მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას
1. ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
2. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული.
3. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(72)
საქმე №ბს-834(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
…ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავში მოცემული წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. იმავე კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ამასთან, 957-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს…
საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
…გაუქმების მოთხოვნას მაინც ვერ დააბრკოლებს, რამდენადაც უდავოა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონება მხარეთა საზიარო საკუთრების საგანს წარმოადგენს. საზიარო უფლების რეგისტრაციის განმავლობაში, ნებისმიერი ფაქტობრივი გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით განსაზღვრული საზიარო საგნით სარგებლობის წესზე შეთანხმებას წარმოადგენს, ხოლო ამგვარი შეთანხმება ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს…
საქმე №ბს-909(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…გამოკვლევისა და წარდგენილი სავალდებულო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცეს გასაჩივრებული აქტები, რის გამოც მათი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 957-ე, 959-ე მუხლების დანაწესები და განმარტა, რომ სადავო საკითხის განხილვისას, ნებართვის მაძიებელს, მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალური ქონების მოიჯარეს - შპს „ზ...ს“…
საქმე №ას-1213-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…მაგრამ აღნიშნული არ უკარგავს ნებისმიერ მათგანს უფლებას №5 ოთახზე, რომელიც უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს და იმ 4/8 წილის შემადგენელი ნაწილია, რომლის 1/8 და 1/8 წილის თანამესაკუთრეები მოპასუხეები არიან. 8.6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედეულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მონაწილის ინტერესის…
საქმე №ას-1777-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
…გახდა. სააღსრულებო ბიუროს მიერ სახლის დაყადაღების შემდეგ - 2013 წლის მაისიდან 2015 წლის მარტამდე, საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, ხოლო ნასახლარი იმდროინდელი თანამესაკუთრეების, ანუ ოჯახის წევრების ერთობლივი შეთანხმებით, სსკ-ის 957-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ კასატორს გადაეცა სარგებლობით, რომელმაც, ვიდრე მოსარჩელე აუქციონზე წილის შეძენით გახდებოდა მიწის ნაკვეთის…
საქმე №ას-556-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ბს-277(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
საქმე №ას-583-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
საქმე №ას-1092-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
საქმე №ას-1949-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019