გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.08.2019
საქმის ნომერი
010310019003126421
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №№3/389-19 (010310019003126421)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - მ----------–------

ადვოკატი - მ------–---------

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება

წარმომადგენელი - ი-----–------------

 

მესამე პირი - ნ----–------–------

ადვოკატი - ნ--------------

თარჯიმანი -ზ-------------------

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება. (იხ. 2019 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი)

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ივლისს დღის 17 საათზე მას დაუკავშირდა ტელეფონით პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი-----–------------ და გააცნო მას მის მიერ გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ნ----–------–------ს - განცხადება, ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ რადგან მას ნ----–------–------ზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია ისინი არიან კარგი მეგობრები და დღემდე აქვთ კარგი მეგობრული ურთიერთობა პოლიციის განყოფილებაში, როცა მივიდა ნ----–------–------ და საჩივარი დაწერა ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და მას ასეთ მდგომარეობაში ჩამოართვეს ჩვენება, მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს და აღუდგეს მას შეზღუდული უფლებების და დაუბრუნდეს მისი კუთვნილი იარაღი.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილობითი პასუხი (პოზიცია), რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

 

2019 წლის 29 ივლისს ქ. ბათუმში პოლიციის მე-2 განყოფილებაში შსს 112-ის სამსახურიდან შემოვიდა ნ----–------–------ს 1980977 შეტყობინება, რომლის შინაარსის მიხედვით ფიქსირდებოდა ძალადობის ფაქტი. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სს 171290719006 საქმეზე გამოკითხული იქნა მოწმეები ნ----–------–------, დი---–--–---------------–---–-----------------–----------. ნ----–------–------ს და დი---–--–------- გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მ----------–------ და ნ----–------–------ 2019 წლის მარტის თვის შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი და ეწოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას 2019 წლის 29 ივლისს ღამის საათში მ----------–------ ხელის კვრით და კედელზე მიხეთქებით ნ----–------–------ს მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობის ფაქტი, დაუზიანა მობილური ტელეფონი და დაეუფლა ნ----–------–------სთვის კლიენტისგან მიბარებულ ფულად თანხას. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდებოდა ძალადობის ფაქტი, რის გამოც მის მიერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი #021553 მ----------–-------- მიმართ, რომლის თანახმად მას აეკრძალა მსხვერპლთან და სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის სოციალური ქსელის და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მასვე აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და ჩამოერთვა მოძალადეს პირად საკუთრებაში არსებული იარაღი მათ შორის სამსახურებრივი საშტატო და ის შენახული იქნა კანონით დადგენილი წესით. მანვე განმარტა, რომ ნ----–------–------ს თანხმობით ჩატარებული იქნა მისი სხეულის გარეგნული დათვალიერება და 2019 წლის 29 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით ნ----–------–------ს განმარტებით ტკივილს განიცდიდა თავის არეში, კერძოდ შუბლის ნაწილში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და მისივე განცხადებით აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა მ----------–------მ 2019 წლის 29 ივლისს 03;00 საათზე მის დროებით საცხოვრებელ სახლში. 2019 წლის 29 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ;დ; ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ;ბ; ქვეპუნქტით, 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

თანახმად საოქმო განჩინების სარჩელში მოპასუხედ მითითებული ნ----–------–------ მოცემული საქმეში ჩართული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად. მისივე განმარტებით ის ეთანხმება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ მისი ასეთი მოქმედება გამოწვეული იყო ემოციურ ფონზე, მან მართლაც დარეკა 112-ში, ის რაც ჩანაწერში აღნიშნულია მისი ლაპარაკი და სიტყვები ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ მას მ----------–------მ უთხრა, რომ დაშორდებოდა და მასთან აღარ იცხოვრებდა, რადგან ისინი მალე აპირებდენ დაქორწინებას, მის მიერ მეორედ განხორციელდა ზარი 112-ში და უთხრა, რომ რაც ადრე განაცხადა არ შეესაბამებოდა სიმართლს, რაც შეეხება მის მიერ მიცემული ჩვენებას პოლიციაში ხსნის იმით, რომ იყო ძლიერი ნასვამი და ვერ აცნობირებდა რას წერდა და ან რაზე აწერინებდნენ ხელს. (იხ 2019 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 29 ივლისს ქ. ბათუმში პოლიციის მე-2 განყოფილებაში შსს 112-ის სამსახურიდან შემოვიდა ნ----–------–------ს 1980977 შეტყობინება, რომლის შინაარსის მიხედვით ფიქსირდებოდა ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი.

 

3.1.2. 2019 წლის 29 ივლისის პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ი-----–------------მ შეადგინა გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმადაც, ნ----–------–------ს და დი---–--–------- გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მ----------–------ და ნ----–------–------ 2019 წლის მარტის თვის შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი და ეწოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას 2019 წლის 29 ივლისს ღამის საათში მ----------–------ ხელის კვრით და კედელზე მიხეთქებით ნ----–------–------ს მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობის ფაქტი, დაუზიანა მობილური ტელეფონი და დაეუფლა ნ----–------–------სთვის კლიენტისგან მიბარებულ ფულად თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ. ნ----–------–------ს და დი---–--–------- 2019 წლის 29 ივლისის გამოკითხვის ოქმები.

 

3.1.3. ნ----–------–------ს თანხმობით ჩატარებული იქნა მისი სხეულის გარეგნული დათვალიერება და 2019 წლის 29 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით ნ----–------–------ს განმარტებით ტკივილს განიცდიდა თავის არეში, კერძოდ შუბლის ნაწილში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და მისივე განცხადებით აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა მ----------–------მ 2019 წლის 29 ივლისს 03;00 საათზე მის დროებით საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ხელწერილი და ოქმი გარეგნული დათვალიერების შესახებ.

 

3.1.4. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული იქნ №------ შემაკავებელი ორდერი შემაკავებელი ორდერით მ----------–------ს აეკრძალა ნ----–------–------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა, იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მასვე აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და ჩამოერთვა მოძალადეს პირად საკუთრებაში არსებული იარაღი მათ შორის სამსახურებრივი საშტატო და ის შენახული იქნა კანონით დადგენილი წესით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 29 ივლისის #021553 შემაკავებელი ორდერი

- 2019 წლის 29 ივლისის შემაკავებელი ორდერის ოქმი №------

 

3.1.5. საქმეში თან ერთვის ფორმა #1 გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათი სისხლის სამართლის საქმის #171290719006.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ფორმა #1

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული იქნ №------ შემაკავებელი ორდერი შემაკავებელი ორდერით მ----------–------ს აეკრძალა ნ----–------–------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა, იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მასვე აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და ჩამოერთვა მოძალადეს პირად საკუთრებაში არსებული იარაღი მათ შორის სამსახურებრივი საშტატო და ის შენახული იქნა კანონით დადგენილი წესით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

6.2. ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----–------–------ს თანხმობით ჩატარებული იქნა მისი სხეულის გარეგნული დათვალიერება და 2019 წლის 29 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით ნ----–------–------ს განმარტებით ტკივილს განიცდიდა თავის არეში, კერძოდ შუბლის ნაწილში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და მისივე განცხადებით აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა მ----------–------მ 2019 წლის 29 ივლისს 03;00 საათზე მის დროებით საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მესამე პირის მიმართ, განხორციელდება ფიზიკური ძალადობა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 29 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ;დ; ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ;ბ; ქვეპუნქტით, 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო მიიჩევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მინდია მალაყმაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ 2019 წლის 29 ივლისს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე