თუ დამსაქმებელი არ განახორციელებს დასაქმებულის საპენსიო შენატანებს და საკუთარ საპენსიო შენატანებს სათანადო საპენსიო სქემის წესების შესაბამისად, მონაწილე ან ბენეფიციარი უფლებამოსილია დამსაქმებელს მოსთხოვოს:
ა) ვადაგადაცილებული შენატანების მთლიანი თანხის (შესაბამისი პროცენტის ჩათვლით) საპენსიო სქემაში შეტანა;
ბ) სამართლებრივი და სხვა აღსრულების ხარჯების, მათ შორის, გონივრულ ფარგლებში ადვოკატის ჰონორარის, ანაზღაურება;
გ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებე