განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001260268
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 110
31 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი: ე-–--- ჭ--–--ე
წარმომადგენელი: ი----- ჯ---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: მ------ ჭ--–--ე
წარმომადგენელი: დ-------- ვ-----–--ე
მოპასუხე მხარე: ქ------–----- მ----–----–-------- გ--------
მოპასუხე მხარე: ქ------–----- მ----–----–-------- გ-------ის ადგილობრივი ა------
დავის საგანი: საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა; სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ ჭ--–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. მ------ ჭ--–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად ე-–--- ჭ--–--ე, ქ------–----- მ----–----–-------- გ-------- და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქ------–----- ა------ მიუთითა და ითხოვა ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ის საკომლო წიგნში, მ---–- თ---–-----–--ის კომლში, ე-–--- ჭ--–--ის ჩაწერის შესახებ 1996 წლიდან არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, თანამდევი შედეგით, რაც მოიცავს საკომლო ჩანაწერზე დაყრდნობით ქ------–----- რაიონული ა------ს 2007 წლის 7 აგვისტოს #ჭ18 საარქივო ცნობისა და მის საფუძველზე უძრავი ქონების (ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) მესაკუთრედ ე-–--- ჭ--–--ის რეგისტრაციის გაუქმებას. მოსარჩელემ ასევე ითხოვა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე - #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში არსებული 1501.00 კვმ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების (ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) მესაკუთრედ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ის აღიარება.
2. მოსარჩელის განმარტებით: მ------ ჭ--–--ე არის მ---–- თ---–-----–--ისა და ბ------ ჭ--–--ის შვილი. მ---–- თ---–-----–--ე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში ფლობდა უძრავ ქონებას - სასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, რომელიც დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში კანონდარღვევით აღრიცხულია ე-–--- ჭ--–--ის (ბ------ ჭ--–--ის შვილის) საკუთრებად. უძრავი ქონების მესაკუთრედ ე-–--- ჭ--–--ის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ის საკომლო წიგნში, მ---–- თ---–-----–--ის კომლის წევრად ე-–--- ჭ--–--ის 1996 წელს კანონდარღვევით განხორციელებული ჩაწერა და საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე ქ------–----- რაიონული ა------ს მიერ, 2007 წლის 7 აგვისტოს გაცემული #ჭ18 საარქივო ცნობა, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ე-–--- ჭ--–--ის რეგისტრაციის საფუძველი.
3. მ------ ჭ--–--ე დედის - მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა დედის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას - ანტიკვარულ მოძრავ ნივთებს, რითაც მიიღო მემკვიდრეობა და მათ შორის ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა უძრავი ქონების მესაკუთრედ ე-–--- ჭ--–--ის რეგისტრაციის ფაქტის გამო ვერ ახერხებს თავისი საკუთრების უფლების რეალიზაციას სამკვიდრო ქონებაზე.
4. მოპასუხეების ქ------–----- მ----–----–-------- გ-------ისა და აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქ------–----- ა------ს წარმომადგენლებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და მიუთითეს, რომ ქ------–----- მ----–----–-------- გ-------- და აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ქ------–----- ა------ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეებს.
5. მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ე-–--- ჭ--–--ის ჩაწერა მ---–- თ---–-----–--ის კომლის წევრად განხორციელდა კომლის ერთადერთი წევრის მ---–- თ---–-----–--ის სურვილითა და თანხმობით. მ---–- თ---–-----–--ემ არა მხოლოდ გამოხატა ნება მის კომლში ე-–--- ჭ--–--ის ჩაწერისა, არამედ, უანდერძა კიდეც სოფელ ც--------ში მდებარე ამჟამად სადავო უძრავი ქონება 2001 წლის 31 ივლისს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით. ე-–--- ჭ--–--ე ამ ქონებას ფლობდა და მართავდა ჯერ კიდევ მ---–- თ---–-----–--ის სიცოცხლეში, თუმცა მოსარჩელეს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არასდროს განუცხადებია, ვინაიდან მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - ქ. ბათუმში არსებული უძრავი ქონება გადაეცათ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ისათვის, ხოლო სოფელ ც--------ში არსებული ქონება - ე-–--- ჭ--–--ისათვის. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ------ ჭ--–--ის მოთხოვნა მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ის მიმართ. მოსარჩელე მ------ ჭ--–--ე ცნობილი იქნა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე - #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში არსებული 1501.00 კვმ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების (ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ------ ჭ--–--ის მოთხოვნა საკომლო ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე, მოპასუხეების ე-–--- ჭ--–--ის, ქ------–----- მ----–----–-------- გ-------ისა და აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქ------–----- ა------ს მიმართ. მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. დადგენილი იქნა, რომ მ------ ჭ--–--ემ 2013 წლის 22 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ------–----- მ----–----–-------- გ-------ის, ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საარქივო სამმართველო - ქ------–----- ა------ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–----- სარეგისტრაციო სამსახურისა და ე-–--- ჭ--–--ის მიმართ და ითხოვა: მ---–- თ---–-----–--ის კომლის საკომლო წიგნში ე-–--- ჭ--–--ის ჩაწერის თაობაზე სოფელ ც--------ის თემის საკრებულოს ქმედების უკანონოდ აღიარება და ე-–--- ჭ--–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის, როგორც თანამდევი შედეგის არარად ცნობა. ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 06 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების, 2013 წლის 15 იანვრის №16631 საკუთრების უფლების მოწმობისა და მის საფუძველზე, საჯარო რეეტრში განხორციელებული ე-–--- ჭ--–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (ჩანაწერის), ბათილად ცნობა.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ------ ჭ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება მ------ ჭ--–--ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით, მ------ ჭ--–--ის სააპელაციო საჩივრით წარმოებული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მ------ ჭ--–--ის სარჩელი ქ------–----- მ----–----–-------- გ--------სა და ქ------–----- ა------ს მიმართ ც--------ის თემის საკრებულოს ქმედების (საკომლო წიგნში ჩანაწერის განხორციელების უკანონოდ აღიარების შესახებ) და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მ------ ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება - ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღარების კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 15 იანვრის #16631 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მ------ ჭ--–--ის სარჩელის უარყოფის ნაწილში, დარჩა უცვლელი.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ------ ჭ--–--ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ------ ჭ--–--ის სარჩელი საკომლო წიგნში ჩანაწერის განხორციელების უკანონოდ აღიარების თაობაზე და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
12. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ე არის ბ------ ჭ--–--ისა და მ---–- თ---–-----–--ის შვილი, ხოლო მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ე არის ბ------ ჭ--–--ის შვილი, პირველი ქორწინებიდან.
13. მ---–- თ---–-----–--ე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში ირიცხებოდა როგორც კომლის წევრი და ფლობდა საცხოვრებელ სახლსა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 0.15 ჰა-ს ოდენობით.
14. 1996 წელს (ზუსტი თარიღი არ დგინდება) ქ------–----- სოფელ ც--------ის საკომლო წიგნში მ---–- თ---–-----–--ის კომლში კომლის წევრად, მ---–- თ---–-----–--ის თანხმობით ჩაწერილი იქნა ე-–--- ჭ--–--ე.
15. აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს მიერ 2013 წლის 10 მაისს გაცემული №აა2013015933 -04 საარქივო ცნობის თანახმად, ქ------–----- არქივში დაცული ქ------–----- რაიონის ც--------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის (ც--------ის თემის საკრებულოს) დოკუმენტებით, 1986-1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსი - ა-–---------------------- ასული თ---–-----–--ე გადახაზულია და კომლის უფროსად გატარებულია მ---–- ვ----–---- ასული თ---–-----–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ა-–---------------------- ასული თ---–-----–--ე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია მინიშნებით - გარდაიცვალა 1989 წლის 18.01. 2. მ---–- ვ----–---- ასული თ---–-----–--ე - (გრაფაში - დამოკიდებულება ოჯახის უფროსთან - შვილი, გადახაზულია და მიწერილია ოჯახის უფროსი) 3. ე-–--- ბ------ ასული ჭ--–--ე - შვილი.
16. დადგენილი იქნა, რომ ე-–--- ჭ--–--ე მ---–- ჭ--–--ის კომლის წევრად ფიქსირდება 1997-2000 და 2001-2005 წლების საკომლო ჩანაწერებშიც. ქ------–----- რაიაღმასკომისა და ც--------ის სასოფლო საბჭოს 1983-1990 წლების საარქივო მასალებში ა-–---------- თ---–-----–--ის ან მ---–- თ---–-----–--ის კომლზე მიღებული, რაიმე სახის ინფორმაციის შემცველი გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა.
17. 1996 წლის 26 აგვისტოს მ---–- თ---–-----–--ემ სანოტარო ფორმით დამოწმებული ანდერძით, მისი კუთვნილი ქონებიდან, საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში უანდერძა გერს - ე-–--- ბ------ის ას ჭ--–--ეს.
18. 2001 წლის 31 ივლისს მ---–- თ---–-----–--ემ კვლავ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში და სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი უანდერძა მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ეს. ანდერძი დამოწმდა სანოტარო ფორმით.
19. მ---–- თ---–-----–--ე გარდაიცვალა 2003 წლის 5 სექტემბერს.
20. 2007 წლის 10 აგვისტოს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე-–--- ჭ--–--ის საკუთრების უფლება ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე 1501 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა -ნაგებობებზე, საკადასტრო კოდით - #2-----------. (ნაკვეთის წინა ნომერი - 2-----------); საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ქ------–----- რაიონული ა------ს მიერ, 2007 წლის 07 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობა №ჭ-18, რომლის მიხედვით ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო დოკუმენტებით, 1986-96 წლების საკომლო წიგნი №15-ის ჩანაწერით ე-–--- ჭ--–--ე ირიცხება მ---–- თ---–-----–--ის ოჯახში, როგორც შვილი, ოჯახს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.
21. 2012 წლის 6 დეკემბერს ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით ე-–--- ჭ--–--ე აღიარებული იქნა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე 1121 კვმ. სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. 2013 წლის 15 იანვარს ე-–--- ჭ--–--ეზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №16631;
22. დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 16 იანვარს, ე-–--- ჭ--–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ------–----- მ----–----–-------- სოფ. ც--------ში მდებარე, 1121 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით - 2-----------, მესაკუთრედ.
23. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 15 იანვრის №16631 საკუთრების უფლების მოწმობა.
24. ე-–--- ჭ--–--ის მოთხოვნით, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები: სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1501 კვმ. მასზე არსებული ნაგებობებით, საკადასტრო კოდით #2----------- და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1121 კვმ. საკადასტრო კოდით - #2----------- გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი - #2-----------.
25. ე-–--- ჭ--–--ე, მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, უწყვეტად ფლობდა და მართავდა სოფელ ც--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლსა და 0.15 ჰა. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რითიც მან, როგორც მ---–- თ---–-----–--ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიიღო მ---–- თ---–-----–--ის 2001 წლის 31 ივლისის ანდერძით განსაზღვრული მემკვიდრეობა. ის გარემოება, რომ სოფელ ც--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, ფაქტობრივად მ---–- თ---–-----–--ის სიცოცხლეშივე, დაეუფლა ე-–--- ჭ--–--ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამ ქონების ფლობა/სარგებლობა, მოსარჩელე მ------ ჭ--–--ეს სადავოდ არ გაუხდია და არც ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.
26. მ---–- თ---–-----–--ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქალიშვილთან მოსარჩელე მ------ ჭ--–--ესთან. მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალების შემდეგ მ------ ჭ--–--ემ, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით, სამკვიდროს გახსნისთანავე მიიღო დედის - მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონება - მოძრავი ანტიკვარული ნივთები.
27. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული სარჩელის გადაწყვეტისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა - მ------ ჭ--–--ის მიერ მ---–- თ---–-----–--ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
28. მოსარჩელემ მის მიერ აღძრულ სარჩელში ერთერთ ფაქტობრივ გარემოებად იმთავითვე მიუთითა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონების - მოძრავი ანტიკვარული ნივთების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების შესახებ და სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა ამ ნივთების ფოტოსურათები. მოსარჩელის განმარტებით მის მიერ წარდგენილია მხოლოდ იმ ნივთების ფოტოსურათები, რომლებზეც არსებული წარწერები ადასტურებენ ამ ნივთების მ---–- თ---–-----–--ისადმი კუთვნილების ფაქტს.
29. მოსარჩელის მიერ მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ: თავდაპირველად აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მ---–- ჭ--–--ის მოძრავ ქონებას ნამდვილად დაეუფლა მ------ ჭ--–--ე; დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესაგებელშიც ეს გარემოება სადავოდ არ გახადა მოპასუხემ და მიუთითა, სარჩელის ხანდაზმულობაზე.
30. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონზე; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. მოქმედი რედაქცია) 122-ე, 125-ე, 126-ე მუხლებზე; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილებასა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითებით ე-–--- ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
31. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე მხარის ე-–--- ჭ--–--ის მიერ.
32. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ ჭ--–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
33. აპელანტის განმარტებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, კერძოდ: საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 1996 წელს, ქ------–----- რაიონის სოფ. ც--------ის საკომლო წიგნში კომლის წევრად მ---–- თ---–-----–--ის თანხმობით ჩაეწერა ე-–--- ჭ--–--ე; 2. 2001 წლის 31 ივლისს მ---–- თ---–-----–--ემ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ეს და ამის თაობაზე იმთავითვე ცნობილი იყო მ------ ჭ--–--ისთვის და ამ უკანასკნელს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია; 3. მ---–- ჭ--–--ე გარდაიცვალა 2003 წლის 05 სექტემბერს; 4. 2007 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე-–--- ჭ--–--ის საკუთრების უფლება ქ------–----- მ----–----–-------- სოფ. ც--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკ. კოდით: 2-----------(ნაკვეთის წინა ნომერი 2-----------) და ამის შესახებ ინფორმირებული იყო მ------ ჭ--–--ე. 5. მ------ ჭ--–--ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წელს. აღნიშნლი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზი იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ, რომ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ის მიერ გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადა. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა შედავების საფუძვლის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2001 წლიდან იყო ცნობილი ანდერძის არსებობის შესახებ. 2003 წლიდან, ანუ მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალებიდან კი ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება ფაქტობრივი ფლობითაც მიიღო ანდერძისმიერმა მემკვიდრემ-ე-–--- ჭ--–--ემ. შესაბამისად, მოსარჩელეს 2 თვის ვადაში უნდა მოეხდინა შედავება სამკვიდროს მიღების თაობაზე. სწორედ ამ ვადის გასვლის გამო სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგენილი 6 წლიანი ვადა.
34. სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სასოფლოსამეურნეო (საკოლმეურნეო) კომლის სამართლებრივ ბუნებას და ამ ცნების მნიშვნელობას. "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება აქვს კომლს. ამ კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ერთერთი საფუძველია საკომლო (საადგილმამულო) წიგნში არსებული ჩანაწერი. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი არ წარმოადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს-უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კანონს.
35. გარდა ამისა, არასწორი განმარტება მიეცა "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N 949 დადგენილებას და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29-ე დეკრეტის საფუძველზე დადგენილ სახელმწიფო მეურნეობებისა და კოლმეურნეობების რეორგანიზაციას. აღნიშნული დადგენილებებიდან სასამართლომ გააკეთა არასწორი სამართლებრივი დასკვნა იმის თაობაზე, რომ საკოლმეურნეო კომლის საფუძველს წარმოადგენდა კოლმეურნეობა, ხოლო კოლმეურნეობების ლიკვიდაციით არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმა. არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმა და არა კომლმა, როგორც სასოფლო მეურნეობის ერთეულმა. საკოლმეურნეო კომლს, გარდა მისი ყველა წევრის თანასაკუთრების უფლებისა (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი 1964 წლის რედაქცია; მუხლი 122, მუხლი 125) ეკისრებოდა ვალდებულებები, ეშრომა, გადაეხადა გადასახადები, უნდა ყოლოდა შინაური პირუტყვი და ა. შ. რაც განსაზღვრული იყო კოლმეურნეობის სანიმუშო წესდებით. სწორედ ვალდებულებათა და შეზღუდვათა უმეტესობა გააუქმა 1992 წლის დადგენილებამ და 1993 წლის დეკრეტმა. სხვა მხრივ, "კომლის" სამართლებრივ ბუნებას ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიზნის მიღწევა საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის არარად აღიარების თაობაზე, არის ზედმეტი, სამართლებრივად არასწორია, რამეთუ სწორედ საკომლო წიგნის ჩანაწერი გახდა საფუძველი ე-–--- ჭ--–--ისათვის, მოეპოვებინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, როგორც კომლის უკანასკნელ წევრს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საკომლო ჩანაწერისა და მის საფუძველზე განხორციელებული ყველა ქმედების არარად ცნობა, ვინაიდან არარად ცნობაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ეს კი არაპირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა, რომ მისი მოთხოვნა იყო დაგვიანებული.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
36. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ ე-–--- ჭ-–---- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
37. ტ. 1. ს.ფ. 22-23 ზე განთავსებული საარქივო ცნობებით დადგენილია, რომ 1988 -1995 წლებში, ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში, კომლის წევრებად ირიცხებოდნენ მ---–- თ---–-----–--ე და (ბებია) ა-–----------------------- - თ---–-----–--ე. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად დარჩა მ---–- თ---–-----–--ე. ბებია - ა-–---------- თ---–-----–--ე კი გარდაიცვალა 1989 წლის 18 იანვარს. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 0.15 ჰა-ს ოდენობით.
38. 1996 წელს ქ------–----- სოფელ ც--------ის საკომლო წიგნში მ---–- თ---–-----–--ის კომლში კომლის წევრად, ჩაწერილი იქნა ე-–--- ჭ--–--ე. (ს.ფ. 23. ტ.1.).
39. 1996 წლის 26 აგვისტოს მ---–- თ---–-----–--ემ სანოტარო ფორმით დამოწმებული ანდერძით, მისი კუთვნილი ქონებიდან, საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში უანდერძა გერს - ე-–--- ბ------ის ას ჭ--–--ეს.
40. 2001 წლის 31 ივლისს, მ---–- თ---–-----–--ემ კვლავ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში და სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი უანდერძა მოპასუხე ე-–--- ჭ--–--ეს. ანდერძი დამოწმდა სანოტარო ფორმით.
41. დადგენილია, რომ მ---–- თ---–-----–--ე გარდაიცვალა 2003 წლის 5 სექტემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე.
42. სააპელაციო პალატა, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალებით სოფელ ც--------ში მდებარე უძრავ ქონებასთან მიმართებით სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან ეს ქონება წარმოადგენდა კომლის ქონებას.
43. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში საკომლო მეურნეობად არ დარეგისტრირებულა. ამ წესით მ---–- თ---–-----–--ეს და ე-–--- ჭ--–--ეს მასზე უფლებები, არ მოუპოვებიათ. შესაბამისად, სადავო ქონების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საერთო რეჟიმი მემკვიდრეობისა თუ საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ.
44. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ე არის მ---–- თ---–-----–--ის კანონისმიერი პირველი რიგის ერთადერთი მემკვიდრე - შვილი, ხოლო ე-–--- ჭ--–--ე არის მ---–- თ---–-----–--ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
45. უდავოდ დგინდება - მ------ ჭ--–--ის მიერ, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით, სამკვიდროს გახსნისთანავე, მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი. ის დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონებას, კერძოდ მოძრავ ანტიკვარულ ნივთებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული იქნა მოპასუხე მხარის ე-–--- ჭ--–--ის მიერ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა თავად აპელანტის წარმომადგენელმა.
46. სააპელაციო პალატა არ იზიარევს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მ------ ჭ--–--ემ გაუშვა სამკვიდროს მიღების და მასზე შედავების ვადა, რადგან უდავოდ დგინდება, რომ სამკვიდროს ნაწილს მ------ ჭ--–--ე დაეუფლა სამკვიდროს გახსნისთანავე, შესაბამისად მან სამკვიდროს ნაწილი მიიღო კანონით დადგენილ ვადაში, რაც უდავოდ მოწმობს სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიღებასაც.
47. შესაბამისად დგინდება, რომ მ------ ჭ--–--ეს, როგორც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს, ენიჭება უფლებამოსილება იდავოს დედის მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონებაზე.
48. უდავოდაა დადგენილი, რომ ე-–--- ჭ--–--ე, მ---–- თ---–-----–--ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, უწყვეტად ფლობდა და მართავდა სოფელ ც--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლსა და 0.15 ჰა. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რითიც მან, როგორც მ---–- თ---–-----–--ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიიღო მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონება.
49. ტ.1. ს.ფ. 38-ზე განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე-–--- ჭ--–--ის საკუთრების უფლება ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე 1501 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებზე, საკადასტრო კოდით - #2-----------. (ნაკვეთის წინა ნომერი - 2-----------); საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ქ------–----- რაიონული ა------ს მიერ, 2007 წლის 07 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობა №ჭ-18, რომლის მიხედვით ქ------–----- რაიონის სოფელ ც--------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო დოკუმენტებით, 1986-96 წლების საკომლო წიგნი №15-ის ჩანაწერით ე-–--- ჭ--–--ე ირიცხება მ---–- თ---–-----–--ის ოჯახში, როგორც შვილი, ოჯახს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.
50. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მარალია არ არსებობს 2007 წლის 07 აგვისტოს გაცემული №ჭ-18 საარქივო ცნობის ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენდა სათანადო, კანონშესაბამის და საკმარის საფუძველს, რათა ე-–--- ჭ--–--ე გამხდარიყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე (რადგან დადგენილია, რომ კომლში ე-–--- ჭ--–--ის რეგისტრაცია განხორციელდა 1996 წელს, და არა 1993 წლამდე, აღნიშნული თარიღისთვის განხორციელებული რეგისტრაცია კი მას საკუთრების უფლებას არ წარმოუშობდა). მას კანონის თანახმად შეეძლო, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს მიეღო ნაანდერძევი ქონება საკუთრებაში.
51. აღნიშნული ქონებისგან (მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონება) დამოუკიდებლად, 2012 წლის 6 დეკემბერს ქ------–----- მ----–----–-------- საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით ე-–--- ჭ--–--ე აღიარებული იქნა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ც--------ში მდებარე 1121 კვმ. სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. 2013 წლის 15 იანვარს ე-–--- ჭ--–--ეზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №16631;
52. დადგენილია, რომ 2013 წლის 16 იანვარს, ე-–--- ჭ--–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ------–----- მ----–----–-------- სოფ. ც--------ში მდებარე, 1121 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით - 2-----------, მესაკუთრედ.
53. ე-–--- ჭ--–--ის მოთხოვნით, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები: (მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონება) - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1501 კვმ. მასზე არსებული ნაგებობებით, საკადასტრო კოდით №2----------- და (ე-–--- ჭ--–--ის დამოუკიდებლად არსებული ქონება) - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1121 კვმ. საკადასტრო კოდით - №2----------- გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი - №2-----------.
54. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------ ჭ--–--ე, როგორც მ---–- თ---–-----–--ის კანონისმიერი მემკვიდრე, კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, მიიღებდა მ---–- თ---–-----–--ის მთლიან სამკვიდრო მასას. მაგრამ, ვინაიდან მ---–- თ---–-----–--ის მიერ სამკვიდრო ქონება ეანდერძა ე-–--- ჭ--–--ეს, მ------ ჭ--–--ის, როგორც სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილი მემკვიდრის, კუთვნილი წილი შეადგენს სამკვიდრო მასის 1/2 ნაწილს. შესაბამისად - ანდერძისმიერი მემკვიდრისა კი ½ ნაწილს.
55. შესაბამისად სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას მ------ ჭ--–--ის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სოფელ ც--------ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.
56. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ე-–--- ჭ--–--ის თხოვნით გაერთიანდა, მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო ქონება - ე-–--- ჭ--–--ის ინდივიდუალური საკუთრებასთან და მათ მიენიჭა ერთი საკადასტრო კოდი: №2-----------, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ის კუთვნილი 1/2 წილი უნდა განისაზღვროს #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში შემავალი, წინათ #2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1501.00 კვმ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული ნაგებობებიდან.
სამართლებრივი დასაბუთება:
57. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122- 125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურენო კომლის გაუქმების დროისათვის.
58. დადგენილია, რომ როდესაც კოლმეურნეობები გაუქმდა, გაუქმდა მ---–- თ---–-----–--ის საკოლმეურნეო კომლიც და კომლის საერთო ქონება გადაიქცა ამ პერიოდში კომლში მცხოვრები და რეგისტრირებული პირის თავად მ---–- თ---–-----–--ის საკუთრებად.
59. ამავე სამართლებრივი დასაბუთებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ე-–--- ჭ--–--ე, მ---–- თ---–-----–--ესთან ერთად იყო კომლის წევრი და მანაც მიიღო სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. კერძოდ ე-–--- ჭ--–--ე კომლის წევრად აღირიცხა 1996 წელს, და არა 1993 წლამდე, შესაბამისად ე-–--- ჭ--–--ე კომლის გაუქმების და მიწის ნაკვეთის გადაცემის პერიოდისათვის არ იყო მ---–- თ---–-----–--ის კომლის წევრი და მას არ მიუღია საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე.
61. შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ქონებასა და მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდროზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის მიღების საერთო წესი.
62. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი,ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
63. ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ.სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
64. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
65. კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები,მეუღლე და მშობლები.
66. ამავე კოდექსის 1344-1345-ე მუხლების მიხედვით კი, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
67. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ ჭ--–--ე არის მ---–- თ---–-----–--ის კანონისმიერი პირველი რიგის ერთადერთი მემკვიდრე - შვილი, ხოლო ე-–--- ჭ--–--ე არის მ---–- თ---–-----–--ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.
68. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1346-ე მუხლის მიხედვით, ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ამავე კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად კი, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.
69. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
70. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
71. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
72. კოდექსის 1373-ე მუხლის მიხედვით კი სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.
73. მოსარჩელე მ------ ჭ--–--ე წარმოადგენს მ---–- თ---–-----–--ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს. ასევე დადგენილია, რომ მ------ ჭ--–--ემ, სარგებლობდა რა სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლებით, სამკვიდროს გახსნისთანავე მიიღო მემკვიდრეობა, მ---–- თ---–-----–--ის სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთების ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით.
74. ამგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობისას, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მ---–- თ---–-----–--ის მემკვიდრედ და სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ მ------ ჭ--–--ის მიჩნევის თაობაზე.
75. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ე-–--- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე