1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი – სამას სამოცდახუთით.
2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ – თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად – თვის ბოლო დღ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით 1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი _– სამას სამოცდახუთით. 2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ _– თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად _– თვის ბოლო დღე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(50)
საქმე №ას-758-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…ფაქტობრივი გარემოებები: 4.2.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 02.08.2022 წელს დაიწყო გამოძიება გ.ს–ძის მიერ მ.ხ–ძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. 4.2.2. მ.ხ–ძე 05.08.2022 წელს ცნობილი იქნა დაზარალებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (6 ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. 4.2.3. მ.ხ–ძე 31.10.2022 წელს ცნობილი იქნა…
საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
…თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ბრალდებულ თ. მ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,კ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“…
საქმე №ბს-584(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…როგორც ეკომიგრანტი. საკასაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონზე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლსა და 1987 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 125-ე, 126-ე და 127-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კომლის წევრად არ მითითება არ ნიშნავდა ახალ, ცალკე კომლად ჩამოყალიბებას, ხოლო ცალკე კომლად დაფუძნებას ესაჭიროებოდა ახალი…
საქმე №ბს-103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…არაზუსტი/არანამდვილი პერსონალური მონაცემების ასახვაში, კერძოდ, შემაკავებელი ორდერის ოქმში მიეთითა, რომ დ. ც-ე 29.04.2014წ. ნასამართლევია სსკ-ის 117-ე მუხლით, 2015წ. ნასამართლევია სსკ-ის 122-ე მუხლით და 04.05.2020წ. ნასამართლევია სსკ-ის 126-ე მუხლით. შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს მოქმედი 28.12.2011წ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი ადგენდა მონაცემთა დამუშავების…
საქმე №ას-1623-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
…ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა. 40. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნ.ფ–ძის განცხადების საფუძველზე, შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუმცა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ამჟამად პასუხისგებაში მიცემული არავინ არ არის, ხოლო ნ.ფ–ძის მიერ მოძალადედ დასახელებული პირი…
საქმე №ბს-1273(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ას-1527-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
საქმე №ბს-448(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საქმე №ას-464-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ბს-412(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2021
საქმე №ას-80-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2021
საქმე №ბს-1197(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
…კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება. ამავე კანონის 126-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების…