1. დამსაქმებლის შემოწმებული პერიოდის ხელახალი მონიტორინგი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი შემოწმებულ პერიოდზე ახალ საპენსიო დეკლარაციას/წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას წარადგენს ან/და შემოსავლების სამსახურში წარადგენს შეცვლილ ან/და შესწორებულ საშემოსავლო დეკლარაციას. ეს პუნქტი არ ვრცელდება, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის და ყოველი შემდგომი შესწორების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ შემოწმებაზე.
2. განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა/არაჯეროვანი შესრულება, თუ ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან არ არის გასული 12 თვ