განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2020
საქმის ნომერი
060310020003449812
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№060310020003449812 (3/ბ-61-20 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: შოთა სირაძე (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი პირი): საქართველოს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველო;

 

წარმომადგენელი: მ---------------ე;

 

დაინტერესებული პირი: ს--–------------–--ი (პ/ნ 37--------5) სხდომაზე არ გამოცხადდა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): დ------------–-----–---–ი (პ/ნ 53--------8);

 

წარმომადგენელი: რ-----------–---–ი;

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტი - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

1. საჩივრის ავტორის, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო (მოპასუხე, შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანოს) მოთხოვნა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2020 წლის 30 იანვარს დ------------–-----–---–მა სარჩელი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ 2020 წლის 21 იანვარს გამოცემული N0----1 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოსარჩელის მითითებით, სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლებით, დაზარალებულად საქმეზე ცნობილია ს--–------------–--ი, რომელიც მან გაიცნო პოლონეთის რესპუბლიკაში. მათ ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა და სურდა ს--–------------–--თან ოჯახის შექმნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ს--–------------–--ი დაბრუნდა საქართველოში და ამის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა შეიცვალა, რაც გახდა კონფლიქტის მიზეზი დ------------–-----–---–სა და ს--–------------–--ს შორის. აღნიშნულის გამო, დ------------–-----–---–ის მიმართ 2019 წლის 18 დეკემბერს გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას არ დაურღვევია. 2020 წლის 20 იანვარს, მაშინ როდესაც გასული იყო შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა, იგი დაუკავშირდა დაზარალებულ ს--–------------–--ს და სთხოვა მხოლოდ შერიგება, რა დროსაც მისი მხრიდან ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. დაკავშირებისას დ------------–-----–---–ს უნდოდა გაეგო, თუკი ექნებოდა სურვილი ს--–------------–--ს აღედგინა მასთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ თავს დაანებებდა, რაზეც ს--–----ს არ უპასუხია, გათიშა ტელეფონი. ამის შემდეგ მასთან ხელმეორედ დაკავშირება არ უცდია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 21 იანვარს სამტრედიის რაიონული სამმართველოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რადგან მან მხოლოდ შერიგების მიზნით დარეკა ს--–------------–--თან, რაც აკრძალული არ ჰქონია, მისი მხრიდან ადგილია არ ჰქონია მუქარას, არც შეურაცხყოფასა ან შანტაჟს, ზედმეტი არაფერი უთქვამს და როდესაც ტელეფონი გაუთიშა, მიხვდა, რომ ს--–----ს არ სურდა შერიგება და მას შემდეგ აღარ დაურეკავს. დ------------–-----–---–ს მიაჩნია, რომ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის 21 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერი არის უსაფუძვლო და უკანონო, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

 

მოპასუხე შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი მ---------------ე არ დაეთანხმა დ------------–-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. ს--–------------–--ს დაბლოკილი ჰქონდა დ------------–-----–---–ის ნომერი, ვინაიდან აღიზიანებდა მისი დარეკვა და იწვევდა მასში შიშს. შემაკავებელი ორდერი ეს არის ერთჯერადი ხასიათის ღონისძიება, რომელიც გამოიცემა დაუყოვნებლივ და მიზნად ისახავს მსხვერპლის დაცვას. ამ მოტივით დ------------–-----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

ს--–------------–--ი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მას აღარ სურს დ------------–-----–---–თან რაიმე სახის ურთიერთობა. ასევე მან დაადასტურა მოსარჩელის განმარტება, რომ დ------------–-----–---–მა 2020 წლის 21იანვარს მხოლოდ ტელეფონზე დაურეკა, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია არც დაშინებას, არც მუქარასა და შანტაჟს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდშიც დ------------–-----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მის დარღვევას, მაგრამ ვინაიდან შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მალევე დაურეკა, შეეშინდა, რომ მსგავსი შეიძლებოდა კიდევ განმეორებულიყო, რის გამოც მიმართა პოლიციას და მოითხოვა რეაგირება, რათა აღკვეთილიყო დ------------–-----–---–ის მხრიდან მსგავსი სახის კონტაქტი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით დ------------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელ მ---------------ის მიერ 2020 წლის 21 იანვარს გამოცემული N0----1 შემაკავებელი ორდერი სადაც მსხვერპლის სახით წარმოდგენილია ს--–------------–--ი (დაბადების თარიღი -27.09.1993 წელი; პირადი №37--------5), ხოლო მოძალადის სახით - დ------------–-----–---–ი (დაბადების თარიღი: 06.04.1985 წელი, პირადი №53--------8).

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

 

მოსარჩელე დ------------–-----–---–ი 2020 წლის 20 იანვარს უცხო ნომრით დაუკავშირდა ს--–------------–--ს, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას და მუქარას.

 

შსს სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ 2020 წლის 21 იანვარს გამოსცა №0----1 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად დ------------–-----–---–მა არასასურველი სატელეფონო ზარის განხორციელებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეგობრის ს--–------------–--ის მიმართ. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

2020 წლის 21 იანვარს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართ ს--–------------–--მა, განმარტა, რომ მას დაუკავშირდა დ------------–-----–---–ი, რომელმაც შეაწუხა და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

 

2019 წლის 19 დეკემბერს ს--–------------–--ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დ------------–-----–---–ის მიმართ დაიწყო გამოძიება და მას წარედგინა შესაბამისი ბრალდება. იმავე დღეს, იმავე ფაქტთან დაკავშირებით, შსს სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ გამოსცა №0----1 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, დ------------–-----–---–ს აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ს--–------------–--თან. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

2019 წლის 19 დეკემბერის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და 2020 წლის 21 იანვრამდე, ანუ ახალი, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის მიღებამდე, სავარაუდო მოძალადეს - დ------------–-----–---–ს სავარაუდო მსხვერპლის - ს--–------------–--ის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის ამოწერას საფუძვლად დაედო მხოლოდ 3.1.1. პუნქტში მითითებული ფაქტი.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მ---------------ის მიერ 2020 წლის 21 იანვარს გამოცემული იქნა №0----1 შემაკავებელი ორდერი, მოძალადე - დ------------–-----–---–ის მიმართ, მსხვერპლი - ს--–------------–--ი. ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ დ------------–-----–---–მა არასასურველი სატელეფონო ზარის განხორციელებით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეგობრის ს--–------------–--ის მიმართ. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: დ------------–-----–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტი განმარტავს ფსიქოლოგიური ძალადობის არსს - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად მოძალადე არის პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.

 

ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელე დ------------–-----–---–ის მხრიდან ს--–------------–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.

 

შემაკავებელი ორდერის შედგენის წინაპირობა გახდა დ------------–-----–---–ის მხრიდან ს--–------------–--ის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა. ფსიქოლოგიური ძალადობის დადგენა საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

გასაჩივრებულ შემაკავებელი ორდერის ოქმში ინციდენტის ფაბულად მითითებულია შემდეგი: „2020 წლის 20 იანვარს ს--–------------–--ს დაუკავშირდა ყოფილი მეგობარი დ------------–-----–---–ი ტელეფონით“, რაც ამავე ოქმის თანახმად, მიჩნეული იქნა ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ წინა, 2019 წლის 19 დეკემბერის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და 2020 წლის 21 იანვრამდე, ანუ ახალი, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის მიღებამდე, დ------------–-----–---–ს ს--–------------–--ის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია, 2020 წლის 20 იანვარს კი უცხო ტელეფონის ნომრით დაუკავშირდა ს--–------------–--ს, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას და მუქარას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მხოლოდ შერიგების მიზნით დაურეკა ს--–------------–--ს, რაც აკრძალული არ ჰქონია, ზედმეტი არაფერი უთქვამს მისთვის და როდესაც ტელეფონი გაუთიშა, მიხვდა, რომ ს--–----ს არ სურდა შერიგება. ამის შემდეგ კი მასთან დაკავშირება აღარ უცდია. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფს ს--–------------–--ი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება ს--–------------–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი (რაც გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთი მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას), შემდეგ გარემოებათა გამო: წინა სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შემდეგ იმავე ფაქტთან დაკავშირებით შსს სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ გამოსცა №0----1 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად დ------------–-----–---–ს აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ს--–------------–--თან. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 21 იანვრამდე, ანუ ახალი, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის მიღებამდე დ------------–-----–---–ს ს--–------------–--ის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია. 2020 წლის 20 იანვარს კი უცხო ტელეფონის ნომრით შერიგების მიზნით დაუკავშირდა ს--–------------–--ს, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას და მუქარას. მოსარჩელის განმარტებით, დარეკვის მიზანი იყო შერიგება, ზედმეტი არაფერი უთქვამს მისთვის და როდესაც ტელეფონი გაუთიშა, მიხვდა, რომ ს--–----ს არ სურდა შერიგება. ამის შემდეგ კი მასთან დაკავშირება აღარ უცდია.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დ------------–-----–---–მა სავარაუდო ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემდეგ დაიცვა მის მიმართ დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებები და მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა ზარი ს--–------------–--თან, როდესაც გავიდა კომუნიკაციის აკრძალვის ვადა. ზოგადად ნებისმიერ პირთან კომუნიკაციის მცდელობა სამართლის ნორმით აკრძალული ქმედებას არ წარმოადგენს და თუ მეორე მხარეც თანახმაა, ეს კომუნიკაცია შედგება. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ს--–------------–--მა გაუთიშა ტელეფონი დ------------–-----–---–ს, მან გააცნობიერა ს--–----ს პოზიცია და აღარ უცდია ხელახლა დარეკვა მასთან, რაც გამორიცხავს არასასურველი კონტაქტის განხორციელებით ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის ფაქტს.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემაკავებელი ორდერის დანიშნულება და მიზანი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაიცვას მსხვერპლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების, უგულებელყოფის და ეკონომიკური ძალადობისაგან. შესაბამისად, ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას. ამდენად, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად. თუმცა, აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.

 

ამდენად, იმისათვის, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნეს მიზნობრივად, სახეზე უნდა იყოს - მოძალადის მხრიდან ძალადობის გზით რაიმე მიზნის მიღწევის სურვილი და, ამ სურვილიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობის ფაქტს, რომელიც მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეების ქმედებამ გამოიწვიოს. სასამართლოს, საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ დ------------–-----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტს. სასამართლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება და ვერც მხარეთა მიერ იქნა მითითებული ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ დ------------–-----–---–მა განახორციელა ძალადობა ს--–------------–--ის მიმართ.

 

განსახილველ საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის არ არის საკმარისი დ------------–-----–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედება ჩათვალოს ს--–------------–--ზე ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის 21 იანვარს მიღებული №00---- შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველომ.

 

საჩივრის ავტორის განმარტავს, რომ სასამართლოს მითითებით 2020 წლის 20 იანვარს დ------------–-----–---–ის მიერ ს--–------------–--თან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის დროს მას ს--–------------–--ისთვის არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამორიცხავს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. ფსიქოლოგიური ძალადობა თავისი არსით არის ძალადობის დაფარული ფორმა, რომელიც თითეოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია შეფასებული იქნას საქმის კონტექსტიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ცალკე აღებულ ერთ ფაქტს და არ განიხილა იგი შემდეგ გარემოებებთან მიმართებაში: ს--–------------–--სა და დ------------–-----–---–ს შორის ჩამოყალიბებულია მწვავე კონფლიქტური ურთიერთობა და სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლი საქმეზე დ------------–-----–---–ის მხრიდან ს--–------------–--ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ს--–------------–--ს არანაირი სურვილი არ ჰქონდა დ------------–-----–---–თან ჰქონოდა რაიმე სახის კომუნიკაცია და კონტაქტი, რაც გამოძიების ფარგლებში გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით განესაზღვრა დ------------–-----–---–ს და ეს გარემოებები მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლისთანავე განახორციელა ს--–---- კ--–-----–---–თან კომუნიკაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ს--–---- კ--–-----–---–ს დაბლოკილი ჰქონდა მისი მობილურის ტელეფონის ნომრები, რაც მიუთითებდა მსხვერპლის ცალსახა პოზიციაზე, რომ მას არ სურდა არანაირი კომუნიკაცია დ------------–-----–---–თან, თუმცა მან მაინც დაურეკა სხვა ნომრიდან. ს--–------------–--ის განცხადებით იგი დ------------–-----–---–ის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რის გამოც მის მიმართ განიცდის შიშს და მასთან ყოველგვარი კონტაქტი არის დამთრგუნველი, აკარგინებს საკუთარი თავის რწმენას, რომ მიუხედავად პოლიციისათვის მიმართვისა არ შეუძლია ცხოვრება განაგრძოს მშვიდად, რადგან დ------------–-----–---–ი მუდმივად გამოჩნდება მის ცხოვრებაში, დაურღვევს სიმშვიდეს და არ მისცემს საშუალებას პირადი ცხოვრება წარმართოს თავისი შეხედულებისამებრ. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათავალისწინებით, დ------------–-----–---–ის სატელეფონო კონტაქტი ს--–------------–--ის მიმართ შეფასებული იქნა ფსიქოლოგიურ ძალადობად გენდერული ნიშნით. იგი, როგორც მამაკაცი ახდენს დომინანტური პოზიციის დაფიქსირებას, რომ მისი ყოფილი მეგობარი ქალი მუდმივად უნდა იყოს მისი კონტროლის ქვეშ და მიუხედავად მისი მობილური ნომრების დაბლოკვისა, რაც ცალსახად მიუთითებს მსხვერპლის განწყობაზე, არ ჰქონდეს მასთან კონტაქტი, არ უწევს ანგარიშს მის აზრს და მაინც ახერხებს კონტაქტს, რაც მსხვერპლში იწვევს მუდმივ სტრესს და შიშს. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინების გარეშე შეაფასა სასამართლომ დ------------–-----–---–ის მხრიდან განხორციელებული სატელეფონო კონტაქტი და დაადგინა, რომ ერთჯერადად განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც არ ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ძალადობად იქნას შეფასებული, რაც საჩივრის ავტორის განმარტებით არის დაუსაბუთებელი და არ შეიცავს ფაქტობრივი გარემოებების სრულ ანალიზს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადგენილად მიჩნეულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებით საჩივრის პასუხად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის კანონიერება.

 

საქმეში წარმოდგენილია 21.01.2020 წ. N0----1 შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე, მსხვეპლი - ს--–------------–--ი (დაბ. 27.09.1993 წ. პ/ნ37--------5), მოძალადე: დ------------–-----–---–ი (პ/ნ 6---------8), ძალადობის ფორმად ხაზგასმულია ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერით მოძალადეს აკერძალა:

 

- იმ სახლთან მიახლოევება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;

- მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.(ს.ფ. 12)

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით (მუხლი 9).

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.5 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას. 10. 6 მუხლის მიხედვით, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ------------–-----–---–ის მიერ ს--–------------–--თან სატელეფონო ზარი განხორციელდა 2020 წლის 20 იანვარს მხოლოდ ერთხელ, 2019 წლის 19 დეკემბერს გამოცემული N0----1 შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ, ამასთან, პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე მხარეების განმარტებით, დ------------–-----–---–მა მხოლოდ შერიგების მიზნით დაურეკა ს--–------------–--ს და შემდეგ მიწერა ტექსტური შეტყობინება, სადაც ასევე მხოლოდ შერიგების სურვილი იყო გამოხატული. სხვა კონტაქტი ან მცდელობა დ------------–-----–---–ის მხრიდან არ გამოხატულა, რაც ასევე დაადასტურა ს--–------------–--მა თავის ახსნა-განმარტებაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. ზემოთ აღნიშნული ფატქები ასევე დაადასტურა საქმის სააპელაციო განხილვაზე გამოცხადებულმა დ------------–-----–---–მა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტი. ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ ერთდროულად არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმხვედრი ვარაუდები ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტთან დაკავშირებით. (Aktaş v. Turkey, 24351/94, პუნქტი 272, ECHR 2003-V).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

წარმოდგენილი საჩივრის და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა და საჩივრის ავტორს არ მიუთითებია არცერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის პოზიციას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: შოთა სირაძე

 

გოჩა აბუსერიძე

 

ნანა კალანდაძე