თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლებაქ შეიძლება განისაზღვროს მხარეთ უპა შეთანხმებირთ. სატქართველოს 2007 წლი შესყ 11 მაიდვსის უფლებკანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(81)
საქმე №ას-1030-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…წესით გაასაჩივრა მ.ჩ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. 5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 173-ე და 959-ე მუხლების ამჟამინდელი რედაქცია სადავო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. როგორც დადგენილია, მ.ჩ–იამ და მ.ფ–ძემ სადავო უძრავი ქონება შეიძინეს 2004 წელს, მაშინ, როდესაც…
საქმე №ბს-499(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 959-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. ამ…
საქმე №ბს-36(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
…სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, 26-ე და 27-ე მუხლებზე, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე, ამავე კოდექსის 959-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ არც ამჟამად და არც 2005 წელს მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენდა საჯარო რეესტრის უფლებამოსილების განხორციელებას იმგვარად, რომ…
საქმე №ბს-909(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…და წარდგენილი სავალდებულო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცეს გასაჩივრებული აქტები, რის გამოც მათი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 957-ე, 959-ე მუხლების დანაწესები და განმარტა, რომ სადავო საკითხის განხილვისას, ნებართვის მაძიებელს, მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალური ქონების მოიჯარეს - შპს „ზ...ს“ კულტურული…
საქმე №ას-345-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2023
…წარმოადგენდა. სასამართლომ ასევე არასაწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის თანხმობის გარეშე უფლება არ ჰქონდათ უძრავი ქონების კუთვნილ წილზე გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება. სინამდვილეში კი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი. მაშასადამე, მოპასუხეებს შეეძლოთ თავად გადაეწყვიტათ ქონების კუთვნილი…
საქმე №ბს-300(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-1518-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
საქმე №ას-1150-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
საქმე №ას-556-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ას-1404-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021