1. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი მონიტორინგის ბრძანების დამსაქმებლისთვის გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია აღმოფხვრას საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფონდს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, იგი უფლებამოსილია ფონდთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნებისთვის დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში. დამსაქმებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება ინსტრუქციით დადგენილი წესი