1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული ფონდის ნებისმიერი ბრძანება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და სხვა ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულისა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს (შემდგომში – ადრესატი) ეგზავნება/წარედგინება:

ა)  ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით;

გ) ფოსტის მეშვეობით, ადრესატის ფონდისთვის ცნობილ იურიდიულ/რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართზე, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებით გაგზავნა/წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში, ბრძანება/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/შეტყობინება/დოკუმენტი ჩაითვლება ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად მისი ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიღების დადასტურების დღეს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში მისი ელექტრონულ სისტემაში ხელმოწერის დღეს)  ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის გვერდზე/ელექტრონული კომუნიკაციის შესაბამისი საშუალებით ადრესატისთვის  ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.

3. ამ მუხლის საფუძველზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე/იურიდიულ მისამართზე ან ფონდისთვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს/თანამშრომელს.

4. ფონდი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ბრძანების /შეტყობინების ადრესატისთვის განმეორებით წარდგენას/გაგზავნას, თუ პირველ ჯერზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტის ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.  ფოსტის მეშვეობით მეორედ გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად ჩაითვლება მისი მიღების დადასტურების დღეს ან მისი გაგზავნიდან მე-10 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.

5. ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა ან/და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). დამსაქმებლისათვის აღნიშნული დოკუმენტი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე  ასახვისთანავე.

6. ელექტრონულ სისტემაში და შემოსავლების სამსახურის სისტემაში ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპ დასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

7. ფონდისთვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობაზე და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი.

8. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტზე/ინფორმაციაზე  და შეტყობინებაზ