გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.08.2019
საქმის ნომერი
160210019002946889
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210019002946889

N2/298-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.08.2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე, ლედი ყულიაშვილი

მოსარჩელე - ნაბ----------ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი

მოპასუხეები - ბო-–-----------–----–--------------ა, არ-------------ა, ირ-------------ა, ელ--------------ი

მოპასუხების არ-------------ას, ირ-------------ას და ელ--------------ის წარმომადგენლები - გი----------------ე, შა-–------------ე

ბო-–-----------–----–--------------ის წარმომადგენელი - ნა---------–--ე

დავის საგანი - კომლის წევრად აღდგენა, კომლის საერთო ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, მესაკუთრეთა სიიდან ამორიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მა----------------ს კომლის მესაკუთრეთა სიიდან არ-------------ას ამორიცხვა; მა----------------ს კომლის წევრად ნაბ----------ის აღდგენა და მა----------------ს კომლის საერთო ქონებიდან 1/3 წილზე ნაბ----------ის მესაკუთრედ ცნობა.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსარჩელე 2018 წლამდე ფიქრობდა რომ იყო მამამისის მა----------------ს კომლის წევრი და სადაო უძრავი ქონების დარეგისტრირების მიზნით 2018 წელს მიმართა ეროვნულ არქივს მამამისის მა----------------ს კომლის ქონებრივი საარქივო ცნობის მისაღებად. კომლს ბოლნისის რაიონის სოფელ ქ--------------ში ერიცხებოდა უძრავი ქონებები, მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელეს სურდა თავის სახელზე აღნიშნული ქონებიდან თავისი წილის 1/3 -ის დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის გამოც მოითხოვა არქივიდან ცნობა კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. საარქივო ცნობით აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ თითქოს ნაბ----------ი ამოეწერა , გამოეყო კომლს 12.1987წელს. თუმცა ამოწერის მიზეზი არ არის მითითებული. ის საქართველოს მოქალაქეა, მას სხვა კომლში არ გააჩნია ქონება. საარქივო ცნობით და სოფლის რწმუნებულის ცნობით დასტურდება, რომ ნაბ----------ი აღნიშნულ სოფელში ცხოვრობს და აგრძელებს კომლის ქონებით სარგებლობას. კანონის თანახმად 1993 წლის 1 იანვრამდე კომლის წევრად ვინც არის რეგისტრირებული, ის ითვლება კომლის ქონების თანამესაკუთრედ. მოსარჩელე ფაქტობრივად 1993 წლამდეც და მის შემდეგაც სადავო ქონებებს ფლობს და სარგებლობს. ნაბ----------ი არასდროს არ ამოწერილა აღნიშნული კომლიდან და არ წასულა საცხოვრებლად სხვაგან. მას ამ სადავო უძრავი ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია. 2014 წლის 18 სექტემბერს და 2017 წელს არ-------------ამ მა----------------ს კომლის ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე. არ-------------ა და ელ--------------ი დაქორწინდნენ 1995 წლის 15 თებერვალს და მა----------------ს კომლის წევრად საარქივო ცნობით დარეგისტრირდა 1996 წელს. არ-------------ა უკანონოდ ცნო საჯარო რეესტრმა მა----------------ს კომლის ქონების თანამესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები არ-------------ა, ირ-------------ა, ელ--------------ი სარჩელს არ ცნობენ. მათი მითითებით, 1993 წლის 1 იანვრამდე არსებობდა კომლები. მოსარჩელე ითხოვს კომლის წევრად აღდგენას, გამომდინარე იქიდან, რომ კომლი 1993 წლიდან აღარ არსებობს, სად უნდა აღდგეს მოსარჩელე. უფლების დამდგენი საბუთები გაცემულია 1993 წლის შემდგომ და თუკი კომლი 1993 წლამდე არსებობდა მაშინ 1993 წლის შემდგომ არსებულ ფაქტებს არ შეიძლება უკავშირდებოდეს მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებას. არ-------------ი და ელ--------------ი დაქორწინდნენ 1995 წელს. შესაბამისად არ-------------ი ვერ დაარღვევდა მოსარჩელის უფლებებს 1987 წელს, როდესაც მოსარჩელე თავისი ნებით ამოეწერა კომლიდან და არსებობს ცალკე კომლის სახით. მოსარჩელე 1987 წლიდან ანუ კომლიდან ამოწერის დღიდან ცხოვრობდა და მუშაობდა აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში და სუმგაითში. იგი არ ცხოვრობდა იმ კომლში ამ დროიდან რომლის წევრობაზეც დაობს და რომლის წევრობასაც უკავშირებს უფლების წარმოშობას. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მა----------------ს კომლიდან ამორიცხვისა და სხვა კომლში რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება ადმინისტრაციულ საქმეზე მის მიერვე წარდგენილი საარქივო ცნობით. ამასთან მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, ვინაიდან არ ჩანს რა მოთხოვნები გააჩნია ბო-–-----------–----–--------------ის, ირ-------------ას და ელ--------------ის მიმართ. ამასთან სარჩელი ხანდაზმულია.

 

მოპასუხე ბო-–-----------–----–--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში მიუთითა, რომ საკომლო წიგნები გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ბო-–-----------–----–--------------ა მოკლებული იქნება შესაძლებლობას მოახდინოს არქივში არსებული დოკუმენტის რედაქტირება. ბო-–-----------–----–--------------ა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემული AA2018021119-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ბოლნისის რაიონის მა-------ს(სარაჩლოს) სასოფლო საბჭოს სოფელ ქ--------------ის (ქვემო ქოშაქილისა) 1986-1990 (ეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მაგამედ მე------ მეხტი ოგ. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

 

მ------- (ჩანაწერი ,,ლ-------“ გადახაზულია) მე-----------------ი (დოკუმენტში ასეა) - ცოლი;

ნაბ---------- მ----------.(დოკუმენტში ასეა)-შვილი) გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“)

შა--------------------------------- (რთულად იკითხება, ჩანაწერი ჩასწორებულია)-შვილი;

ირ-------------ა მა-------------- (რთულად იკითხება, ჩანაწერი ჩასწორებულია) - შვილი

ელ-------------- მ----------გ (დოკუმენტში ასეა) - შვილი (გაკეთებულია ჩანაწერი) ,,მუშაობს ქ.ბაქო“)

ალ----------------------------- (დოკუმენტში ასეა_ -რძალი (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“)

ნა----–------------------ (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“)

სე-–--------------------- (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987წ“)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის არქივის მიერ 2015 წლის 30 ივლისს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, ბოლნისის არქივში დაცული ბოლნისის რაიონის მა-------ს(სარაჩლო) საკრებულოს სოფელ ქ--------------ის (ქვემო ქოშა-ქილისა) საკომლო წიგნებში 1986-1990 წლებში (ჩანაწერები არასრულადაა შევსებული 1996 წლამდე) კომლის უფროსად ჩაწერილია ნაბი მ----------ღლი მ--------.კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

1. მე-------------------- - ოჯახის უფროსი;

2.მე----------–------------------ი -მეუღლე;

3. მე--------------–-----------ი - შვილი;

4. მე----------–--------------–ი - შვილი;

5. მე---------–---–-----------ი - შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 20-21).

 

3.1.3. მა----------------ს კომლი ფლობს უძრავ ქონებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის მიღება_ჩაბარების აქტი N 843 (ს.ფ.24);

-მიწის უძრავი ქონების სააღსრიცხვო ბარათი (ს.ფ. 25-27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. ელ--------------ი და არ-------------ა დაქორწინდნენ 1995 წლის 15 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 38-39)

 

3.1.5. მა---------------- გარდაიცვალა 2009 წლის 4 ივნისს; ლ-----ი (მ-------) მე------ა გარდაიცვალა 2009 წლის 6 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 34-35).

 

3.1.6. საჯარო რეესტრში უძრავი ქონებების ს/კ 80.03.63.2--, ს/კ 80.03.63.3-- და ს/კ 80.03.62.2-- თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია არ-------------ა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება ჩაბარების აქტი N 843;სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 00044, N 00044, N 11/5583,N 11/5584, საარქივო ცნობა N 15/199221.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 18/09/2014 (ს.ფ. 29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23/08/2018 (ს.ფ. 30);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23/08/2018 (ს.ფ. 31);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნაბ----------ი ცალკე კომლად გამოეყო მა----------------ს კომლს 1987 წელს, მა----------------ს კომლის ქონების გაყოფა არ მომხდარა. არ დასტურდება მა----------------ს კომლიდან გამოყოფის შემდეგ ნაბ----------ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წასვლის და ცხოვრების ფაქტი.

 

აღნიშნულს ადასტურებს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საარქივო ცნობები, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ბოლნისის რაიონის მა-------ს(სარაჩლოს) სასოფლო საბჭოს სოფელ ქ--------------ის (ქვემო ქოშაქილისა) 1986-1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) ნაბ----------ი ამოეწერა, გამოეყო კომლს 12. 1987წ.

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის არქივის მიერ 2015 წლის 30 ივლისს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, ბოლნისის არქივში დაცული ბოლნისის რაიონის მა-------ს (სარაჩლო) საკრებულოს სოფელ ქ--------------ის (ქვემო ქოშა-ქილისა) საკომლო წიგნებში 1986-1990 წლებში (ჩანაწერები არასრულადაა შევსებული 1996 წლამდე) კომლის უფროსად ჩაწერილია ნაბი მ----------ღლი მ--------.კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

1. მე-------------------- - ოჯახის უფროსი;

2.მე----------–------------------ი -მეუღლე;

3. მე--------------–-----------ი - შვილი;

4. მე----------–--------------–ი - შვილი;

5. მე---------–---–-----------ი - შვილი.

 

საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ კომლის ქონების შესახებ ინფორმაცია არ არის. აღნიშნულით დასტურდება გარემოება, რომ 1987 წელს ნაბ----------ის კომლის მა----------------ს კომლიდან გამოყოფის შემდეგ მა----------------ს კომლის ქონების გაყოფა არ მომხდარა, შესაბამისად ნაბ----------ის კომლს არ ერიცხება ქონება.

 

სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მა----------------ს კომლის ქონების ტრანსფორმაციას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობა N 02-3/127016, რომელშიც აღნიშნულია, რომ განმეორებით გადამოწმდა AA2018021119-03 საარქივო ცნობის საფუძველი, კერძოდ, ბოლნისის რაიონის მა-------ს (სარაჩლოს) სასოფლო საბჭოს სოფელ ქ--------------ის (ქვემო ქოშაქილისას) 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლის ჩათვლით) და 1996-200 (ცვლილებები ნაწარმოებია 2012 წლის ჩათლით) წლების საკომლო წიგნები, სადაც ინფორმაცია ნაბ---------- მ-----------ს კომლიდან ამოწერის საფუძვლისა და არზუ მე------ა/მეხდიევა ოსმან კ-ს კომლში ჩაწერის თარიღის შესახებ არ არის მითითებული.

 

მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ნაბ----------მა 1987 წლიდან დატოვა საქართველო და სამუშაოდ წავიდა აზერბაიჯანში. ამდენად, იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა მა----------------ს კომლის მეურნეობაში.

 

სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოების - ნაბ----------ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წასვლის და ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

3.2.2. არ-------------ა მა----------------ს კომლში 1993 წლისათვის არ ირიცხებოდა.

 

დადგენილია, რომ ირ-------------ა და ელ--------------ი დაქორწინდნენ 1995 წელს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირ-------------ა მა----------------ს კომლის წევრი ვერ იქნებოდა 1993 წლისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედ.), „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებითა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. პირველ რიგში სასამართლო განმარტავს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.

 

სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით ,,საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა“. (იხ.სუსგ. N ას-750-718-2014).

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში ნაბ----------მა მიიჩნია თავისი საკუთრების უფლება დარღვეულად და უფლების დაცვის მიზნით მიმართა სასამართლოს.

 

6.3. ნაბ----------ის მოთხოვნა მა----------------ს კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (სუს 27.07.2006 წ.-ის განჩინება №ას-988-1242-05).

 

ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნაბ----------ის კომლი გამოეყო მა----------------ს კომლს, მაგრამ ასევე დადგენილია, რომ ნაბ----------ის კომლს ქონება არ ერიცხება, დადგენილია, რომ მა----------------ს კომლის ქონების გაყოფა არ მომხდარა. მოპასუხე მხარე თავის შესაგებელს აფუძნებს მასზედ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ნაბ----------ის კომლის მა----------------ს კომლიდან 1987 წელს გამოყოფის ფაქტი წარმოდგენილი საარქივო ცნობით. დადგენილია, რომ მა----------------ს საკომლო წიგნში არსებობს ნაბ----------ის შესახებ ჩანაწერი - ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987წ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას. ანუ, ყოველი საკომლო ჩანაწერი გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სადავო საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერი, მაგრამ არა ისეთი ზოგადი ხასიათის, აბსტრაქტული, როგორიც წინამდებარე საქმეშია წარმოდგენილი, სადაც არანაირი მითითება არ არის, გარდა იმისა, რომ ნაბ----------ი ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987წ. არ არის მითითება იმაზე, თუ რა იყო ამის საფუძველი და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერი არ არის საკმარისი საფუძველი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნაბ----------ი გავიდა ცალკე კომლად.

 

საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება, ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე იქმნებოდა ორი ან რამდენიმე ახალი კომლი, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევაში – კომლიდან გამოყოფას.

 

სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფის ცნება კანონით არ იყო განსაზღვრული და საკოლმეურნეო კომლის მიმართ გამოიყენებოდა მიწის კოდექსის სათანადო ნორმები. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დაზუსტდა კომლიდან გამოყოფისა და საკოლმეურნეო კომლის გაყრის ცნება. (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლები). კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად.

 

იმჯამად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლების თანახმად, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

საკომლო ჩანაწერში არსებობს მითითება, რომ ნაბ----------ი კომლიდან გასულია. საქმის მასალებით არ დასტურდება ნაბ----------ის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფლად, არ ჰქონდა სოფელთან კავშირი, შრომით მონაწილეობას არ იღებდა კომლის მეურნეობაში და უძრავ ქონებას არ ფლობდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ნაბ----------ი გადახაზულია, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი ამოწერის მოტივი, საფუძველი (მიზეზი).

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ ნაბ----------ი ცალკე კომლად გამოეყო მა----------------ს კომლს, მაგრამ წარმოდგენილი საარქივო ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას ნაბ----------ის კომლის ქონების შესახებ. წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნაბ----------ის კომლისათვის მა----------------ს კომლის ქონების ნაწილის ნატურით გადაცემის ფაქტს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ აბზაცზე, რომლის თანახმადაც, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრება: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნა (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ნორმის მითითებული დანაწესი იძლევა საკოლმეურნეო კომლის რეორგანიზაციის კლასიფიკაციას, თუმცა, შემოთავაზებული ფორმებიდან ნებისმიერის გამოყენების შემთხვევაში, სახეზეა ახალი კომლისათვის თანასაკუთრების წილის ნატურით მიკუთვნება.

 

მოპასუხე ეყრდნობა საარქივო ცნობაში ასახულ ფაქტს ნაბ----------ის კომლის შესახებ, მას არ მიუთითებია მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით დადგენილი უფლება სისრულეში იქნა მოყვანილი და ამ გზით განხორციელდა კანონისმიერი თანასაკუთრების ორი კომლის ინდივიდუალურ საკუთრებად ტრანსფორმაცია.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო. აღნიშნული ნორმით განსაზღვრული გარემოებების დადგენისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება სხვადასახვაგვარად, კერძოდ: ა) ნორმის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ფაქტის, ანუ, იმის დადგენისას, აქვს თუ არა პირს დაკარგული კომლის ქონებაზე უფლება, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც მიუთითებს ამ გარემოებაზე (მოცემულ შემთხვევაში, სწორედ, მოპასუხე აპელირებდა, რომ, მოსარჩელე წასული იყო აზერბაიჯანში, შესაბამისად ის არ შეიძლება, ჩაითვალოს კომლის ქონების მესაკუთრედ); ბ) თუკი ამ ნორმის პირველი წინადადებით მტკიცებაზე ვალდებული პირი შეძლებს იმის დადასტურებას, რომ კომლის შრომისუნარიანი პირი კომლის მეურნეობაში 3 წლის განმავლობაში მონაწილეობას არ იღებს, ამის შემდეგ უკვე კომლის ქონების წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის გამომრიცხავი გარემოების დამტკიცების ტვირთი ინაცვლებს იმ პირზე, ვისაც გააჩნია მოთხოვნა კომლის ქონებაზე.

 

ამასთანავე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 126-ე მუხლით და მიუთითებს, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა ხდებოდა ქონების ნატურით გაყოფის გზით. მოცემულ შემთხვევაში მართალია სასამართლოში წარმოდგენილი საარქივო ცნობით დადასტურებულია ნაბ----------ის ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება გარემოება, რომ მის კომლს გადაეცა ქონება. წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ ნაბ----------ის კომლს სხვა საცხოვრებელი გააჩნდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კომლიდან გამოყოფის შემდეგ, ქონება არ გაყოფილა, ამდენად ქონება ეკუთვნოდა როგორც მა----------------ს, ასევე ნაბ----------ის კომლებს.

 

ამასთანავე საყურადღებოა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი საარქივო ცნობის თანახმად, 1993 წლამდე მა----------------ს კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ მა----------------, მ------- მე------ა, ნაბ----------ი, შარგიია მე------ა, ელ--------------ი, ნაბ----------ი, ალიდა მე------ა, ნაზილა მე------ა, სელმან მ--------. აღნიშნული პირებიდან ბოლო სამი პირი წარმოადგენს ნაბ----------ის მეუღლეს და შვილებს. საარქივო ცნობის თანახმად, მათ მიმართაც აღინიშნულია იგივე მინაწერი, რაც ნაბ----------ის შემთხვევაში - ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987წ. დადგენილია, რომ ნაბ----------ის კომლში ირიცხებიან ალიდა მე------ა, ნაზილა მე------ა და სელმან მ--------, აღნიშნულ კომლს კი უძრაქვი ქონება არ გააჩნია. ამდენად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ მა----------------ს კომლის ქონების თანამესაკუთრეებს.

 

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე ითხოვს კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას საკომლო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და იგი თავის სასარჩელო მოთხოვნას არ აფუძნებს სხვა (მემკვიდრეობა) სამართლებრივ საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ კომლის ზოგიერთი წევრი გარდაიცვალა 1993 წლის შემდეგ, მოცემულ შემთხვევაში კომლის ქონების საკუთრების თაობაზე დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ვინ იყო კომლის წევრი 1993 წლისათვის, ამდენად მა----------------ც და მ------- მე------აც წარმოადგენდნენ 1993 წლისათვის კომლის ქონების თანამესაკუთრეებს. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის ნაწილდება კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნაბ----------ი ცნობილი უნდა იქნეს მა----------------ს კომლის ქონების არა 1/3 -ის, არამედ 1/9 ნაწილის მესაკუთრედ.

 

6.4. ნაბ----------ის სასარჩელო მოთხოვნა არ-------------ას კომლის ქონების მესაკუთრეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ საფუძვლიანია.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა.

 

ვინაიდან საკოლმეურნეო კომლი 1993 წლიდან გაუქმდა, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის განმსაზღვრელი არის კომლში ჩაწერა 1993 წლისათვის. ამ პერიოდიდან, როგორც აღინიშნა, ქონება გარდაიქმნება კომლის წევრთა თანასაკუთრებად და შემდგომში კომლში ჩაწერილი პირები უკვე კომლის ქონებაზე პრეტენზიას ვეღარ განაცხადებენ.

 

ამდენად, კომლის მესაკუთრეთა წრის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია, თუ ვინ იყო კომლში ჩაწერილი 1993 წლისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არ-------------ა და ელ--------------ი დაქორწინდნენ 1995 წელს, ამდენად მოპასუხე არზუ მე------ა მა----------------ს კომლში ვერ აღირიცხებოდა 1993 წლის მდგომარეობით.

 

ამდენად, არ არსებობს მა----------------ს კომლის ქონებაზე არ-------------ას საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. რაც შეეხება კომლის წევრად აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ არსებული კანონმდებლობა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს საკომლო წიგნის წარმოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკომლო დავთარს (საკომლო წიგნის) წარმოების წესი დადგენილი იყო ,,საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ” 1968 წლის 25 დეკემბრის კანონით, რომლის 22-ე მუხლის თანახმად, საკომლო წიგნში ხდებოდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერა, რეგისტრაციაში ტარდებოდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა. ამდენად, საკომლო წიგნში რეგისტრირდებოდა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკოლმეურნეო კომლის შესახებ მონაცემები.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ საკომლო წიგნში კომლის წევრთა ან კომლის ქონების რეგისტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამდენად აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 246 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა (კომლის წევრად აღდგენა), რომელიც მიმართული იყო ასევე მოპასუხე ბო-–-----------–----–--------------ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეებს ირ-------------ას, ელ--------------ს და არ-------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 123 ლარის ანაზღაურება თანაბარწილად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე,249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაბ----------ის სარჩელი არზუ მე------ას, ირადა მეხდიევას, ელ--------------ის და ბო-–-----------–----–--------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. არ-------------ა ამორიცხულ იქნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ქ--------------ის საკომლო წიგნში ჩაწერილი მა----------------ს კომლის ქონების (ს/კ 80.03.63.2--, ს/კ 80.03.63.3--, ს/კ 80.03.62.2--) მესაკუთრეთა სიიდან;

 

3. ნაბ----------ი ცნობილი იქნეს ბოლნისის რაიონის სოფელ ქ--------------ში მდებარე მა----------------ს კომლის უძრავი ქონების (ს/კ 80.03.62.2--, ს/კ 80.03.63.3--, ს/კ 80.03.63.2--) 1/9 წილის მესაკუთრედ;

 

4. ირ-------------ას, არ-------------ას და ელ--------------ს ნაბ----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 123 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე