გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2020
საქმის ნომერი
010310020003467463
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

ს---------------–-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 20-0 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

მოსარჩელე - ლ-----–-----------------------------–--–---–--–---

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილება

წარმომადგენელი - გელა ბასილაძე

 

მოპასუხე - ნ----------------

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გელა ბასილაძის მიერ 20---–-–---------------–-------–-----–- №--------–----------–------------- გაუქმება (იხ. 20-0 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 20-0 წლის 4 თებერვალს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გელა ბასილაძის მიერ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, ლ-----–---------- წარმოადგენს მოძალადეს, ნ----------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო.

 

№------ შემაკავებელი ორდერი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოიცა საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც, ორდერში მითითებულ დროს ლ-----–---------------------- ნ----------------ს მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მითითებულ დროს მოსარჩელე მხოლოდ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეხვდა ნ----------------- მას გაესაუბრა სესხის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით და შეახსენა ვალდებულების შესრულების შესახებ, საუბრის პარალელურად ნ---------------- შევიდა თავისი ნათესავის ბინაში, ხოლო სახლში შესვლის დაიწყო ხმამაღალი ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება ლ-----–----------- მისამართით.

მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფის ფაქტი განხორციელდა ნ----------------ს მხრიდან, მოპასუხემ თავად მიმართა პოლიციის განყოფილებას. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა ნ----------------ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარება.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ რადგან მას ნატო უსუბიანზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია და გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.

 

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებამ წარმოადგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი), რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს.

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

 

20-0 წლის 4 თებერვალს, ქ. ბათუმში პოლიციის IV განყოფილებაში შსს 112-ის სამსახურიდან შევიდა ნ----------------ს შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მითითებულ დროს, ქ---------–--------------–---–-------------–-- ლ-----–----------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----------------

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, N----------- სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული იქნა მოწმეები, ნ------------------------------------- რომელთაც თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს ნ----------------ს მიერ შეტყობინებაში მითითებული ძალადობის ფაქტის შესახებ.

20-0 წლის 4 თებერვალს, ლ-----–----------- მიმართ №------ შემაკავებელი ორდერი გამოიცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

 

ნ---------------- მიიჩნევს, რომ სადავო შემაკავებელი ორდერი კანონიერია, ლ-----–----------მ მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გახდა მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. ამასთან, მოძალადის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერით, მოძალადის შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები კანონიერია და მხარეს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ 20-0 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 20-0 წლის 4 თებერვალს, ქ. ბათუმში პოლიციის IV განყოფილებაში შსს 112-ის სამსახურიდან შევიდა ნ----------------ს შეტყობინება, რომლის შინაარსის მიხედვით ფიქსირდებოდა ძალადობის ფაქტი, ლ-----–----------- მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება;

 

3.1.2. 20-0 წლის 4 თებერვალს, პოლიციის სამმართველოს IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გელა ბასილაძემ შეადგინა გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმადაც, 20-0 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, ქ.--------–--------------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლ-----–----------- მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს, ნ----------------ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--------------------------------------------- 04.0-.2----–-–--------------------------

 

3.1.3. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გელა ბასილაძის მიერ 20-0 წლის 4 თებერვალს გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი.

№------ შემაკავებელი ორდერით ლ-----–----------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, ნ---------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-0 წლის 4 თებერვლის N0-4--- შემაკავებელი ორდერი

- 20-0 წლის 4 თებერვლის შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-4---

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი, გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათით - ფორმა N1, ლ-----–----------- მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N-----------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ. ფორმა N1

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით, მსხვერპლი განმარტებულია როგორც – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა; ხოლო, ,,თ“ ქვეპუნქტით - მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;

 

აღნიშნული კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 ნაწილით პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

იგივე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გელა ბასილაძის მიერ 20-0 წლის 4 თებერვალს გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახამდ, ლ-----–----------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, ნ---------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ მე-31 მუხლის შესაბამისად, 1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, ფიზიკური ძალადობა, არის – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პოლიციის IV განყოფილების 20-0 წლის 4 თებერვლის მიმართვის წერილით (დოკუმენტის რეგისტრაციის N-----------, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტს, N----------- სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა დადგენილება, ნ----------------ს მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლად მითითებულია 20-0 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, ქ.--------–--------------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ნ----------------ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი (რაც ასევე გახდა N0-4--- შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველი)..

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან ერთად.

 

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათით - ფორმა N1, ლ-----–----------- მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე N-----------, დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რა შემთხვევაშიც ამავე კანონია მე-10 მუხლის 1! ნაწილის თანახმად პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებული იყო მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოეცა შემაკავებელი ორდერი..

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გელა ბასილაძის მიერ 20---–-–---------------–-------–-----–- №--------–----------–------------- გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ლ-----–----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ლ-----–----------ს უარი ეთქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გელა ბასილაძის მიერ 20---–-–----------------–--------–-----–- №--------–----------–------------- გაუქმებაზე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე