1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული, ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ვერ მოხდება სრულად საპენსიო შენატანების განხორციელება და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, აღნიშნული ვადის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფონდის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის დანართი №3-ით წარმოდგენილი ფორმით.
2. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3. სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის – შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის და საურავის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად ნაწილდება დასაქმებულ(ებ)ის/მონაწილე(ებ)ის/პენსიის მიმღებ(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო ფონდი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების შედეგად ფონდის მიერ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და საურავის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დასაფარად, პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება და შესაბამისი საურავი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღებული თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზ