1. მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს ფონდის  თანამშრომელი, რომელიც:

ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი;

ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;

გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს შემოწმების ობიექტს (არის დამსაქმებელი);

დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2. თანამშრომელი ვალდებულია მონიტორინგის დაწყებისას დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა ან ფონდის გენერალური დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება.

3. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს ფონდის გენერალური  დირექტორ