1. ამ წესით დადგენილი ვადა აითვლება ინსპექტირების დაწყების დღიდან.

2. თუ ზედამხედველობის ობიექტი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება მხარისთვის შესაბამისი მოქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების/დოკუმენტის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

3. ამ წესის მიზნებისთვის, დოკუმენტების სამუშაო დროს სააგენტოში წარმოდგენის შემთხვევაში, მათი წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება სააგენტოში წარმოდგენის დღე, ხოლო არასამუშაო დროს/უქმე/დასვენების დღეს წარმოდგენის შემთხვევაში – მომდევნო პირველი სამუშაო დღე. თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად ვალდებულია განახორციელოს რაიმე მოქმედება განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

5. კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტლით, განსაზღვრული ვადა მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე – ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

6. თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე/დასვენების დღეს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღ