა არაერთგზის) უნდა გადაკვალიფიცირდეს 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენას არაერთგზის, სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, მიიჩნევს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე, რომლითაც არასრულწლოვან ბ--- ჯ---–--ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაენიშნა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა იგივე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად ჯარიმა გადახდილი არ არის და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება(ტ.1.ს.ფ.95-98,231), ხოლო სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--- ჯ---–--ეს აღნიშნული ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით ბ--- ჯ---–--ეს ამნისტიის კანონის გამოყენებით გამოსაცდელი ვადა გაუნახევრდა, რამაც შეადგინა 2 წელი 10 თვე და 15 დღე, რაც ამ დროისთვის უკვე გასული იყო. ანუ, ბ--- ჯ---–--ე, როგორც სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირობითი მსჯავრით ნასამართლევი პირი 2013 წლის 6 მარტიდან ითვლება ნასამართლობის არმქონე პირად.

 

რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას. ეს ვადა გავიდა 2014 წელს, ხოლო სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

ერთადერთი სათანადო საფუძველი, რამაც შეიძლება შეაჩეროს აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის დინება, სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დასადასტურებლად სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი ცნობა(ჯარიმა გადახდილი არ არის და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება) საკმარისი არ არის, ვინაიდან სსკ-ის 76-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. საქმის მასალებით კი გაურკვეველია რატომ არ განახორციელა კანონით დაკისრებული ვალდებულება შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება არასრულწლოვნისათვის 8 წლის წინათ დანიშნული დამატებითი სასჯელის ჯარიმის გადაუხდელობას, და არ დასტურდება ამ სასჯელის მოხდის თავის არიდება ბრალდებულის მიერ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში კი, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, სახეზეა გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა ამ სასჯელთან მიმართებაში.

 

მეტიც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლში არანაირი გარემოება, რაც აჩერებს გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის ვადის დინებას მითითებული არ არის.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--- ჯ---–--ეს გაქარწლებული აქვს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით არსებული ნასამართლობა, ხოლო სსკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

ამდენად, ბ--- ჯ---–--ის მოქმედებების შედეგად ყაჩაღობის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა სავალდებულო ნიშანი ობიექტურად განხორციელდა და შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

ბ--- ჯ---–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენა ცივი იარაღის გამოყენების მუქარით, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას და მის წარსულს. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ--- ჯ---–--ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--- ჯ---–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბ--- ჯ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ--- ჯ---–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

ბ--- ჯ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ბ--- ჯ---–--ის ნერწყვის და ხელის ანაწმენდის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თითის შვიდი კვალი - განადგურდეს.

 

ბ--- ჯ---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 100 ლარიანი კუპიურა; ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ქამარი, ორი შარვალი, მაისური, ფეხსაცმელი; დაზარალებულის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.

 

- შემთხვევის ადგილის დათალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად; „რივალ კრედიტიდან“ ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად; 2017 წლის 10 მაისს შპს „დეილიდან“ ამოღებული ჩანაწერები; „ვითიბი” ბანკიდან ამოღებული ჩანაწერი 1 ცალ დისკად; ბ. ჯ---–--ის ამოცნობისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე