განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2018
საქმის ნომერი
820210016001503705
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210016001503705

-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 634

6 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე

აპელანტები: ჭ------ ბ-----ე, ც-–---- მ---–--ე, ჯ--- ბ-----ე

წარმომადგენელი: ლ--–- ქ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე: მ-----– ბ-----ე, ს------- ბ-----ე

წარმომადგენელი: მ------- ხ---–------ე

დავის საგანი _სარჩელით- საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა; უკანონო ხელშეშლის აღკვეთა; შეგებებული სარჩელით - ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. მ-----– და ს------- ბ-----ეებმა სარჩელით მიმართეს ხ--–---------ს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებად ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე მიუთითეს და მოპასუხეების ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის გამოსახლება ითხოვეს მოსარჩელეთა, მ-----– და ს------- ბ-----ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, (მდებარე ხ--–---------, ა---––--ი, ს----- 2-------------- საერთო ფართით 233,45 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N------------). ასევე ითხოვეს დასახელებული უძრავი ქონების მ-----– და ს------- ბ-----ეებისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება და მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.

2. მოსარჩელეთა განმარტებით: მოსარჩელე მ-----– და ს------- ბ-----ეებს, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრებს, საჯარო რეესტრში, 2014 წლის 21 ოქტომბრიდან დარეგისტრირებული აქვთ თანასაკუთრების უფლებით ხელვაჩაურში, ა---––--ი, ს-----, 2--------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 233.45 კვადრატული მეტრი, მიწის საკადასტრო კოდი N------------. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეთა კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა წლების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული აქვთ მოპასუხეებს, დედა-შვილ ც-–---- მ---–--ესა და ჯ--- ბ-----ეს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, უმიზეზოდ უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე და უკანონოდ განაგრძობენ იქ ცხოვრებას, რითაც მოპასუხეებს ხელი ეშლებათ თავისუფლად ფლობდნენ და განკარგავდნენ მათ კუთვნილ ქონებას. რამდენადაც მოსარჩელეებს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ, მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება უნდა მოხდეს დაუყონებლივ.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია შენობა - ნაგებობა საერთო ფართით 233.45 კვ.მ. საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეთა სახელზე, თუმცა ამ ჩანაწერის განხორციელება მოხდა უკანონოდ, რადგან ქონება რეალურად წარმოადგენს კომლის ქონებას, კომლის წევრები კი მოპასუხეებიც არიან. შესაბამისად ისინი უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

4. ჭ------ ბ-----ემ, (რომელიც მოპასუხეების მეუღლე და მამაა) თავის მხრივ სარჩელი აღძრა მ-----– და ს------- ბ-----ეების წინააღმდეგ, და ითხოვა საარქივო სამმართველოს ხ--–---------ს არქივის მიერ 1---- 1--- წლებში გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ((ც/კ) ჭ------ ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ოქმი N-, 1--- წელი) - ბათილად ცნობა; ხ--–-------------------ს სოფელ ა---––--ში, მ-----– ბ-----ის და ს------- ბ-----ის სახელზე N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 233.45 კვ.მ. საერთო ფართის შენობა- ნაგებობის თანამესაკუთრედ ჭ------ ბ-----ის ცნობა - შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მონაცემებში;

5. მოსარჩელე ჭ------ ბ-----ის განმარტებით: საარქივო ცნობის თანახმად, ჭ------ ბ-----ის ოჯახი ხ--–-------------------ს სოფელ ს-----ში(ა---––--ი), წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის უფროსი 1982-1997 წლებში იყო ბ-----ე რ-----ალი. ამ დროისათვის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1.მეუღლე- უ-----------ე, შვილები: ბ-----ე გ------–-, ბ-----ე ჭ------, ბ-----ე მ-----–ი, ბ-----ე ტ-------. მოგვიანებით კი მიკრულია ბ-----ე მ-----–ის შვილი - ბ-----ე ს------ და მეუღლე ბ-----ე ნ----. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს, ზომით 10X11-ზე.

6. 1991 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა - ბ-----ე უ-----. 1994 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა - რ----- ბ-----ე.

7. კომლის წევრები: ბ-----ე გ------–- გასული იყო კომლის შემადგენლობიდან, გათხოვდა. შესაბამისად კომლში დარჩა ჭ------ ბ-----ე ოჯახით და მისი ძმა- მ-----– ბ-----ე თავისი ოჯახით.

8. აღმოჩნდა, რომ 2014 წლის 28 ივლისს, მ-----– ბ-----ემ და ს------- ბ-----ემ კომლის მთელი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს საკუთრებად საარქივო ცნობის საფუძველზე.

9. არქივიდან საკომლო ამონაწერების ამოღების შემდგომ აღმოჩნდა, რომ საკომლო წიგნში გადასმული აქვს ხაზი ჭ------ ბ-----ეს კომლის შემადგენლობაში და მიწერილია საფუძველი, რომ არის ცალკე კომლად გამოყოფილი. ცალკე კომლად გამოყოფის საფუძვლად მითთებულია 1--- წლის ოქმი N-.

10. აღნიშნული ფაქტი ჭ------ ბ-----ისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც სასამართლოდან მიუვიდა შეტყობინება აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან მისი ცოლ - შვილის მოპასუხეების ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით.

11. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ რეალურად არ მომხდარა (მისი) ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფა რ----- ბ-----ის კომლიდან და იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ეწევა მეურნეობას რ----- ბ-----ის კომლში. სხვა საცხოვრებელი ადგილი და მიწის ნაკვეთი მას არ გააჩნია.

12.მოსარჩელემ განმარტა, რომ მან მიმართა განცხადებით ხ--–---------ს ცენტრალურ არქივს და ა---––--ის საბჭოს, მიეწოდებინათ თავისი ცალკე კომლად გამოყოფის საფუძველი. აღნიშნულზე არქივმა მისწერა, რომ ცნობას ვერ გასცემდა, ვინაიდან საარქივო მასალა ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა, ხოლო ა---––--ის საბჭოს ცნობით ჭ------ ბ-----ეს უნდა მიემართა ხ--–-------------------ს გამგეობისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ჭ------ ბ-----ემ მიიღო ცნობა, რომ ცალკე კომლად გამოყოფის ყველა დოკუმენტი გადაცემულია ცენტრალური არქივისათვის.

13. მოსარჩელემ ითხოვა რ----- ბ-----ის კომლის შემადგენლობიდან ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, რადგან ის არასოდეს გამოყოფია მამის, რ----- ბ-----ის კომლს, დღემდე ცხოვრობს ამავე კომლის ქონებაში, სადაც ეწევა საოჯახო მეურნეობას.

14. მოპასუხეებმა მ-----– ბ-----ემ და ს------- ბ-----ემ წარმოადგინეს შესაგებელი რომლითაც ჭ------ ბ-----ის შეგებებული სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს; მოპასუხეთა განმარტებით: რ-----ალ ბ-----ის საკომლო კომლიდან მოხდა ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფა 1--- წელს, რაზედაც შედგენილია N- ოქმი. ის გარემოება, რომ ა---––--ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1--- წლის გადაწყვეტილებები ხ--–-------------------ს არქივში დაცვაზე არ შესულა - არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი მასალები არ არსებობდა, ამიტომ აღნიშნული გარემოება ვერ გამორიცხავს ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტს. იმავე არქივის მიერ გაცემული სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1--- წლის N- ოქმში გარკვევითაა მითითებული, რომ მოქალაქე ჭ------ რ-----ის ძე ბ-----ე ა---––--ის საკრებულოს 1--- წლის 29 ივლისის N--- გადაწყვეტილებით, სამი სულის შემადგენლობით გამოყოფილია ცალკე კომლად, უმიწოდ და აღნიშნულმა კრებამ ჭ------ ბ-----ის მოთხოვნის საფუძველზე მას გამოუყო სამოსახლო ნაკვეთი 0.20 ჰა ფართობის, რომელსაც ფლობს დღესაც.

15. მ-----– და ს------- ბ-----ეების განმარტებით: საკოლმეურნეო წიგნში, ანალოგიურად ჭ------ ბ-----ისა, გამოყოფილად არის ნაჩვენები მოსარჩელის და - გ------–- ბ-----ეც 1987 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ისიც მოპასუხეთა კუთვნილ სახლში ცხოვრობს, არ უარყოფს და აღიარებს რომ კომლიდან ნამდვილად გამოყოფილია.

 

16. ხ--–---------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით: ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე №2/339-16წ მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ასევე სამოქალაქო საქმე №2-441/16წ. ჭ------ ბ-----ის სარჩელისა გამო მოპასუხეების მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის მიმართ საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობისა და ქონებაზე თაამესაკუთრედ ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

17. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით: მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელე მ-----– და ს------- ბ-----ის კუთვნილი შენობა-ნაგებობიდან, საერთო ფართით 233,45 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N------------, მდებარე ხ--–---------, ა---––--ი, ს----- 2-------------- და აღნიშნული ქონება მ-----– და ს------- ბ-----ეებს ჩაბარდათ თავისუფალ მდგომარეობაში. არ დაკმაყოფილდა მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელი მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში. არ დაკმაყოფილდა ჭ------ ბ-----ის სარჩელი საარქივო სამმართველოს ხ--–---------ს არქივის მიერ 1----1--- წლებში გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ჭ------ ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ოქმი N-, 1--- წელი ბათილად ცნობის, ხ--–-------------------ს სოფელ ა---––--ში, მ-----– ბ-----ის და ს------- ბ-----ის სახელზე N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 233.45 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ - ცნობისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

18. დადგენილი იქნა, რომ ხ--–-------------------ს, სოფელ ა---––--ში (ს----- 2--------------) მდებარე შენობა - ნაგებობა, საერთო ფართით 233,45 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N------------ ირიცხება მოსარჩელეების მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სახელზე.

19. მოპასუხეები ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში.

20. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ჭ------ ბ-----ე 1--- წლიდან გამოყოფილია როგორც ცალკე კომლი - მამის, რ-----ა-–------------ ძე ბ-----ის კომლიდან. კომლს სარგებლობაში გადაეცა 0.20 ჰა მიწა, საცხოვრებელი სახლის შესახებ გრაფა შევსებული არ არის.

21. სასამართლომ არ გაიზიარა ჭ------ ბ-----ის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ რწმუნებულთა კრების ოქმის თანდართული დოკუმენტაციის არქივში დაუცველობა (განცხადება, შერჩევა-დათვალიერებისა და მიზომვითი აქტები) გამორიცხავს ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფას, ვინაიდან აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობდა. მითითებული დოკუმენტების არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად წარუდგენლობა არ გამორიცხავს მათ შექმნას და არსებობას თავის დროზე, მით უფრო, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ჭ------ ბ-----ის შესახებ დოკუმენტაციას, არამედ რწმუნებულთა კრების თანდართულ მასალებს, რომელზეც არაერთი საკითხი იქნა განხილული.

22. სასამართლომ დაადგინა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1996-2006 წლების მონაცემებით, მ-----– ბ-----ე არის იმ კომლის უფროსი, რომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ბ-----ე მ-----–ი, ბ-----ე ნ---- და ბ-----ე ს-------.

23. სასამართლომ განმარტა, რომ მ-----– ბ-----ემ და ს------- ბ-----ემ თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარადგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება მათ სახელზეა რეგისტრირებული, მოსარჩელე ჭ------ ბ-----ის მიერ წარდგენილ საკომლო წიგნის ამონაწერთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით კიდევ უფრო გამყარებული იქნა მოსარჩელე მ-----– და ს------- ბ-----ეების პოზიცია დავის საგანთან მიმართებაში, ხოლო მოსარჩელე ჭ------ ბ-----ის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა არათანმიმდევრული ჩვენებებით სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია ის გარემოება, რაც დაადასტურებდა ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველს.

24. მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჭ------ ბ-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე, 123-ე, 125-ე მუხლებზე (1964 წლის რედაქცია); საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო -სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებაზე; სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტზე; ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 268-ე, 311-ე, 312-ე, 959-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

 

25. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჭ------ ბ-----ის, ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

26. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება, მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ჭ------ ბ-----ის სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვეს.

27. აპელანტთა განმარტებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე უკანონოდ ცხოვრობენ სადავო სახლთმფლობელობაში. თავად მოსარჩელეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ც-–---- ბ-----ე, ჭ------ ბ-----ესთან ერთად დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შვილთან ჯ--- ბ-----ესთან ერთად; ჭ------ ბ-----ე კი წარმოადგენდა კომლის წევრს; არასწრად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე უკანონოდ ცხვრობენ სადავო სახლთმფლობელობაში.

28. აპელანტთა განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფისა და მის სახელზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვება მიწის ნაკვეთის გამოყოფის, მისი აზომვის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, ასევე არ არსებობს მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი. შესაბამისად აპელანტთათვის გაუგებარია რა დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ 0.20 ჰა მიწის ნაკვეთის ჭ------ ბ-----ის სახელზე გამოყოფის ფაქტი.

29. ჭ------ ბ-----ის მითითებით, იგი დაბადებიდან ამ სახლში ცხოვრობს, აქ მოიყვანა ცოლი, შეეძინა შვილი (ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე), არსად, არასოდეს არანაირი სამოსახლო არც გამოყოფილა მის სახელზე და არც გადასულა საცხოვრებლად. მისი საცხოვრებელი ნაწილი სახლისა (მცირედი ნაწილი) სრულიად იზოლირებულია მოსარჩელის ნაწილისაგან. მხარეები ასე ცხოვრობენ წლებია, მას წასასვლელიც არსად აქვს.არანაირი განცხადებით ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ მას სოფლის საბჭოს აღმასკომისთვის არ მიუმართავს..ამდენად მისთვის გაუგებარია საიდან გაჩნდა საკომლო წიგნში ჩანაწერი მისი ცალკე კომლად გამოყოფის შსახებ .

30. ამგვარ გარემოებებზე და უსწორობებზე მითითებით აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ჭ------ ბ-----ის სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვეს.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

31. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები - მ-----– ბ-----ე და ჭ------ ბ-----ე არიან ძმები;

32. დადგენილია, რომ ხ--–-------------------ს სოფელ ა---––--ში არსებობდა მხარეთა მამის რ-----ალ ბ-----ის კომლი, რომელსაც ეკუთვნოდა 1961 წელს 110 კვ.მ. ფართის ოდენობის საცხოვრებელი სახლი და 0.19 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

33. დღევანდელი მოცემულობით: ხ--–-------------------ს, სოფელ ა---––--ში მდებარე (ქ. ს----- სახლი №------) უძრავი ქონება - საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელეების მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სახელზე.

34. მოდავე მხარეები, როგორც მოსარჩელეები, მ-----– და ს------- ბ-----ეები, ისე მოსარჩელე ჭ------ ბ-----ე, მოპასუხე ჯ--- ბ-----ე ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ ხ--–-------------------ს, სოფელ ა---––--ში მდებარე სახლში. მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვთ.

35. დადგენილია, რომ ჭ------ ბ-----ესთან ერთად დაქორწინებიდან (1992 წლიდან) დღემდე აქ ცხოვრობს მისი მეუღლე, მოპასუხე ც-–---- მ---–--ე, 1993 წელს მათ უკვე შეეძინათ საერთო შვილი - ჯ--- ბ-----ე.

36. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 24 ოქტომბრის საარქივო ცნობა (ტ.1. ს.ფ. 16), რომელშიც აღწერილია 1986 – 1996 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერები. ცნობის თანახმად დასტურდება, რომ რ-----ა-–----------- ძე ბ-----ე არის კომლის უფროსი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან 1. ბ-----ე რ-----ა-–------------ ძე - ოჯახის უფროსი. გადახაზულია მიწერილია ამოეწერა 24.10.1994წ. 2. ბ-----ე უ---- რ-----ის ასული - ცოლი. გადახაზულია, მიწერილია გარდაიცვალა 21.01.1992წ. 3. ბ-----ე გ------–- რ-----ა-–-- ასული შვილი, გადახაზულია მიწერილია გამოიყო ცალკე კომლად ოქმი №-. 1---წ. 5. ბ-----ე მ-----– რ-----ის ძე - შვილი 6. ბ-----ე ტ---------------- ასული - რძალი. გადახაზულია. ბ-----ე ს------- მ-----–ის ასული - შილიშვილი; 8. ბ-----ე ნ---- ხასანის ასული, რძალი. ჭ------ ბ-----ე გამოეყო ცალკე კომლად

37. საკომლო წიგნის ამონაწერში სხვა სახის მონაცემები კომლიდან გასვლის თაობაზე, კ მითითებული არ არის. მითითებულია მხოლოდ ის, რომ ჭ------ ბ-----ე 1993 წლამდე, კერძოდ 1--- წელს გამოეყო ცალკე კომლად - ეს ჩანაწერი კი ჭ------ ბ-----ის სარჩელით სადავოდაა გამხდარი .

38. საქმეში წარმოდგენილია ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 25 ოქტომბრის მიმართვა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 1--- წელს, ცალკე კომლად გამოყოფა ხდებოდა თემებში, ჭ------ ბ-----ის შემთხვევაში ეს უნდა მომხდარიყო ა---––--ის თემის საკრებულოში. ნებისმიერი თემის საკრებულოს მასალები ინახება ხ--–---------ს ადგილობრივ არქივში.

39. საქმეში წარმოდგენილია ხ--–---------ს არქივის საარქივო ცნობა (გაცემული 2016 წლის 11 ოქტომბერს, ს.ფ. 18. ტ.1.), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასინჯული იქნა ა---––--ის თემის საკრებულოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ა---––--ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1--- წლის გადაწყვეტილებები ხ--–---------ს არქივში დაცული არ არის, რადგან დაცვაზე შესანახად არ შესულა.

40. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა არაერთი მოწმე:

41. მოწმე ნ------- ჯ---------ემ, რომელიც 1991 – 2000 წლებში იყო ა---––--ის თემის გამგებელი, განმარტა, რომ მისი მუშაობის პერიოდში რ----- ბ-----ის კომლიდან ჭ------ ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფა არ მომხდარა, ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთად და დღემდე ცხოვრობენ ერთად. აქვთ ცალ - ცალკე შესასვლელი. მოწმემ განმარტა, რომ მისი მუშაობის პერიოდში, თემის გამგეობაში ბ-----ეების მხრიდან რაიმე საჩივარი არ შესულა.

42. მოწმე ს----- ვ------ემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეთა დეიდაშვილი, იცის, რომ მოდავე მხარეები ცხოვრობენ ერთ სახლში, ჭ------ ცხოვრობს ორ ოთახში თავის ოჯახთან ერთად, სახლის დანარჩენ ნაწილში მ-----–ი თავის ოჯახთან ერთად. სახლს აქვს ორი შესასვლელი. ჭ------ს ცალკე ცხოვრება არ უნახავს, სხვა ქონება მას არა აქვს.

43. მოწმე ნ------- ა------ემ, რომელიც მოდავე მხარეთა მეზობელია განმარტა, რომ ორივე მხარესთან კარგი დამოკიდებულება აქვს, იცის, რომ ძმები ცხოვრობენ ერთ ოჯახში, ერთ სახლში. ჭ------ს აქვს თავისი კუთხე, მ-----–ს თავისი. არასოდეს არ ქონიათ ჩხუბი. ჭ------ს სახლში დაკავებული აქვს ორი ოთახი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს იქ, მ-----–იც ამ სახლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სახლს ცალ ცალკე შესასვლელი აქვს. სხვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არაფერი იცის.

44. მოწმე ს---–------------მ, რომელიც მოდავე მხარეთა მამიდაშვილია - განმარტა, რომ ორივე მხარესთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ძმები ცხოვრობენ ერთ სახლში და აქვთ ცალ - ცალკე შესასვლელი, სახლის ერთ მხარეს ერთი ძმა ცხოვრობს, მეორე მხარეს - მეორე ძმა სხვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არაფერი იცის.

45. იგივე განმარტა მოწმე თ-------------მ .

46. რაც შეეხება მოწმე გ---–--------------ეს, რომელიც არის ჭ------ და მ-----– ბ-----ეების და (ცხოვრობს მ-----– ბ-----ესთან ერთად, ხოლო ჭ------ ბ-----ესთან ბოლო პერიოდში აქვს უთანხმოება, არა აქვს კარგი დამოკიდებულება რძალთან ც-–---- მ---–--ესთან (თავადვე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე)) განმარტა, რომ ჭ------ ბ-----ე 1--- წელს გამოეყო ცალკე კომლად და მან მიიღო 2000 კვ.მ. მიწის ნაკეთი. თუმცა სად მდებარეობდა ეს მიწის ნაკვეთი მოწმემ ვერ მიუთითა.

47. პალატა განმარტავს, რომ ჭ------ ბ-----ის კომლიდან ამოწერის ან ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტის, ცალკე კომლად ცხოვრების დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

48. საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის (განსახილველ შემთხვევაში 1--- წელს) მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას. ანუ, ყოველი საკომლო ჩანაწერი გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სადავო საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერი, მაგრამ არა ისეთი ზოგადი ხასიათის, აბსტრაქტული, როგორიც წინამდებარე საქმეშია წარმოდგენილი, სადაც არის მხოლოდ მითითება, რომ ჭ------ ბ-----ე გამოეყო ცალკე კომლად 1--- წელს.

49. კომლიდან გამოყოფას თავისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, სჭირდებოდა გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა, (ამ შემთხვევაში განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა გამოყოფას), და შესაბამისი გადაწყვეტილება, იმის თაობაზე თუ როგორ გადაწყდა აღნიშნული საკითხი.

50. საქმეში არ მოიძებნება და არქივში არ არის დაცული არც ერთი ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტი, გაუგებარია რა გახდა ჭ------ ბ-----ის კომლიდან გამოყოფის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერი არ არის საკმარისი საფუძველი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ჭ------ ბ-----ე სწორედ 1993 წლამდე, 1--- წელს გამოეყო ცალკე კომლად, მაშინ როდესაც თავად მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულია, რომ 1993 წელსაც და მის შემდგომ პერიოდშიც, მოყოლებული დღემდე, ჭ------ ბ-----ე ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ამავე საცხოვრებელ სახლში.

51. პალატა აღნიშნავს, რომ საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება, ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე იქმნებოდა ორი ან რამდენიმე ახალი კომლი, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევაში – კომლიდან გამოყოფას.

52. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფის ცნება კანონით არ იყო განსაზღვრული და საკოლმეურნეო კომლის მიმართ გამოიყენებოდა მიწის კოდექსის სათანადო ნორმები. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დაზუსტდა კომლიდან გამოყოფისა და საკოლმეურნეო კომლის გაყრის ცნება. (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლები). კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა კომლის ქონების გაყოფას, მაგრამ საცხოვრებლად კვლავ კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში რჩებოდა.

53. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმხანად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა კომლში სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად. კომლიდან გამოყოფა კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით კომლის საერთო საკუთრების მიმართ წარმოშობდა სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს, კერძოდ, კომლიდან გასვლა და ქონების გატანა (ნატურით ან ფულადი კომპენსაციის სახით) მთლიანად უსპობდა კომლის წევრს უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, კომლში საცხოვრებლად დარჩენა კი, კომლის სხვა დანარჩენ საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად წარმოშობდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლებას, რაც ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს. (მ. დევდარიანი, საკოლმეურნეო კომლი, ქონებრივი ურთიერთობის სამართლებრივი საკითხები.)

54. გამომდინარე აღნიშნულიდან, რომც მივიჩნიოთ დადგენილად, რომ ჭ------ ბ-----ე კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლ--–-დ გამოეყო მამისეულ კომლს, (იმ უდავო ფაქტობრივი გარემეობის გათვალისწინებით, რომ ჭ------ ბ-----ეს არსად სხვაგან არ უცხოვრია გარდა მამისეული სახლისა, ანუ კომლის კუთვნილი სახლისა), მას მაინც არა აქვს დაკარგული უფლება კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე.

55. თუმცა პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ჭ------ ბ-----ის კომლიდან გასვლა, თუ გამოყოფა, სახელდობრ: არ არსებობს განცხადება ჭ------ ბ-----ის კომლიდან ამოწერის შესახებ, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებისა და ჭ------ ბ-----ის კომლიდან ამოწერის შესახებ;სრულიად დაუდგენელია გამოეყო თუ არა ჭ------ ბ-----ეს კომლიდან გამოყოფასთან დალკავშირებით ცალკე მიწის ნაკვეთი და თუ გამოეყო სად მდებარეობს ეს მიწა...სრულიად დაუდგენილია ის გარემოება, რომ ჭ------ ბ-----ე შრომით მონაწილეობას არ იღებდა კომლის მეურნეობაში და არ ფლობს უძრავ ქონებას. დაუდასტურებელია, რომ მან გაწყვიტა კომლთან კავშირი და მუშაობა დაიწყო სხვაგან, საწარმოში. (ამაზე არც მიუთითებია მოწინააღმდეგე მხარეს). ამდენად მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ჭ------ ბ-----ე გადახაზულია და გაკეთებულია ჩანაწერი მისი ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერისა და ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტს.

56. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით

57. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის მოქმედი რედაქცია) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.

58. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29-ე დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ ეკუთვნოდა კომლს და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

59. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლების თანახმად, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

60. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკომლო ჩანაწერში არსებობს მითითება, რომ ჭ------ ბ-----ე კომლიდან გასულია 1--- წელს.მაგრამ ამასთანავე უდავოდაა დადგენილი, რომ იგი ამ პერიოდამდე (1--- წლამდე) და მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში.

61. ზემომოხმობილი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარწილად, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

62. საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობის თანახმად: განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეები, როგორც ს------- და მ-----– ბ-----ეები, ისე ჭ------ ბ-----ე 1993 წლამდე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, ამ დროისათვის კომლს ყავდა სულ 6 წევრი: გ------–- ბ-----ე, ჭ------ ბ-----ე, მ-----– ბ-----ე, ტ------- ბ-----ე, ს------- ბ-----ე და ნ---- ბ-----ე. შესაბამისად, ჭ------ ბ-----ის წილი სადავო უძრავ ქონებაში უნდა განისაზღვროს მთლიანი ქონების 1/6 ნაწილით იდეალურ წილში. (ნიშანდობლივია, რომ ჭ------ ბ-----ე ამ შემთხვევაში დაობს, როგორც კომლის წევრი და არა როგორც გარდაცვლილ რ-----ალ ბ-----ის მემკვიდრე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წილთა თანაფარდობა სხვაგვარი ყოფილიყო).

63. აღნიშნული გარემოებისა და „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29-ე დეკრეტის საფუძველზე - სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სახლთმფლობელობის მხოლოდ მ-----– და ს------- ბ-----ეების სახელზე, საკუთრების უფლებით სადავო აღრიცხვა 1/6 ნაწილში უკანონოა, არასწორია, იგი უნდა გაუქმდეს და სადაო სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილზე საკუთრების უფლება უნდა დაურეგისტრირდეს ჭ------ ბ-----ეს.

64. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქედან, რომ ც-–---- ბ-----ე ჭ------ ბ-----ის მეუღლეა, ხოლო ჯ--- ბ-----ე - შვილი, (რომლებიც ერთ ოჯახად ცხოვრობენ), განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ც-–---- და ჯ--- ბ-----ეების უკანონო მფლობელობიდან მ-----– და ს------- ბ-----ეების სასარგებლოდ სადაო ნივთის გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა ნივთზე მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის მიერ. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), შეიძლება დაუპირისპირდეს მფლობელის არგუმენტი ფლობის მართლზომიერების ან სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჭ------ ბ-----ის წილი, (რომელიც არის ც-–---- მ---–--ის მეუღლე და ჯ--- ბ-----ის მამა), სადავო უძრავ ქონებაში შეადგენს მთლიანი ქონების 1/6 ნაწილს იდეალურ წილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო პალატას მიაჩნია, რომ ს------- და მ-----– ბ-----ეების ვინდიკაციური სარჩელი ც-–---- და ჯ--- ბ-----ეების მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეები არიან ერთ-ერთი მესაკუთრის ჭ------ ბ-----ის ოჯახის წევრები და ისინი სადაო საცხოვრებელ სახლს სწორედ ჭ------ ბ-----ის თანხმობით ფლობენ.

 

საპროცესო ხარჯები:

 

64. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.

66. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.

67. დადგენილია, რომ აპელანტთა მიერ (რომელთა სააპელაციო საჩივარიც დაკმაყოფილდა) სააპელაციო წარმოებისათვის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა დავის საგნის ღირებულების 4% - 800 ლარის ოდენობით.

68. შესაბამისად, მ-----– ბ-----ესა და ს------- ბ-----ეს უნდა დაეკისროთ 800 ლარის გადახდა ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის სასარგებლოდ;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ჭ------ ბ-----ის, ც-–---- მ---–--ის, ჯ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელი ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის გამოსახლების თაობაზე მ-----– და ს------- ბ-----ეების საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობიდან, მდებარე ხ--–-------------------, სოფელი ა---––--ი, ს--------. №--------ში არ დამაყოფილდეს;

4. დაკმაყოფილდეს ჭ------ ბ-----ის სარჩელი და ბათლად იქნეს ცნობილი 1----1--- წლებში, საარქივო სამმართველოს ხ--–---------ს არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ჭ------ ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ასევე გაუქმდეს საჯარო რეესტრში მ-----– და ს------- ბ-----ეების სახელზე არსებული საკუთრების რეგისრაციის ჩანაწერი (ს.კ. 2-----------) 2128.00კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 233.45 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის 1/6 ნაწილზე; შევიდეს შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში და ხ--–-------------------ს სოფელ ა---––--ში მ-----– და ს------- ბ-----ეების სახელზე №2-----------. კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილი აღირიცხოს ჭ------ ბ-----ის საკუთრებად;

5. დაეკისროთ მ-----– ბ-----ესა და ს------- ბ-----ეს 800 ლარის გადახდა ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის სასარგებლოდ;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე