1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო.
2. პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი ცნობა შენატანის განხორციელების, კერძოდ, შენატანის განხორციელების ვალდებულების, მისი შესრულების ან ნაწილობრივ შესრულების, აგრეთვე ამ ვალდებულების შესრულების ვადებისა და პირობების თაობაზე.
3. შენატანის განხორციელების შესახებ ცნობის ბრალეული უზუსტობისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (02.08.2021).
წინა რედაქცია (04.08.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. შენატანის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო. 2. პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი ცნობა შენატანის განხორციელების, კერძოდ, შენატანის განხორციელების ვალდებულების, მისი შესრულების ან ნაწილობრივ შესრულების, აგრეთვე ამ ვალდებულების შესრულების ვადებისა და პირობების თაობაზე. 3. შენატანის განხორციელების შესახებ ცნობის ბრალეული უზუსტობისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო.