გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 101210020003411583
#2/10-20წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2020 წელი საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - ბე--------------ე
წარმომადგენელი - თე---------–-–---–ი
მოპასუხე - იგ---------------, გი---------------ე
წარმომადგენელი - გო----------------ე
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იგ---------------ს (პ/ნ 54--------9) და გი---------------ეს (პ/ნ 54--------0) დაეკისროთ მოსარჩელე - ბე--------------ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
იგ---------------მ და გი---------------ემ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კერძოდ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 23:45 საათზე შპს „ჯო------------------ს“ ჭ.ს.გ.კ შუქრუთის მაღაროზე, სიტყვიერი კამათის ნიადაგზე, იგ---------------მ და გი---------------ემ სახისა და თავის არეში მიაყენეს დაზიანება ბექარი ბარჯაძეს, რის შედეგადაც ბექარი ბარჯაძეს დასჭირდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება და გარკვეული სახის მკურნალობის ჩატარება; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მოპასუხეები ცნობილი იქნენ დამნაშავედ, აღიარეს და მოინანიეს ბრალად შერაცხული ქმედება და მათ მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი; მიუხედავად აღნიშნულისა მათ დაზარალებულისათვის არანაირი ზიანი არ აუნაზღაურებიათ, არც მკურნალობის და საერთოდ არც კი უკითხავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შეეცადნენ მოსარჩელის ოჯახის წევრები მოპასუხეებთან და მათი ოჯახის წევრებთან მოლაპარაკებას მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაზე, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც იძულებული გახდნენ მოემართათ სასამართლოსთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; აღნიშნული ზიანის ხარჯები გამოიხატება შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებაში, დანიშნული მედიკამენტების შეძენაში და ასევე მორალური ზიანის მიყენებაში;
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თე---------–-–---–მა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოითხოვა, რომ მოპასუხეებს დაეკისროს 5000 ლარის გადახდა სოლიდარულად, საიდანაც 1733 ლარი არის მკურნალობის ხარჯი, 250 ლარი არის წამლების ხარჯი 500 ლარი არის გზის ხარჯი,1517 ლარი მორალური ზიანი, 1000 ლარი განაცდური.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა იგ---------------მ და გი---------------ემ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას, რადგან სარჩელში გაუგებარია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს მოსარჩელე ზიანის 5000 ლარის ანაზღაურებას, აღნიშნულის შესახებ დავის ფაქტობრივ გარემოებებში არაფერია ნათქვამი, ასევე, შეუძლებელია სარჩელზე თანდართული დოკუმენტების წაკითხვა;
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეების იგ--------------ისა და გი---------------ის წარმომადგენელმა გო----------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მკურნალობის ხარჯის-1733 ლარის და წამლების ხარჯის -250 ლარის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს N1/203-19წ. განაჩენით იგ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი;
ბრალის შინაარსის შესაბამისად, იგ---------------მ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 23 საათზე და 45 წუთზე, შ.პ.ს. ,,ჯო------------------ს“-ს შუქრუთის მაღაროზე სიტყვიერი კამათის ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ბე--------------ეს, რის შემდგომაც, ბე--------------ემ მიიღო სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დადგენილია, რომ ამავე განაჩენით გი---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
ბრალის შინაარსის შესაბამისად, გი---------------ემ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 23 საათზე და 45 წუთზე, შ.პ.ს. ,,ჯო------------------ს“-ს შუქრუთის მაღაროზე სიტყვიერი კამათის ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულზე ბე--------------ეს, რის შემდგომაც, ბე--------------ემ მიიღო სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაჩენი (ს.ფ.14-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ბე--------------ე , გი---------------ე და იგ--------------- იყვნენ თანამშრომლები. დადგენილია, რომ მოპასუხეები გი---------------ე და იგ--------------- სოლიდარულად ცნობენ მკურნალობის თანხას 1733 ლარს და წამლების თანხას 250 ლარს. დადგენილია ასევე ის ფაქტი, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გზის ხარჯის და განაცდურის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა # IV100/ა;(ს.ფ.27,30)
- გადახდის ქვითრები;(ს.ფ.21-34)
- საქმის მასალები
- მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ბე--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე, 408-409-ე, 412-ე, 992-ე, 998-ე, 1328-ე, 1330-ე, 1484-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
6.3.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
6.4.დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს N1/203-19წ. განაჩენით იგ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი;
ბრალის შინაარსის შესაბამისად იგ---------------მ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 23 საათზე და 45 წუთზე, შ.პ.ს. ,,ჯო------------------ს“-ს შუქრუთის მაღაროზე სიტყვიერი კამათის ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ბე--------------ეს, რის შემდგომაც ბე--------------ემ მიიღო სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დადგენილია, რომ ამავე განაჩენით გი---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
ბრალის შინაარსის შესაბამისად გი---------------ემ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 23 საათზე და 45 წუთზე, შ.პ.ს. ,,ჯო------------------ს“-ს შუქრუთის მაღაროზე სიტყვიერი კამათის ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულზე ბე--------------ეს, რის შემდგომაც ბე--------------ემ მიიღო სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების იგ--------------ისა და გი---------------ის მიერ მიყენებული ზიანი პირდაპირ არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით; თუმცა მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #IV100/ა და მკურნალობისათვის გადახდილი ხარჯების დამადასტურებელი ქვითრები; მოპასუხეები ცნობენ სარჩელს მკურნალობისა, ასევე წამლების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება გზისა და განაცდურის ნაწილს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები.
6.5.სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელსაც სასამართლოსთვის აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლით დადგენილი ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების ძალა, მოპასუხეთა მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის აღიარება, მათ მიმართ ქმნის დელიქტური ვალდებულებების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეების იგ--------------ისა და გი---------------ის მიმართ საქმის მასალებით დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხეების იგ--------------ისა და გი---------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა მტკიცებულებები წარმოდგენილია მკურნალობის ხარჯებისა და წამლების შესახებ. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. მოპასუხეებმა ცნეს ზიანი მკურნალობის და წამლების ხარჯების ნაწილში და მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მკურნალობის-1733 ლარი და წამლების -250 ლარი.
6.7. სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში გამოიხატება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014). სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე, იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-762-818-2011).
6.8. სსკ-ის 413-ე მუხლით სადავო ურთიერთობის რეგულირებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.
კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს ეროვნული სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. ამ საკითხში უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული აქვს პრაქტიკა: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ., №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები არიან მოსარჩელის თანამშრომლები და მოსარჩელე მათ უშუალო მენეჯერს წარმოადგენდა, ასევე მოსარჩელის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროს გადასახდელად 1100 ლარი.
6.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების ფარგლებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაეკისრება მოპასუხეს. მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელის მიერ შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში ბაჟი დაუბრუნდება მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად დავის საგნის სამ პროცენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი . ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე კი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სარჩელი მოპასუხეებს იგ---------------სა და გი---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკიროთ სახელმწიფო ბაჟის 16,5 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბე--------------ის (პ/ნ 54--------6) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. იგ---------------სა (პ/ნ 54--------9) და გი---------------ეს (პ/ნ 54--------0) სოლიდარულად დაეკისროთ 3083 (სამიათასოთხმოცდასამი) ლარის გადახდა ბე--------------ის (პ/ნ 54--------6) სასარგებლოდ;
3. იგ---------------სა (პ/ნ 54--------9) და გი---------------ეს (პ/ნ 54--------0) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკიროთ სახელმწიფო ბაჟის 16 ლარი და 50 თეთრის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა N41).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი