1. ფონდი უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, მემკვიდრის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, მათი წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წესის შესაბამისად, ფონდის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივა