1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გამოიცემა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმის ფორმით და რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, დანართი №1 ფორმით.
2. არაჯეროვანი შესრულება გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-14 მუხლით.
4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
5. სამართალდამრღვევისათვის გაცნობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებების/განმარტებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მონიტორინგის პროცესში მიღებული/განხილული ინფორმაციის/მონაცემების გათვალისწინებით, ფონდის გენერალური დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე გადაწყვეტილებას შემდეგ გადაწყვეტილებათაგან:
ა) სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ბ) საურავის დაკისრების თაობაზე, თუკი მონიტორინგის პროცესი მოიცავს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში წარმოშობილ ვალდებულებებს;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არ დაკისრების და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე;
დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე;
ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პირისათვის დარღვევის გამოსწორების − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე;
7. ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-14 მუხლით.
8. მონიტორინგის პროცესში და ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ფონდი შეიძლება დაეყრდნოს არა მხოლოდ შემოწმების შედეგებს, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას/მონაცემებს და ასეთი ინფორმაციის/მონაცემების შედეგად იდენტიფიცირებულ შეუსაბამობებ